საკითხავი
აი, როგორ შევარჩიოთ საზამთრო სწორად: ეს ხრიკი ერთმა ფერმერმა მასწავლა
ზაფხული არა მხოლოდ მცხუნვარე მზით, მოგზაურობით და აბიბინებული მინდვრით, არამედ ამ სეზონის უგემრიელესი ხილით, საზამთროთი, გვამახსოვრდება.
მწიფე საზამთრო ხავერდოვანი და წვნიანი რბილობით ცხელ ამინდში შესაფერისია, თუმცა მთავარია გემრიელი საზამთრო სწორად უნდა შეარჩიოთ. ერთხანს საზამთრო უსარგებლო ნაყოფად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს დიდი კენკრა ფოლიუმის მჟავის მდიდარი საწყობია, რომელიც სისხლის მიმოქცევასა და ქიმიურ პროცესებზე დადებით გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო 90% წყლისგან შედგება, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, მათ შორის C ვიტამინი, უჯრედისი, რკინა და ა.შ.
ამ გემრიელი კენკრის ბევრ მოყვარულს იპოვით, მაგრამ ყველამ იცის საზამთროს სწორად შერჩევა? სამწუხაროდ, აბსოლუტურად ორგანული ხილის პოვნა პრობლემატურია. თუმცა მეტნაკლებად „სუფთა“ კენკრის შერჩევა, ნიტრატებისა და სხვა, ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გარეშე სირთულეს არ წარმოადგენს. არსებობს რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ შევარჩიოთ სწორად გემრიელი საზამთრო.
საზამთროს ყიდვის დრო და ადგილი კარგად შეარჩიეთ. თუ გემრიელი საზამთროთი სიამოვნების მიღება გსურთ ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად ყიდულობთ საზამთროს. საზამთროს შეძენა რეკომენდებული არაა მტვრიან გზასთან ახლოს, სადაც ავტომობილები ხშირად დადიან და მავნე გამონაბოლქვს უშვებენ. მეორე მხრივ, ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტი, მოგზაურობის დროს გზატკეცილზე საზამთროს ყიდვა მარტივად და სწრაფად შეიძლება. საზამთროს გემო მაღაზიებში დიდად არ განსხვავდება – როგორც წესი, სუპერმარკეტში ჯერ კიდევ მოუმწიფებელი საზამთრო შემოაქვთ. იდეალური ადგილი საყიდლად – კარავი მინდვრის გვერდით, სადაც ეს საზამთრო იზრდება. ადრეული საზამთრო ჯობს არ შეიძინოთ. გირჩევთ, საზამთრო აგვისტომდე არ დააგემოვნოთ.
დღეს გიამბობთ ხრიკებს, თუ როგორ შეარჩიოთ ყველაზე მწიფე და გემრიელი ნაყოფი! ახლა საზამთროს არჩევის დროს აღარ შეცდებით.
როგორ ავარჩიოთ საზამთრო
1. ზომის მიხედვით
დიდი ზომის საზამთროს უფრთხილდით. სამწუხაროდ, ჩვენი კლიმატი უზარმაზარი ზომის ნაყოფის გაზრდას ხელს არ უწყობს. შესაბამისად, დიდი ალბათობა არსებობს, რომ ასეთ საზამთროში ხელოვნური მკვებავი დანამატები გამოიყენეს.
2. ყვითელი ლაქის მიხედვით
ეს მწიფე ნაყოფის შესანიშნავი ნიშანია. რაც უფრო ყვითელია ლაქა, მით უფრო გემრიელი და ტკბილია საზამთრო.
3. სქესობრივი გარჩევით
ცოტამ თუ იცის, მაგრამ საზამთრო შეიძლება სქესობრივი ნიშნით განასხვაოთ. „ბიჭები“ – უფრო მსხვილი და გრძელია, „გოგოები“ – უფრო პატარა ზომის და ოდნავ მომრგვალებული. „გოგოები“ უფრო ტკბილები არიან.
4. დარტყმით
მწიფე საზამთროს დარტყმის დროს ხმაურიანი ხმა აქვს. ასევე სიმწიფის შემოწმების დროს საზამთროს ორივე მხრიდან უნდა მოუჭიროთ. თუ საზამთრო ოდნავ იბზარება, ანუ უკვე მწიფეა და მოსახმარებლად მზადაა.
5. ყუნწით
ყვითელი ხმელი ყუნწი ნაყოფის სიმწიფის შესანიშნავი ნიშანია. მწვანე, პირიქით, ადასტურებს, რომ საზამთრო ადრეულად მოწყვიტეს.
6. სუნით
საზამთროს ქერქს ოდნავ გამოხატული ახალი სუნი უნდა ჰქონდეს. თუ სუნი არ აქვს, ასეთი საზამთრო, სავარაუდოდ, ბუნებრივ პირობებში გაზრდილი არაა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.