Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ქვა და თქვენს შესახებ გიამბობთ

ფსიქოლოგებში არსებობს ტერმინი – ემპათია, რაც რაიმე ნივთთან ან ობიექტან კავშირის უნარს ნიშნავს. ეს არჩევანი ადამიანის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.

წამიერმა მოდამ და სარეკლამო რგოლებმა თქვენზე გავლენა არ უნდა იქონიოს. მხოლოდ საკუთარ გრძნობებს და შეგრძნებებს მოუსმინეთ.

ქვები სხვა ობიექტებზე უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ენერგიას, რომელიც დამუშავების დროს ადამიანთან შეხებისთანავე წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ, ძვირფასი ქვების ჯადოსნური ძალის რწმენა უკვე ათასობით წელია არსებობს.

1. მარგალიტი

თუ მარგალიტი აირჩიეთ, თქვენ ამაყი და ღირსების მქონე ადამიანი ხართ. ბრძენი ხართ, სხვებს ხშირად ეხმარებით და სახლში ყოველთვის იდეალური წესრიგი სუფევს. მშვიდი, კეთილი ხართ და ყოველთვის ფიქრობთ, სანამ რამეს იტყვით. მარგალიტის არჩევა შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ.

2. ლალი

თუ ლალი მოგწონთ, თქვენ ვნებიანი, ენერგიული და მხიარული ადამიანი ხართ. ტალღის დასაპყრობად ყოველთვის მზად ხართ და ზუსტად იცით, თუ სისხლის ასადუღებლად რა გააკეთოთ. უამრავი ენერგია გაქვთ, მაგრამ უმეტესობას უაზრო წვრილმანებში ხარჯავთ.

3. ბრილიანტი

თუ არჩევანი ალმასზე შეაჩერეთ, თქვენ ძლიერი, შეუპოვარი და ამაყი ადამიანი ხართ. ხალხს სასიცოცხლო ენერგიით მუხტავთ. თქვენ უშიშარი, გაბედული ადამიანი ხართ. თქვენთვის მთავარ ღირებულებას ყველაფერი ახალი და ახალი თავგადასავლები წარმოადგენს.

4. ცისფერი ტოპეზი

ადამიანები, რომლებიც ამ ქვას ირჩევენ, ჩვეულებრივ მშვიდი და გაწონასწორებულნი არიან. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ „მათთვის მნიშვნელობა არ აქვს“. ნამდვილად, მათ ცხოვრებით მთლიანად და მისი წვრილმანებით სიამოვნების მიღება შეუძლიათ. თქვენი ენერგია სხვებზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, ხოლო თქვენი კომუნიკაციური უნარი შეუდარებელია. ეს უნარი ცხოვრებაში არა ერთხელ დაგეხმარათ.

5. პერიდოტი

თუ ეს ქვა აირჩიეთ, თქვენთვის მთავარია ჭეშმარიტი „მეს“ და ჰარმონიის პოვნა როგორც სხვებთან, ასევე შინაგან მესთან. პერიდოტი იდუმალებით მოცული და იშვიათი ქვაა. მას მიწაში ან ჩვენს პლანეტაზე ჩამოცვენილი მეტეორიტების ზედაპირებზე ნახულობენ. როგორც ქვა, თქვენც იშვიათი და ძვირფასი ხართ.

6. აკვამარინი

სავარაუდოდ, ოკეანე ძალიან გიყვართ. ცხოვრებაში ყველა გიცნობთ, როგორც ძალიან თანამგრძნობს ადამიანს, რომელსაც მოსმენის უნარი გააჩნია. ამასთან ენერგიული ხართ და ახალი შთაბეჭდილებების მიღება გსურთ. საკუთარ პრობლემებს უფრო გულგრილად ეკიდებით, ვიდრე სხვების განცდებს.

დარწმუნებული ხართ, რომ კარგად ცხოვრება მხიარულად და კმაყოფილებით ყოფას ნიშნავს. მოწყენილობა – ისაა, რაც ზოგჯერ სუნთქვაში ხელს გიშლით.

7. ტანზანიტი

ეს ქვა მგრძნობიარე და ვნებიან ადამიანებს უყვართ. დიდი მოთხოვნილება გაქვთ, რომ გიყვარდეთ და უყვარდეთ. ასევე წარმოუდგენელი ინტუიცია გაგაჩნიათ. მას ხშირად ენდეთ. თქვენი ინტუიცია იშვიათად ცდება.

8. ციტრინი

თუ ციტრინი მოგწონთ, თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ: „პიკანტური ხუმრობა“. ამასთან შეგიძლიათ თბილი და კეთილი იყოთ. თქვენ სამსახურსა და ოჯახში იდეალური პარტნიორი ხართ. ბევრისთვის სინათლის სხივი ხართ.

9. ვარდისფერი ტურმალინი

ასეთ ქვას რბილი და მგრძნობიარე ადამიანი ირჩევს. როგორც წესი, გულწრფელი და ცოტა გულუბრყვილო ხართ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი ხართ. თუ ამ ქვას გახეხავთ ან გაახურებთ, ის ელექტროობას გამოასხივებს. იგივე თქვენც გეხებათ. საკუთარი თავიდან თქვენი გამოყვანა ძნელია, მაგრამ თუ ასე მოხდება – უფრთხილდით!

10. ამეთვისტო

თქვენ ცოცხალი და ჭკვიანი ადამიანი ხართ. ენერგიას და თავდაჯერებულობას ასხივებთ. არაფერია, რასაც თქვენი გზის დაბრკოლება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცხოვრებიდან სიამოვნების მიღება ძალიან გიყვართ, ასევე შესანიშნავი მშობელი ხართ.

Advertisement
ვიდეო18 hours ago

აი, როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი შინაურული საშუალების დახმარებით

თავის მოვლა21 hours ago

ნატურალური პროდუქტი: რეჰანი აკნეს წინააღმდეგ და ნუშის პილინგი საკუთარი ხელით

ჯანმრთელობა21 hours ago

დასრისეთ ბანანი, შემდეგ დაუმატეთ 2 უბრალო ინგრედიენტი! ეფექტური შინაურული რეცეპტი ხველის წინააღმდეგ

მოდა და სტილი24 hours ago

როგორ შევარჩიოთ თმის ფერი ცისფერი თვალებისთვის

მოდა და სტილი24 hours ago

მანიკიური სახლში: საუკეთესო აღმოჩენები ალიექსპრესიდან ფრჩხილების მოსავლელად და დიზაინისთვის

ჯანმრთელობა24 hours ago

ფრჩხილის ცვლილება შეიძლება დაავადების განვითარების შესახებ 8 გაფრთხილებას გაძლევდეთ

თავის მოვლა2 days ago

ასე გააკეთეთ და ქუსლებზე ნახეთქებსა და კოჟრებს მხოლოდ 10 დღეში მოიშორებთ

ჯანმრთელობა2 days ago

დავლიოთ თბილი ლუდი, თუ ვისუნთქოთ კარტოფილის ორთქლი: ხალხური საშუალებები გაციების წინააღმდეგ

ჰოროსკოპი2 days ago

ვენერა მშვილდოსანში: უსიამოვნებების დასასრული კუროსთვის და არც თუ ისე იოლი პერიოდი კირჩხიბებისთვის

ჯანმრთელობა2 days ago

რძე სუნელებით – ყველაზე სასარგებლო სასმელი შემოდგომაზე

კულინარია3 weeks ago

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

თავის მოვლა2 weeks ago

ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი

ვიდეო3 days ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ჯანმრთელობა1 week ago

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ვიდეო2 weeks ago

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ყვავილები3 weeks ago

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

საკითხავი4 weeks ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2020 წლის ჰოროსკოპი: აი, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სხვა1 week ago

როგორ ანაცვლებს სოდა თითქმის ყველა ძვირფას საშუალებას

ტრენდული