Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კარი ფოტოზე და ჩვენ მცირედს მოგიყვებით თქვენი მომავლის შესახებ

ენდობით თუ არა ვიზუალურ ტესტებს, ეს უჩვეულო ტესტი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი პიროვნების ფარული მისწრაფებების გასაგებად.

უბრალოდ შეხედეთ ფოტოზე გამოსახულ 8 კარს. რომელ მათგანში მოგინდათ ყველაზე მეტად შესვლა? ეცადეთ, არ დაფიქრდეთ – უბრალოდ ინტუიციას მიჰყევით. მას შემდეგ, რაც კარს აირჩევთ, გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, თუ რას ამბობს კარი თქვენ შესახებ.

  1. თქვენ უბრალო რაღაცებს ითხოვთ. ეძებთ სიმშვიდეს, განმარტოებას, ტკბებით დროის იმ მონაკვეთით, რომელსაც მარტოობაში ატარებთ. როცა სხვებთან ერთად ხართ, გირჩევნიათ, რომ ყველაფერი ოჯახურ გარემოში ხდებოდეს – მხოლოდ მეგობრებისა და ახლო ნათესავების წრეში. იცით, რაც მოგწონთ და სასურველს განსაკუთრებული შრომის გარეშე აღწევთ. ტკბებით უბრალოებით. თქვენ მისდევთ დრამისგან თავისუფალ ცხოვრებას, თუმცა ეცადეთ, მეტისმეტად მოსაწყენი არ გახდეთ.
  2. თქვენ გამდიდრება გიწერიათ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გულმოდგინედ იმუშავებთ. კიბიანი სახლის არჩევით, თქვენ ქვეცნობიერად ეძებთ გზას, რომელიც ზემოთ მიდის. არ გეშინიათ სიმაღლეზე ასვლა და ამისთვის სხვადასხვა წინააღმდეგობას გადალახავთ. წარმატებისკენ მისწრაფება თქვენი მთავარი კოზირია!
  3. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. თქვენ გაქვთ მიდრეკილება სიუცხოვის მიმართ და, მიუხედავად იმისა, რომ თავგადასავლების შეგრძნება საბოლოო ჯამში გაამართლებს, საშიში გზით ივლით. სახანძრო ჰიდრანტი შესაძლო საფრთხის სიმბოლოა, თუმცა ის, რაც კარის მეორე მხარესაა, უცნობია. შესაძლოა, დროა, ცოტა სიფრთხილე გამოიჩინოთ. 26 რიცხვი კარის თავზე მნიშვნელოვანი რიცხვია ბევრი იუდეო-ქრისტიანისთვის, რამდენადაც იგი ღმერთის სიმბოლოა. მაშინაც კი, თუ რისკიან გზაზე დადიხართ, ღმერთი თქვენ გმფარველობთ.
  4. თუ ეს კარი აირჩიეთ, საბრძოლველად მზად ხართ. იქნება ეს იურიდიული ბრძოლა ძალაუფლებისთვის, თუ სამსახურში დაწინაურების მოლოდინი, თქვენ გადადგით ნაბიჯები, რაც აუცილებლად გაამართლებს. წითელი ძალის სიმბოლოა, ისევე, როგორც სასახლის კედლები.
  5. თუ ეს კარი აირჩიეთ, ყველაფერი წესრიგში იქნება. თქვენ ეძებთ რაღაც კომფორტულსა და მშვიდს. შესაძლოა, რთული პერიოდი გამოიარეთ პროფესიულ ან პირად ცხოვრებაში. თქვენ იმ ადამიანთა გარემოცვაში უნდა იყოთ, რომლებიც თქვენი ერთგული არიან და უყვარხართ უანგაროდ. თუ ბოლო დრო თქვენთვის რთული იყო, სიამოვნება ეძებეთ იმაში, რაც იცით და გინდათ.
  6. ბოლო დროს, თავს დაღლილად გრძნობთ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენში საკმარისი ოპტიმიზმია საკუთარ თავთან გასამკლავებლად. რთული პერიოდი მალე წარსულს ჩაბარდება, თუმცა თქვენ ცოტა უფრო შორს უნდა წახვიდეთ. ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეთ “სინათლეს გვირაბის ბოლოს”, თუმცა ხედავთ მას. თუ ნათელი მომავალი ძალიან შორს გეჩვენებათ, არ დანებდეთ, გააგრძელეთ სვლა.
  7. მოემზადეთ ქაოსისთვის, ამას ვერაფერს მოუხერხებთ! არ იცით, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი. მოგწონთ, გინებაში რამდენიმე ვარიანტის განხილვა და გინდათ ყველა კარში გავლა. არ ემზადებით მოულოდნელი სიურპრიზებისთვის. როცა რაღაც მოულოდნელი წინააღმდეგობა გზად გადაგეღობებათ, უბრალოდ მოემზადეთ კიდევ ერთი კარის გასაღებად.
  8. თქვენ განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ტიპის ადამიანი ხართ და, მართალია, ცნობისმოყვარეობა ღუპავს კატას, თქვენთან იგი, ჩვეულებრივ, ამართლებს. არსებობს დიდი საფრთხე გაუფრთხილებელსა და ცნობისმოყვარეს შორის, თუმცა, თქვენ განსხვავება იცით. გიყვართ გარისკვა, თუმცა უნდა გახსოვდეთ შედეგების შესახებაც. თუ რაღაც სწორედ ახლა ჩაიფიქრეთ, გააკეთეთ ეს!