Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რატომ არის აუცილებელი ქალბატონებისთვის (40 წლის შემდეგაც) კუნთების გაწელვა კვირაში რამდენჯერმე მაინც

მოქნილი სხეული – ყველა ქალბატონის ოცნება და მამაკაცების ფანტაზიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი. ე.წ. “სტრეჩინგი” დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ისევე როგორც ცხოვრების ჯანსაღი სტილი. არსებობს მოსაზრება, რომ შუახნის ასაკში შპაკატში ჯადომისა და ხიდზე დადგომის სწავლა შეუძლებელია, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი გამოცდილი ინსტრუქტორი დაგიდასტურებთ, რომ 40 წლის შემდეგაც კი ძალიან მარტივია სხეულისთვის საოცარი მოქნილობის მინიჭება, თუ სათანადო მონდომებას გამოიჩენთ და მიზნის მისაღწევად ძალებს არ დაიშურებთ.

კუნთების გაწელვა

1. ზამბარისებური მოძრაობები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა კუნთების გაწელვისას – ზამბარისებური მოძრაობებია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც კუნთები სათანადოდ გახურებული არ არის. ზამბარისებური მოძრაობების შესრულება არ შეიძლება, რადგან გაგვეხეს კუნთი და დაგვიზიანდეს მყესები. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ კუნთს დაძაბულ მდგომარეობაში 10-15 წამით გააჩერებთ, შემდეგ კი მოდუნდებით.

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ვარჯიშებიც, რომელთა შესრულების დროს მსუბუქად წინ და უკან გადახრა აუცილებელია. მათ შესრულებამდე აუცილებლად კარგად უნდა გავახუროთ კუნთები. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ასეთი ვარჯიშებით კარდიო ან ძალოსნური ვარჯიშების შესრულების შემდეგ დავკავდებით, როდესაც სხეულის ყველა კუნთი სათანადოდ გახურებულია.

2. შუახნის ასაკში კუნთების გაწელვა გვიჭირს და მტკივნეულია

ამ შემთხვევაში ასაკს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მომზადებაა. რა თქმა უნდა, ტანმოვარჯიშის დონის მიღწევას 50 წლის ასაკში ვეღარ შევძლებთ, თუმცა სხეულისთვის მოქნილობის მინიჭება გვიანი არასდროს არის. დიახ, თქვენ დიდი შრომა და რეგულარულად ფიზიკური ვარჯიშების შესრულება მოგიწევთ, თუმცა მერწმუნეთ, შედეგი ამად ნამდვილად ღირს. მოქნილი სხეული არა მხოლოდ უფრო ლამაზი და მიმზიდველია, არამედ მთელი სხეულის ჯანმრთელობის საწინდარიცაა.

3. ორსულობის დროს კუნთების გაწელვა არ შეიძლება

თუ თქვენი ექიმი ასეთი ვარჯიშების შესრულებას არ გიკრძალავთ, რადგან ეს შეიძლება უკუჩვენებითი აღმოჩნდეს კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში, კუნთების გაწელვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. დამტკიცებულია, რომ რეგულარულად ასეთი ვარჯიშების შესრულებით, მშობიარობის პროცესი გაცილებით მარტივად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობას, ხოლო ბავშვის გაჩენის შემდეგ მთელი სხეული უფრო სწრაფად აღდგება და ჯანსაღდება. სწორედ ამიტომ, გაიწელეთ რაც შეიძლება ხშირად!

4. შუახნის ასაკში შპაკატში ჩაჯდომა შეუძლებელია

რა თქმა უნდა, იდეალური ასაკი შპაკატში ჩაჯდომის სწავლისთვის 3-დან 8 წლამდეა, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ 40 წლის შემდეგ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამ პროცესმა შეიძლება ნახევარ წელსაც კი გასტანოს, თუმცა საჭირო მონდომების შემთხვევაში თქვენ საწადელს აუცილებლად მიაღწევთ. მინდა აქვე გითხრათ, რომ კარგი გაწელვა, მათ შორის შპაკატში ჩაჯდომაც, ძალიან სასარგებლოა ქალბატონების ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის.

ჯერ კიდევ მედიცინის განვითარებამდე კაცობრიობამ კარგად იცოდა, თუ რამდენად სასარგებლოა რეგულარულად კუნთების გაწელვა და სხეულისთვის მოქნილობის მინიჭება. როგორც უკვე გითხარით, გარდა იმისა, რომ მოქნილი სხეული გაცილებით ლამაზი და მიმზიდველია, ის ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

თუ გსურთ, სიმხნევე, სილამაზე და კარგი ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ, შეარჩიეთ თქვენთვის ვარჯიშების ოპტიმალური ვარიანტები და შეუდექით რეგულარულად კუნთების კარგად გაწელვას. გახსოვდეთ, სიბერე არა მხოლოდ ციფრები, არამედ ის არის, თუ როგორ გრძნობთ თავს!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.