Connect with us

საკითხავი

ამის უგულებელყოფა არ შეიძლება: ავტომობილის ხელსაწყოების პანელის დეტალური განხილვა

ამის უგულებელყოფა არ შეიძლება: ავტომობილის ხელსაწყოების პანელის დეტალური განხილვა

გამოცდილი მძღოლები მანქანაში თავს ისე გრძნობენ, როგორც გამოცდილი მხედარი ცხენზე. ოდნავი შეხებით, სუნით და მოსმენით შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ რა აკლია რკინის ცხენს და სად სჭირდება შეკეთება. ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, ხელსაწყოების პანელის თავმომაბეზრებელ ნიშნებს ყურადღებას არ აქცევენ.

თუმცა მძღოლების უმეტესობას საჭესთან ხშირად ყოფნა არ უწევთ, ხოლო ავტომობილის სტრუქტურის შესახებ მხოლოდ ავტოსკოლის მოკლე კურსიდან იციან. ისინი მარჯვენა უკიდურეს კუთხეში ფრთხილად დადიან და როგორც კი რაიმეში ეჭვი ეპარებათ, გამოცდილ ნათესავს ან მექანიკოსს ურეკავენ.

სწორედ ასეთი მძღოლებისთვის ხელსაწყოების პანელის ინდიკატორების ცოდნა სასარგებლო იქნება. თუ ამ ნიშნებს უკვე კარგა ხანია იცნობთ, შეამოწმეთ, კარგად იცნობთ თუ არა საკუთარ ავტომობილს.

პირველ რიგში, ამ საშინელი გაუგებარი ნიშნების ფერებში უნდა გაერკვიოთ. ის სამ ძირითად ჯგუფად იყოფა.

წითელი ნიშნები

ისეთი მაჩვენებელი, როგორიც შუქნიშნის დროს – საფრთხეს გვამცნობს. აუცილებელია მოძრაობა ნელ-ნელა შეაჩეროთ და შესაძლებლობის მიხედვით პრობლემა მოაგვაროთ.

ყვითელი ნიშნები

ამ გამაფრთხილებელი ნიშნებიდან ზოგი ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას შეგვახსენებს, ზოგი კი გარკვეული ქმედების შესრულებას.

მწვანე ნიშნები

გიჩვენებთ, ამ მომენტისთვის რომელი ინდიკატორი არის აქტიური.

თქვენთვის 64 ინდიკატორი შევაგროვეთ, რომლებიც თითქმის ნებისმიერ მანქანაში შეგიძლიათ იხილოთ. თითოეულის შესწავლის შემდეგ, ჰონდას ან ბენტლის საჭესთან თამამად დაჯდებით.

1. აკუმულატორის ბატარეიის გაუმართაობა. სავარაუდოდ, მისი გადატვირთვა დაგჭირდებათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ელექტრო მანქანის მფლობელი ხართ.

2. თქვენ ჭვარტლის ფილტრი უნდა შეამოწმოთ.

3. შეგახსენებთ, რომ ახლა საწვავის ეკონომიის რეჟიმია გააქტიურებული.

4. შორსმაშუქი ფარები ჩართულია.

5. წინა ნისლ საწინააღმდეგო ფარები გააქტიურებულია.

6. წინა ადაპტირებული ფარები ჩართულია.

7. ახლო განათების ფარები გააქტიურებულია.

8. უკანა ნისლ საწინააღმდეგო ფარები ჩართულია.

9. ფარების ავტომატური დარეგულირების სისტემის გაუმართაობა. ჟიგულებში ასეთ ნიშანს ვერ შეხვდებით.

10. წვიმისა და სინათლის სენსორის კომბინირებული ინდიკატორი.

11. ელექტრონული გასაღები აღმოჩენილია.

12. ელექტრონული გასაღები გაუმართავია.

13. ელექტრონული გასაღები აღმოჩენილია, მაგრამ ბატარეას შეცვლა სჭირდება.

14. ჰაერის ფილტრს შეცვლა/გაწმენდა სჭირდება.

15. გარე განათების აქტივაციის მაჩვენებელი.

16. სტოპ-სიგნალი არ მუშაობს.

17. გარე განათების ერთი ან რამდენიმე ნათურა არ მუშაობს.

18. მექანიკური მუხრუჭის ან ავტომობილის სწრაფი დამუხრუჭების დროს დახმარების სისტემის გაუმართაობა.

19. ავტომატური ყუთის გადაცემის გაუმართაობა.

20. გარე განათების ჩართვის დროს ირთვება.

21. აუცილებელია, უსაფრთხოების ღვედი შეიკრათ.

22. ინდიკატორი შეგახსენებთ, რომ ავტომობილს ტექდათვალიერების გავლა სჭირდება.

23. უსაფრთხოების ბალიში გააქტიურებული არაა.

24. ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების ბალიში არ იმოქმედებს.

25. დახმარების სისტემის მაჩვენებელი პარკირების დროს.

26. საწვავის ფილტრი დაბინძურებული ან გაუმართავია.

27. მინის საწმენდ ყუთში სითხის ჩასხმა აუცილებელია.

28. გაძლევთ ინფორმაციას, რომ ავტომობილის კარი ან საბარგული ღიაა.

29. გაძლევთ გაფრთხილებას მისაბმელი მოწყობილობის შესახებ.

30. საწვავის დაბალი დონის მანიშნებელი.

31. საწვავის ფილტრში წყლის მოხვედრა.

32. მუხრუჭის დაბლოკვის საწინააღმდეგო სისტემა გაუმართავია.

33. სამუხრუჭე ხუნდებს გამოცვლა სჭირდება.

34. კრუიზ-კონტროლის ნიშანი ჩართულია.

35. კრუიზ-კონტროლი გამორთულია.

36. საჭის მართვის გამაძლიერებელი გაუმართავია.

37. მექანიკური მუხრუჭი ან მუხრუჭის ხუნდი გაუმართავია.

38. გადაცემის ხუნდი დაბლოკილია მუხრუჭის სატერფულზე დაჭერის მომენტამდე.

39. აუცილებელია გადაბმულობის სატერფულს დააჭიროთ.

40. გავარვარებული სინათლის მუშაობის მდგომარეობის ნიშანი.

41. მოძრაობის მხარის შეცვლის დამხმარე ნიშანი.

42. ავარიული ნიშანი კატალიზატორების გადახურება.

43. ძრავის გადახურების ნიშანი.

44. საინფორმაციო შეტყობინება.

45. ჩართულია მოხვევის ნიშნები.

46. რეჟიმი „თოვლი“ გააქტიურებულია.

47. ღია საბარგულის ნიშანი.

48. საწვავის ყუთის თავსახურის შემოწმება აუცილებელია.

49. ავტომობილებს შორის სახიფათო დისტანციაა.

50. ექსპლუატაციის ისტორიაში გაუმართობის შესახებ აღწერა უნდა წაიკითხოთ.

51. მანქანის გარეთ დაბალი ტემპერატურის მანიშნებელი.

52. გადამცემი კოლოფის განახლება აუცილებელია.

53. ამორტიზატორები გაუმართავია.

54. პარკირების განათება ჩართულია.

55. ძრავის მუშაობა გაუმართავია.

56. საჭის ხუნდი დაბლოკილია.

57. უკანა მინის გამათბობელი ჩართულია.

58. წნევის ჰაერის დაცემა, ერთ-ერთ ბორბალში 25 %-ით ან მეტით

59. ელექტრონული დროსელსაფარი წყობიდან გამოვიდა.

60. ნებისმიერი მინის ავტომატური გაწმენდის სისტემა გააქტიურებულია.

61. სტაბილიზაციის სისტემა გამორთულია.

62. ქურდობის საწინააღმდეგო სისტემა გააქტიურებულია.

63. ზეთის წნევა დაბალია.

64. წინასაავარიო უსაფრთხოების სისტემა გამორთულია.

ავტომობილის ხელსაწყოების პანელის ნიშნები არ უგულებელყოთ. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ავტომობილი სრულ წესრიგშია და ეს სენსორები გაფუჭებულია, აუცილებელია ორჯერ შეამოწმოთ, სანამ საჭესთან დაჯდებით. მძღოლი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მგზავრების სიცოცხლეზეც პასუხისმგებელია.

Advertisement