Connect with us

ჯანმრთელობა

ამჯერად ექიმმა არა წამალი, არამედ ვარჯიში გამომიწერა. თავბრუსხვევა აღარ მაწუხებს

ამჯერად ექიმმა არა წამალი, არამედ ვარჯიში გამომიწერა. თავბრუსხვევა აღარ მაწუხებს

ჩვენს დროში თავბრუსხვევა როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ. ის შეიძლება იყოს ქრონიკული ან სავსებით ჯანმრთელ ადამიანს მოულოდნელად თავს დაესხას. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, წნევის ცვლილებით დაწყებული და მენიერის დაავადებით დამთავრებული. ხშირად ექიმები სხვადასხვა მედიკამენტებს გვინიშნავენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წამლებს გვერდითი ეფექტები აქვს და შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

მედიკამენტების მიღების გარდა, ზოგიერთი ექიმი სპეციალური ტანვარჯიშის შესრულებას გირჩევთ, რომელიც თავბრუსხვევას მოგაშორებთ. დღეს დეტალურად გიამბობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა თვალების დაბინდვა გეწყებათ.

როგორ მოვიშოროთ თავბრუსხვევა

კოლორადოს სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ თავბრუსხვევა შიდა ყურის დაძაბულობის ზრდის გამო იწყება. როცა ეს დაძაბულობას პიკს აღწევს, ადამიანი კოორდინაციის უნარს კარგავს. ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგიერთ ვარჯიშს ამ დაძაბულობის შემცირება, შესაბამისად თავბრუსხვევის მოშორება და მისი სიხშირის შემცირება შეუძლია.

თავბრუსხვევის გასაქრობი ვარჯიშები

1. ჩაიმუხლეთ და ისე დაჯექით, რომ დუნდულები თქვენს ტერფებზე აღმოჩნდეს.

2. თავი უკან გადასწიეთ. არ ინერვიულოთ, ამ მომენტში თავბრუსხვევა გაიზრდება. ამ პოზაში 3-5 წამით გაჩერდით.

3. საწყის პოზას დაუბრუნდით, ხელები თქვენს წინ იატაკზე დააწყვეთ. დაიხარეთ და თავი იატაკს დაადეთ.

4. ამ მდგომარეობაში დარჩით, თვალი ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ მოატრიალეთ, იმის მიხედვით თუ რომელი ყურში გაწუხებთ შუილი. გარედან ისე ჩანს, თითქოსდა იატაკს უსმენთ.

Advertisement

რედაქციის რჩევა

თავად თავბრუსხვევა სიცოცხლისთვის სახიფათო არაა, მაგრამ ეს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე გითითებდეთ. სწორედ ამიტომ, თუ მსგავსი შემთხვევები და თავის ტკივილები მოულოდნელად დაგეწყოთ და თან ახლავს მეტყველების დარღვევა, სისუსტე და კიდურების გაშეშება, სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ გამოიძახეთ.

ტანვარჯიშის შესრულება სცადეთ, შესაძლოა, წამლის მიღება არასდროს დაგჭირდებათ. თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.