Connect with us

ვიდეო

აი, როგორ შევამციროთ დამწვრობით გამოწვეული ტკივილი 5 ბუნებრივი საშუალების დახმარებით

ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამწვრობა აწუხებს. ეს შეიძლება სითბოს წყაროსთან კონტაქტმა, მზის ჭარბმა ზემოქმედებამ, ქიმიურმა ნივთიერებამ ან ელექტროენერგიამ გამოიწვიოს.

როგორ შევამციროთ დამწვრობა ბუნებრივი საშუალებებით?

ამ ტიპის დაზიანების მკურნალობა მისი სიმძიმის მიხედვით განსხვავდება. ყველაზე ზედაპირული დამწვრობის დროს ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით მდგომარეობას სწრაფად შემსუბუქებას შეძლებთ.

აი, 5 ვარიანტი, რომელიც შეგიძლიათ უყოყმანოდ გამოიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პრობლემას ეჯახებით.

ბუნებრივი საშუალებები დამწვრობის შესამსუბუქებლად

დამწვრობა დერმის დაზიანებას უკავშირდება, რომელიც ჩვეულებრივ სიწითლის, შეშუპების და წვის სახით ვლინდება. სერიოზული დამწვრობა წყლულებს, ქათქათა თეთრ კანს ან ძვლების და სახსრების დაზიანებას იწვევს.

ამ შემთხვევაში მცირე დამწვრობის დასამშვიდებლად რამდენიმე საშუალებას გთავაზობთ. უფრო მძიმე შემთხვევების დროს ექიმთან უნდა იმკურნალოთ.

1. ფუტკრის თაფლი

უდაოდ, თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა დამწვრობის შესამსუბუქებლად. თავისი ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებების წყალობით ამ ტიპის ზედაპირულ დაზიანებას ამსუბუქებს. ასევე სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს, რომლებიც ინფექციის რისკს ანადგურებენ.

როგორ გამოვიყენოთ?

  • თაფლის თხელი ფენა დაზიანებულ ნაწილზე წაისვით.
  • თუ შესაძლებელია, მარლა ფრთხილად დააფარეთ.
  • როგორც მინიმუმ 3 საათით მოქმედება აცადეთ.
  • პროცედურა გაიმეორეთ, სანამ გაუმჯობესებას არ დაინახავთ.

2. პომიდორი

პომიდვრის რბილობის ადგილობრივი გამოყენება გაგრილების ეფექტს იძლევა, რომელიც დამწვრობას ამშვიდებს. პომიდორი ლიკოპინებს, A და C ვიტამინებს, ასევე წყალს შეიცავს. ის დაზიანებული კანის აღსადგენად შესანიშნავი მოკავშირეა.

როგორ გამოვიყენოთ?

  • პირველ რიგში, მწიფე პომიდორი დაჭყლიტეთ.
  • შემდეგ მაცივარში 15 ან 20 წუთით გააჩერეთ.
  • როცა გაგრილდება, კანზე ძალიან ფრთხილად წაისვით.
  • 20 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
  • პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ, სანამ დამწვრობა არ გაქრება.

3. ლავანდის ეთერზეთი

ლავანდის ეთერზეთი კანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ჩვეულებრივ არომატული ეფექტის გამო იყენებენ, მაგრამ დაზიანების დროსაც ეფექტურია. მაგალითად, დამწვრობის და ზედაპირული ჭრილობების დროს.

დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით ისეთ სიმპტომებს ამსუბუქებს, როგორიცაა წვა და შეშუპება.

როგორ გამოვიყენოთ?

  • 3-4 წვეთი ლავანდას ეთერზეთი 1 ს/კ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს აურიეთ.
  • შემდეგ დამწვრობაზე მსუბუქი მასაჟით წაისვით.
  • დამწვრობა მარლით დაფარეთ და 3 საათით გაიჩერეთ.
  • შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ და კვლავ მარლა დააფარეთ.
  • მკურნალობის კურსი ყოველდღე ჩაიტარეთ, სანამ მდგომარეობის გაუმჯობესებას არ დაინახავთ.

4. შვრია

შვრია ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია დამწვრობით გამოწვეული ტკივილის გასაქრობად. თავისი დამატენიანებელი და აღმდგენი ეფექტის წყალობით შვრია დამწვრობის შემდეგ კანის აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად იდეალურია.

მისი ადგილობრივი გამოყენება კანის დატენიანებას და დისკომფორტისგან დაცვას უზრუნველყოფს, როგორიცაა ქავილი და აქერცვლა.

როგორ გამოვიყენოთ?

  • თავდაპირველად ნახევარი ჭიქა შვრია 1 ჭიქა ცივ წყალში აურიეთ.
  • შემდეგ ბამბის ქსოვილი სითხეში გაჟღინთეთ და დამწვრობა გაიწმინდეთ.
  • სურვილის მიხედვით. შვრია შეგიძლიათ ნიღბის ან აბაზანის სახით გამოიყენოთ.

5. შავი ჩაი

ტანინების შემცველობის წყალობით შავი ჩაის პაკეტები მცირე დამწვრობის სამკურნალოდ სასარგებლოა. მისი გარეგნული გამოყენება წვას ამცირებს და დაზიანებული კანის აღდგენას ხელს უწყობს. ამასთან, შეშუპებას და ნაიარევს ამცირებს.

როგორ გამოვიყენოთ?

  • პირველ რიგში, 1-2 პაკეტი შავი ჩაი 1 ჭიქა ცივ წყალში მოათავსეთ. რამდენიმე წუთით დააყენეთ, შემდეგ გაწურეთ და დამწვრობაზე დაიდეთ.
  • თუ გსურთ, მარლის ნაჭერში გაახვიეთ.
  • 2-3 საათის შემდეგ ჩაი გამოცვალეთ.
  • პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გაიმეორეთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მნიშვნელოვანია, ისწავლოთ გამოცნობა, თუ როდის შეიძლება დამწვრობის სახლის პირობებში მკურნალობა და როდის გჭირდებათ პროფესიონალური მოვლა. სწორედ ამიტომ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად ექიმს უნდა ეწვიოთ, თუ:

  • დამწვრობა დიდ სივრცეს იკავებს.
  • დამწვრობა გავლენას ახდენს ისეთ ნაწილებზე, როგორიცაა სახე, ხელები, საზარდული ან ნებისმიერი სახსარი.
  • ძლიერი დამწვრობაა და უსიამოვნო სუნი ახლავს.
  • საკმაოდ სერიოზულია, რომ მესამე ტიპის დამწვრობა იყოს.
  • დამწვრობა ელექტროენერგიის დარტყმამ გამოიწვია.

Advertisement
საკითხავი1 hour ago

მასწავლებელი აფრიკის სოფლიდან მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს  და 1 მლნ დოლარი გადასცეს

ჯანმრთელობა2 days ago

აღმოსავლეთის მედიცინის საიდუმლოებები: ნაკრები ორგანიზმის სრულად გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად

ჯანმრთელობა2 days ago

აშკარა ნიშნები, რომ ორგანიზმს პარაზიტები წამლავენ

ჯანმრთელობა2 days ago

აი როგორ უნდა გამოვიყენოთ კარდამონი და ჯანმრთელობის 10 პრობლემისგან გავთავისუფლდეთ

ჯანმრთელობა3 days ago

წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნიკაპზე თმა ამის გამო მეზრდებოდა

ვიდეო3 days ago

საუკეთესო ნატურალური საშუალება თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა3 days ago

გაიგეთ ართრიტის 5 ნაადრევი სიმპტომის შესახებ და სახსრების დეფორმაციის თავიდან აცილებას შეძლებთ

ჯანმრთელობა5 days ago

7 პროდუქტი რომელიც ნიკოტინის გამოდევნას აჩქარებს

ჯანმრთელობა5 days ago

“მუმიე: “ღმერთების ნექტარი” ჰიმალაის მთებიდან

სახლი და დიზაინი5 days ago

სამზარეულოს რადიკალურად შეცვლა მხოლოდ ფარდების დახმარებით

ჯანმრთელობა2 weeks ago

ონკოლოგი ვარ და აი, 5 რამ, რასაც დაუყონებლივ გავაკეთებდი სიმსივნე რომ აღმომიჩინონ

სხვა4 weeks ago

კარი 1000 წელიწადში ერთხელ იღება: წინ ყველა ქალბატონისთვის უნიკალური დღე გველის

ჯანმრთელობა4 weeks ago

ბიბლიიდან აღებული რეცეპტი, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

გაზები კუჭსა და ნაწლავებში: მიზეზები, სიმპტომები, რისკები და რჩევები მათ გასაქრობად და თავიდან ასაცილებლად

ვიდეო2 weeks ago

აი, რა მოხდება ორგანიზმში, თუ ცხელი ლიმონის წვენის დალევას დაიწყებთ

ჯანმრთელობა6 days ago

მენოპაუზა: რა უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქალმა

ჰოროსკოპი2 weeks ago

ზეციური ნიშნები: რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქები კაცებსა და ქალებში?

სხვა4 weeks ago

როდესაც დედას კარგავ, მასთან ერთად კარგავ სულის ნაწილს…

ჯანმრთელობა3 weeks ago

ადამიანების 90%-ს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათ ავიტამინოზი აქვთ! აი, 10 მთავარი ნიშანი

თავის მოვლა1 week ago

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა სხეულზე ჩვეულებრივი იოდის დახმარებით

ტრენდული