Connect with us

ჰოროსკოპი

აი, როგორ გამოიყურება იდეალური სახლი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თითოეული ჩვენგანი ოცნებობს იდეალურ ადგილზე, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობს, იქნება ეს პენტჰაუსი 25-ე სართულზე თუ მოკრძალებული სახლი ტყეში.

ზოგი თავის ოცნების სახლს სანაპიროზე, პალმების ჩრდილში ხედავს, ზოგი კი მაღლა მთებში სამეფო ქვის სასახლეზე ოცნებობს.

ნახეთ, როგორ გამოიყურება ცალკეული ზოდიაქოს ნიშნის სახლი:

ვერძი

ავანტიურისტი, ბობოქარი ენერგიის მქონე ვერძს სრული შესაძლებლობის მქონე სახლში ცხოვრება სურს. ამასთან, მთავარი პირობაა, რომ დიდ ქალაქში საკუთარი საკუთრება ჰქონდეთ. ბოლო მოდით მოწყობილი სახლი ვერძის ყველა საჭიროებას უნდა აკმაყოფილებდეს.

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თავისი მგზნებარე ხასიათის მიუხედავად საკმაოდ სახლში ყოფნის მოყვარულია, რომელთაც სითბო, სიმყუდროვე და კომფორტი მოსწონს.

კურო

„ჩემი სახლი – ჩემი ციხეა“ – ეს ფრაზა კუროს კარგად შეეფერება. ისინი ოცნებობენ სახლზე დიდი მიწის ნაკვეთით, სასურველია გზიდან მოშორებით. კურო საკუთარი ხელით მუშაობასა და სახლის მოწყობაზე გიჟდება.

კუროს მოსწონს ტრადიციული, პრაქტიკული და კლასიკური სახლი და აპარტამენტი ბაღთან ერთად, რადგან მას ბუნებაში ყოფნა უყვარს.

ტყუპები

ეს აქტიური და მოუსვენარი ხალხი ყოველთვის რაღაცით დაკავებულია. თავის საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიან და ამაში დიდი ტრაგედია არაა. მათ ნათელი, ფართო, მაღალ ჭერიანი სახლი სჭირდებათ.

ინტერიერსა და ექსტერიერში ექსტრავაგანტულობას და უჩვეულობას უპირატესობას ანიჭებენ. მათ რამდენიმე საათით დასასვენებლად ჰაერის სავსე ოთახი აუცილებლად სჭირდებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბს კლასიკა, დახვეწილობა და კონსერვატიზმი უყვარს. ასტროლოგიური ესთეტიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ, თუ მათი სახლი მუზეუმს ჰგავს.

დეკორატიული ელემენტები, ძვირადღირებული ავეჯი, დახვეწილი რემონტი – ყველაფერი ეს კირჩხიბისთვის კომფორტული პირობებია. რა თქმა უნდა, კედლები ახლობელი ადამიანების სურათებით უნდა იყოს სავსე, რისთვის ყველაფერი ვერცხლით და ოქროთი ანათებს.

ლომი

ლომს თავისუფლება და სივრცე სჭირდება. მათი ოცნების სახლი იმდენად ფართოა, რომ ფიქრებში წარმოდგენაც შეუძლებელია. ამ ნიშნის წარმომადგენელი ცდილობს სიმდიდრე და ფუფუნება გარს ეხვეოდეს.

ლომისთვის აუცილებელია რომ სტუმარმა მისი დახვეწილი გემოვნება შეაფასოს. სწორედ ამიტომ, ხშირად მთელ სახლში ხელოვნების ნივთებს იპოვით.

აუცილებელი არაა, რომ ლომის სახლი ციხესიმაგრე იყოს, მაგრამ მას მაინც ისე ექცევა, როგორც სამეფო რეზიდენციას.

ქალწული

პრაქტიკული ქალწული ირგვლივ კომფორტით არის გარშემორტყმული, სახლის ირგვლივ ბაღით და ცივილიზაციის ყველა სარგებლით. მას ანტიკვარიატი უყვარს და მათი ფასი იცის. სახლში სხვადასხვა ტექნიკას ხშირად აყენებს.

ეს ნიშანი თანამედროვე გაჯეტის ყიდვის ცდუნებას ვერ უძლებს, განსაკუთრებით იმ გაჯეტებისგან, რომლებიც მას სისუფთავით უზრუნველყოფს ან ჯანსაღი საკვების მომზადებაში დაეხმარება.

სასწორი

ამ ნიშანს სტუმრების მიღება უყვარს. მას სილამაზე უყვარს და სახლში ყოველთვის ერთ სტილში აფორმებს. სასწორის სახლში ყოველთვის ბევრი ყვავილი და მცენარეა.

სასწორს მუსიკა უყვარს და მხატვრულ ნიჭს ფლობს. სწორედ ამიტომ, მათი სამყაროს ცენტრალურ ადგილს რომელიღაც ინსტრუმენტი იკავებს.

მორიელი

მორიელს მოსწონს ყველაფერი, რაც მისი „მეს“ ანარეკლს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მათი სახლი სულის სარკე უნდა იყოს.

სახლში კოლექციისთვის ადგილი აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც თავისი უნიკალურობით გამორჩეული იქნება. მაგალითად, მორიელზე შეყვარებული ადამიანების გატეხილი გულები.

ცუდი არ იქნება, თუ ამ ნიშნის სახლი ტყის ნაკვეთთან ახლოს ან მაღლა მთებში იქნება.

მშვილდოსანი

ეს ენერგიული ნიშანი ჰაერზე, მზესა და თავისუფლებაზე გიჟდება. ის ბუნებაში სახლის ქონაზე ოცნებობს, რომ ტყეში დაისვენოს, ველოსიპედით ისეირნოს და ტბაში იცურაოს.

ამ ნიშნის ტიპიურ წარმომადგენელს სახლში წიგნების ბევრი თარო სჭირდება. მშვილდოსანს სტუმრების მიღება უყვარს, ამიტომ კომფორტულ ადგილზე იზრუნებს, რომ სახლში წვეულება მოაწყოს.

თხის რქა

თხის რქას მოსწონს სახლი ისტორიული წარსულით, ხმაურის და ქაოსისგან მოშორებით. სახლს ანტიკვარიატებით და დეკორის ელემენტებით ავსებს.

ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დიდი შრომისმოყვარეა, ამიტომ სახლში ერთი ოთახი მისი კაბინეტი უნდა იყოს, სადაც ჩაიკეტება და მშვიდად იმუშავებს.

მერწყული

მერწყული პრეტენზიული არაა და შეუძლია საკუთარ სამხატვრო სახელოსნოში იცხოვროს, მაგრამ მას ყველაფერი მაღალ ტექნოლოგიურ სტილში უყვარს. თანამედროვე სახლი მინის კედლებით და გამჭვირვალე ჭერით – ისაა, რაც ექიმმა მერწყულს გამოუწერა.

სილამაზის შექმნის მოყვარულები პირად სახელოსნოსა და პერსონალურ კაბინეტზე უარს არ იტყვიან.

თევზები

თევზებს ნაზი ფერები მოსწონს, რომლებიც სახლს სიმყუდროვეს და სინათლეს მატებენ. კომფორტი, კეთილდღეობა და წესრიგი ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის იდეალური კომბინაციაა.

მათ შეეფერებათ ქალაქგარეთ სახლი – მცირე, მყუდრო და ლამაზი. მთავარია, რომ მთელი ოჯახისთვის საკმარისი ადგილი იყოს, ხოლო სახლის გვერდით საყვარელი და თავაზიანი მეზობლები ცხოვრობდნენ.

Advertisement
ყვავილები20 hours ago

9 მცენარე რომელიც ჰაერს აუმჯობესებს და სასურველია სახლში 2-3 მათგანი მაინც გვქონდეს!

საკითხავი20 hours ago

უკვე რამდენიმე წელია უთოს არ ვიყენებ. როგორ ვცხოვრობ?

ჯანმრთელობა20 hours ago

ნაწლავის მსუბუქი გამწმენდი. რეცეპტი რომელიც ძალიან ეფექტურია!

ჯანმრთელობა2 days ago

როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან

საკითხავი3 days ago

ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა

თავის მოვლა3 days ago

„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ

საკითხავი3 days ago

რისგან შედგება კარტოფილი ფრი? გაიგეთ სიმართლე!

ჯანმრთელობა3 days ago

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

ჯანმრთელობა3 days ago

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ჰოროსკოპი4 days ago

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ჯანმრთელობა4 weeks ago

კვირაში ერთხელ ფეხები ძმარში ჩააწყვეთ – თქვენი ყველა დაავადება გაქრება

სხვა1 week ago

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა2 weeks ago

სიმსივნის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც მოხუცმა ბაბუამ მომცა. ღირებული მეთოდი მთელ სხეულს კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

საკითხავი4 weeks ago

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სხვა3 weeks ago

სიროფი რომელიც თქვენს მხედველობას, სმენას და მეხსიერებას დაეხმარება, ასევე მუცელსაც გაათავისუფლებს ცხიმისგან!

ჯანმრთელობა5 days ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია6 days ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა3 weeks ago

იაპონელი გასტროენტეროლოგი “შეწყვიტეთ ტონობით აბების მიღება, კარგი ჯანმრთელობისთვის ეს სულაც არ არის საჭირო”

ტრენდული