Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ქვა ჯადოსნური გამოსახულებით და ნახეთ, რა მოგიმზადათ ბედმა

დღეს ერთ–ერთ უჩვეულო ტესტს გთავაზობთ. ტესტში მოცემულია ქვები სიმბოლოებით. თითოეული სიმბოლო რამდენიმე რუნისგან შედგება. ჯადოსნური სიმბოლოს მქონე ქვის არჩევის შემდეგ წაიკითხეთ იმქვეყნიური სამყაროს სულების შეტყობინება. თქვენ გაიგებთ, რა მოგიმზადათ ბედმა უახლოეს მომავალში.

ჯადოსნური ქვა № 1

ეს სიმბოლო შედგება 3 რუნისგან: ალგიზი („ცხენ–ირემი“), ურუზი („დომბა“) და ტივაზი („ტური“). ბედი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს გაძლევთ. სწორ გზაზე ხართ და სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ. ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ. თქვენ ეს შეგიძლიათ.

ჯადოსნური ქვა № 2

ეს ჯადოსნური ნიშანი შედგება 2 რუნისგან: ნაუდიზი („საჭიროება“) და ანსუზი („ღმერთი“). თქვენ გელოდებათ გამოცდა. ბედი თქვენი გამძლეობის და მოთმინების გამოცდას აპირებს. ასე უფრო ჭკვიანი გახდებით და ცხოვრების დანიშნულების პოვნას შეძლებთ. წილად გერგოთ ამ ქვეყანაში კვალის დატოვება, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ცხოვრებაში გამოცდების ზრდით ბედი პიროვნების ხასიათის შეცვლას ცდილობს. შესაძლოა, ადრე მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდით. დრო მოვიდა, მიხვდეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ყველაფერი „ერთ მთლიანს“ წარმოადგენს.

ჯადოსნური ქვა № 3

ეს სიმბოლო შედგება 2 რუნისგან: ინგუზი („ინგვი“) და ალგიზი („ცხენ–ირემი“). თქვენ მიიღებთ კარგ ამბავს, კეთილ სიახლეს. თქვენ ყველაფერში გაგიმართლებთ და ჩანაფიქრები წარმატებით განხორციელდება.