Connect with us

თავის მოვლა

აი, როგორ გამოვიყენოთ ვიტამინი „ახალგაზრდობა და სილამაზე“ ასაკობრივი ნაოჭების და კანის დეფექტის წინააღმდეგ

აი, როგორ გამოვიყენოთ ვიტამინი „ახალგაზრდობა და სილამაზე“ ასაკობრივი ნაოჭების და კანის დეფექტის წინააღმდეგ

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) – სახის კანის ჯანმთელობის და სილამაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. მას ახალგაზრდობის და სილამაზის ვიტამინს უწოდებენ. ასე სამკურნალო თვისებების გამო უწოდებენ, რადგან ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედების რეგენერაციის და შეცვლის პროცესს ასტიმულირებს, კანის დაბერებას აფერხებს, მის სილამაზეს ინარჩუნებს, ნაოჭებს ასწორებს და ლიფტინგის ეფექტს იძლევა.

E ვიტამინი განსაკუთრებით ქალის ჯანმრთელობისთვის არის შეუცვლელი. ნამდვილად, ის პრაქტიკულად ქალი ორგანიზმის ყველა სისტემაზე გავლენას ახდენს: სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, წვრილ ნაოჭებს ასწორებს, რეპროდუქციული ფუნქციები ნორმაში მოჰყავს, სისხლძარღვებს აძლიერებს, ქიმიკატების მოქმედებას ანეიტრალებს და იმუნიტეტს აუმჯობესებს.

დღეს გიამბობთ, E ვიტამინი სახლის კოსმეტოლოგიაში სწორად და ეფექტურად როგორ გამოიყენოთ. რამდენიმე იაფი სააფთიაქო კაფსულა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები ეფექტურ შედეგს მოგცემთ, რომელიც შეგიძლიათ ძვირადღირებული მედიკამენტების გამოყენებას შეადაროთ.

E ვიტამინი კანისთვის

ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობა გარეგნულ მხარეზე აისახება: ნაოჭები და ჩაღრმავებები ჩნდება, კანი აქერცლილი, ტუჩები კი დახეთქილი ხდება.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ვიტამინების უდიდესი ნაწილი კანში სისხლიდან და საკვების მომნელებელი ორგანოებიდან ხვდება. თუ თქვენ ტოკოფეროლის დეფიციტი გაქვთ, პირველ რიგში რაციონის კორექტირება სცადეთ, რომ ვიტამინი ორგანიზმმა ნატურალური სახით, საკვები პროდუქტებიდან მიიღოს.

E ვიტამინმა მაქსიმალური სარგებელი რომ მოგცეთ, დღის პირველ ნახევარში ცხიმიან საკვებთან ერთად მიიღეთ. ვიტამინს მხოლოდ წყალი უნდა მიაყოლოთ. ათვისების პროცესს შეიძლება ყავამ, რძემ და წვენმა ხელი შეუშალოს. ვიტამინების კურსის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

E ვიტამინი თითქმის ყველა კრემში შედის, რომლებიც კანის დაბერებას აფერხებენ. ასე რომ სახლის პირობებში რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? ახალ ნატურალურ პროდუქტებში საკმარისი რაოდენობის E ვიტამინია, მაგრამ ზოგჯერ სახეზე კონცენტრირებული ვიტამინის ნიღბის გაკეთება სასარგებლოა.

სახის ნიღაბი E ვიტამინით

სახლის ნიღბები E ვიტამინით 40-45 წლის ქალებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ჩამოწეული ნაოჭებიანი სახის კანი გაახალგაზრდავონ, ასევე პრობლემური მშრალი ან ცხიმიანი კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი გამოყენების შემდეგ სახის ფერი უფრო თანაბარი გახდება, სიყვითლე გაქრება, ხოლო ნაოჭები ნელ-ნელა გასწორდება.

სანამ E ვიტამინის სახლის პირობებში გამოყენებას ისწავლით, მისი სააფთიაქო ფორმის ერთ-ერთი ვარიანტი უნდა შეარჩიოთ. თითოეული შეიძლება სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის მთავარი ინგრედიენტი გახდეს.

1.E ვიტამინი შეგიძლიათ კაფსულებში შეიძინოთ ლამაზ ნახევრად გამჭირვალე ქარვის ფერში, რომლის შიგნით ზეთოვანი სითხე არის. ჩვეულებრივ კაფსულას სუფთა ნემსით ხვრეტენ, სამკურნალო ზეთი გამოაქვთ და მას კოსმეტიკურ ნიღბებში იყენებენ.

2.ზეთოვანი 50%-იანი ხსნარი, სამედიცინო ენაზე მას ალფა-ტოკოფეროლ აცეტატს უწოდებენ. ეს სამკურნალო ფორმა გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე კაფსულა, რადგან არავის გახვრეტა და გამოწურვა აუცილებელი არაა.

3.ტოკოფეროლო თხევადი სახით (ამპულებში) ასევე ძალიან მოსახერხებელია გამაახალგაზრდავებელ კოსმეტიკური საშუალებებში გამოსაყენებლად.

გამოყენების ინსტრუქცია

თუ E ვიტამინი უკვე ხელთ გაქვთ, სასწაულ მოქმედი ნიღბის მომზადებისთვის მოემზადეთ, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

1.ნაყიდი სითხე მაჯაზე შეიზილეთ და კანის რეაქციას დაელოდეთ. საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ ქავილი ან სიწითლე არ გექნებათ.

2.სამკურნალო მცენარეების ორთქლში სახის კანის ფორები გახსენით.

3.გაფართოებული ფორები სკრაბით გაიწმინდეთ.

4.ვიტამინების ნარევის საკმაოდ სქელი ფენა მასაჟური მოძრაობით წაისვით, ამასთან ეცადეთ თვალის ირგვლივ კანს მოერიდოთ.

5.ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ.

6.შემდეგ თბილი წყლით, რძით ან სამკურნალო მცენარეების ნაყენით ჩამოიბანეთ.

7.ყოველდღიური კრემი წაისვით.

8.ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ.

9.10 პროცედურის შემდეგ 2 თვიანი შესვენება გააკეთეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი E ვიტამინით – სწრაფი, მარტივი და წარმოუდგენლად ეფექტურია. ნაოჭები უკვე პირველი პროცედურის შემდეგ გასწორებას დაიწყებს, ხოლო 5-6 პროცედურის შემდეგ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი თვალშისაცემი იქნება.

ნიღბის რეცეპტები

ტოკოფეროლზე დაფუძნებული ნიღბები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. 20-30 წლის ასაკში ის თვალის ირგვლივ კანის უჯრედების დესტრუქციას და ნაადრევ დაბერებას აფერხებს.

30-40 წლის ასაკში ქუთუთოებზე ნაკეცებს, თვალის ირგვლივ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, მუქ წრეებს და თვალის ქვეშ უბეებს ებრძვის. 40 წლის შემდეგ ტოკოფეროლი კანის დაჭიმვას ხელს უწყობს და სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების განვითარებას აფერხებს.

1.E ვიტამინი გლიცერინთან ერთად

სახლში მომზადებული სახის ნიღაბი E ვიტამინით და გლიცერინით დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა. კოსმეტოლოგები მას მშრალი კანის მფლობელებს ურჩევენ.

10 კაფსულა ტოკოფეროლის ზეთი გლიცერინის (25-30მლ) ფლაკონში ჩაასხით, კარგად აურიეთ. ბნელ ადგილას შეინახეთ. გამოიყენეთ რამდენიმე პროცედურისთვის.

2.E ვიტამინი ალოესთან ერთად

ცნობილია, რომ ალოე ვერას კანის უჯრედების აღმდგენი თვისებები აქვს. თუ მას E ვიტამინთან ერთად გამოიყენებთ, შედეგი უბრალოდ გასაოცარი იქნება. გირჩევთ 1 ჩ/კ ალოე ვერას გელი 2 კაფსულა E ვიტამინის ზეთს აურიოთ.

ნარევი სუფთა კანზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და ცოტა ქოქოსის ან ნუშის ზეთი წაისვით. სასურველია საღამოს, ძილის წინ გამოიყენოთ.

3.E ვიტამინი, იოგურტი, ლიმონის წვენი და თაფლი

E ვიტამინის 3 კაფსულის ზეთი, 1 ს/კ იოგურტი, 1 ჩ/კ თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი კარგად აურიეთ.

წრიული მასაჟური მოძრაობით სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ და ნუშის ზეთი ან დამატენიანებელი კრემი წაისვით.

თუ ნაოჭების სწრაფად და ეფექტურად მოშორება, კანის დაბერების პროცესის შეფერხება გსურთ E ვიტამინი აუცილებლად გამოიყენეთ. ეს ნამდვილად მოქმედი სააფთიაქო საშუალებაა, რომელსაც მინიმუმი უკუჩვენება და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. E ვიტამინი თქვენს კანს მცირე დროში ჯადოსნურად გარდაქმნის.

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან

საკითხავი1 day ago

ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა

თავის მოვლა1 day ago

„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ

საკითხავი1 day ago

რისგან შედგება კარტოფილი ფრი? გაიგეთ სიმართლე!

ჯანმრთელობა1 day ago

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

ჯანმრთელობა1 day ago

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ჰოროსკოპი2 days ago

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

თავის მოვლა2 days ago

თმის სიკაშკაშე, ფერი და სიძლიერე  შინაური, ბალახეული შამპუნების მეშვეობით!

საკითხავი3 days ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 days ago

როგორი იქნება 2020 წელი?! აღმოსავლური ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ჯანმრთელობა3 weeks ago

კვირაში ერთხელ ფეხები ძმარში ჩააწყვეთ – თქვენი ყველა დაავადება გაქრება

სხვა1 week ago

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა1 week ago

სიმსივნის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც მოხუცმა ბაბუამ მომცა. ღირებული მეთოდი მთელ სხეულს კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

საკითხავი4 weeks ago

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სხვა3 weeks ago

სიროფი რომელიც თქვენს მხედველობას, სმენას და მეხსიერებას დაეხმარება, ასევე მუცელსაც გაათავისუფლებს ცხიმისგან!

ჯანმრთელობა3 days ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია5 days ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა2 weeks ago

იაპონელი გასტროენტეროლოგი “შეწყვიტეთ ტონობით აბების მიღება, კარგი ჯანმრთელობისთვის ეს სულაც არ არის საჭირო”

ტრენდული