Connect with us

ჯანმრთელობა

ალბათ, ეს სამკურნალო მცენარე თქვენს სახლშიც ხარობს – ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება

კრასულა, იგივე ფულის ხე – ესაა მცენარე, რომელიც თითქმის ყველა სახლში ხარობს. ადამიანთა ერთ ნაწილში ყურადღებას თავისი გარეგნობით იქცევს, მეორე ნაწილს კი სჯერა, რომ მას ოჯახში ფინანსების მოზიდვის უნარი აქვს.

თუმცა, ყველამ არ იცის, რომ კრასულას გამოყენება ჯანმრთელობის სასარგებლოდაც შესაძლებელია. მისი სამკურნალო თვისებები დაგეხმარებათ მრავალი დაავადების განკურნებაში, მას ხომ ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ბაქტერიციდული თვისებები აქვს.

კრასულათი მკურნალობის გზები

1. დამწვრობა, ჭრილობა, ნაკაწრი, ჩირქგროვა

მოამზადეთ კრასულას ფოთლებისგან ფაფა, დაიტანეთ იგი კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და მიიმაგეთ ბინტით. შეცვალეთ კომპრესი ფაფის გაშრობისთანავე – 2-3 საათში.

2. ართრიტი ართროზი

10-15 ფოთლისგან დაწურეთ წვენი და შეიზილეთ სახსრებში ძილის წინ.

3. გლანდების ანთება, ტონზილიტი

დაწურეთ 10 ფოთლის წვენი, გახსენით 200 მლ წყალში და გამოივლეთ ყელი დღეში 3-5ჯერ.

4. ჰერპესი ტუჩზე

დაწურეთ რამდენიმე ფოთოლი კრასულა და შეიზილეთ მიღებული წვენით დაზიანებული მონაკვეთი ყოველ 30 წუთში. ან გაჟღინთეთ ამ წვენით ბამბის დისკი და მიიმაგრეთ დაზიანებულ ადგილზე.

5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

უზმოზე მიირთვით 2 ფოთოლი კრასულა(ოღონდ ძალიან კარგად დაღეჭეთ).

6. პიელონეფრიტი, ცისტიტი

დააქუცმაცეთ მცენარის 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით და გაწურეთ. მიირთვით 1ს.კ. წამალი ჭამამდე 15 წუთით ადრე, სამჯერ დღეში.

7. ბუასილი

დაიდეთ შუაზე გაჭრილი ფოთლები – ტკივილისგან მაშინვე გიხსნით.

გაფრთხილება: იყავით ფრთხილად, რადგან ეს მცენარე დიდი რაოდენობით დარიშხანს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შინაგანი გამოყენებით არ უნდა გადააჭარბოთ. ზედმეტი დოზით, შესაძლოა, გულისრევა, დიარეა და გონების დაკარგვა გამოიწვიოთ.