ყვავილები
აი, რაში უნდა დაალბოთ ხახვის თესლი, რომ პატარა მუჭისგან მთელი ტომარა მიიღოთ
თესლიდან ხახვის გაზრდა ორ ეტაპად ხდება: პირველ წელს თავად თესლი მოყავთ, ხოლო მეორე წელს სრულყოფილი მოსავალი, დიდი თავის მქონე ხახვი.
ძალიან ხშირად პირველ ეტაპს ვტოვებთ და უკვე მზა თესლს ვყიდულობთ. თუმცა დარგვამდე გარკვეული პროცედურის ჩატარება მაინც საჭიროა.
თესლის დალბობა მოსავალს რამდენჯერმე გაზრდის. ხსნარების გამოყენება მცენარის იმუნიტეტს გაზრდის.
ხალხური საშუალებების მთელი კომპლექსი არსებობს, რომლითაც დარგვამდე თესლის დამუშავებას შეძლებთ. თითოეული თავისებურად ეფექტურია. მოვიყვანოთ მაგალითები.
ხახვის თესლი
როგორ დავამუშაოთ ხახვის თესლი დარგვამდე? უბრალოდ, 40 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში 10 წუთით დალბობაც კი დეზინფიცირების ეფექტს იძლევა. სჯობს, არა გამდინარე, ქლორის შემცველი წყალი, არამედ ჭის წყალი გამოიყენოთ.
კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი კარგ დეზინფიცირებას გაუკეთებს. მასში 15 წუთით დალბობა საკმარისია.
უფრო რადიკალური გავლენა აქვს ნატურალურ, მაგრამ ნაყიდ საშუალებას „ეპინ-ექსტრას“. ეს ბიომასტიმულირებელი საშუალება მომწიფებას აჩქარებს.
ხახვის კარგი განვითარებისთვის 1 ვედრო წყალში 1 ს/კ სეზონური მინერალური სასუქი აურიეთ და მასში თესლი მთელი დღით დაალბეთ.
დასარგავი მასალის დეზინფიცირებისთვის მარილიანი ხსნარიც კარგი საშუალებაა. 1 კგ მარილი ნახევარ ვედრო თბილ წყალში გახსენით. 2 საათით დალბობაც საკმარისი იქნება. ამის შემდეგ ხახვს სოკო და ბუზი არ გაეკარება.
სპილენძის სულფატის სუსტ ხსნარში (1 ჩ/კ 1 ვედრო წყალში) ხახვის თესლის დალბობა დამცავ ძალებს ააქტიურებს.
ხახვის ზრდას გვარჯილა ხელს უწყობს. 1 ვედრო ცხელ წყალს 2 ს/კ გვარჯილა დაუმატეთ. მასში თესლი მხოლოდ 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ უფრო სწრაფად გაღვივდება.
და ბოლოს, ფერფლი. სათესლე მასალის მასში დალბობა აუცილებელი არაა. შეგიძლიათ დარგულ თესლს ფერფლი, შემდეგ კი მიწა მოაყაროთ. ამ მეთოდით სასუქი ხახვს ლპობისგან დაიცავს.
როგორ დავრგოთ ხახვის თესლი?
ხახვი მაისში უნდა დარგოთ, როცა მიწა უკვე გამთბარია. მოსავლის როტაციის წესები დაიცავით, ერთსა და იმავე ადგილას ხახვი მხოლოდ 3 წლის შემდეგ დარგეთ.
მცირე ზომის ორმოს აკეთებენ, მასში თესლს ისე რგავენ, რომ თესლის ქვედა ნაწილი ტენიან ნიადაგში იყოს, ხოლო ზედა თავი ნიადაგის გასწვრივ. ეს დაახლოებით 2-3 სმ-ია.
რიგებს შორის ოპტიმალური დაშორება 20 სმ, ხოლო თავად თესლებს შორის 8-10 სმ-ია.
დარგვის შემდეგ სასურველია ტორფი ან ნახერხი მოაყაროთ, რომ ტენიანი ზედა ფენა დიდხანს შეინარჩუნოთ.
პირველი ზედა ფოთლების გამოჩენისთანავე რეკომენდებულია წყალში გახსნილი (1:1 თანაფარდობა) ქერიფქლით გამოკვებოთ. შემდეგ ყურადღება მიაქციეთ, რომ სარეველები არ გამრავლდეს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.