Connect with us

ტესტები

აირჩიეთ გზა და ჩვენ გეტყვით, ცხოვრების რომელ გზას ადგახართ

ეს ტესტი ავლენს თქვენი ქვეცნობიერის მიერ არჩეულ გზას. მის გასავლელად, დახურეთ ოთახის კარი, გამორთეთ ყველა მოწყობილობა, რომელიც უსარგებლო ხმას გამოსცემს.

ამის შემდეგ ჩართეთ ეს ვიდეო

დახუჭეთ თვალები, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დატკბით ტყის ხმებით.

როცა იგრძნობთ, რომ მზად ხართ, გაახილეთ თვალები და აირჩიეთ ერთ-ერთი ბილიკი.

შეჩერდით იმ ვარიანტზე, რომელიც პირველივე დანახვისას “თქვენი” იქნება, სანამ არჩევნის გააზრებას დაიწყებდეთ.

1. თქვენ რბილი, ჩაფიქრებული ხასიათი გაქვთ. ტკბებით სილამაზით, ხშირად ფილოსოფოსობთ და დიდ ყურადღებას უთმობთ იმას, რომ გარს მხოლოდ ლამაზი, თქვენთვის ძვირფასი ნივთები გერტყათ. ტრადიციები, წესრიგი და ჰარმონია – ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზაზე ბევრი ყვავილია, რაც იმას ნიშნავს, რომ გიყვართ ნივთებითა და მომენტებით ნელა, დაფიქრებით ტკბობა. აფასებთ ცხოვრების წვრილ სიხარულებს.

ოპტიმიზმით აღსავსე უყურებთ მომავალს. თუმცა, შესაძლოა, მეტისმეტადაც წუხდეთ უსაფრთხოების შესახებ. ხშირად გიწოდებენ ჩუმს. შესაძლოა, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა განაცხადოთ საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების შესახებ უფრო ხშირად და თანმიმდევრულად.

2. გიჟდებით თავგადასავებზე და ყოველი მოსახერხებელი შემთხვევის დროს მიემგზავრებით სადმე. მუდმივად ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ძიებაში ხართ. თქვენ მგზნებარე და გაბედული ადამიანი ხართ, გიჟდებით თამაშზე. თქვენზე ხშირად ამბობენ, რომ ძლიერი და ნებისყოფით აღსავსე ადამიანი ხართ, რომელსაც არ ერიდება გრძნობების გამოხატვა და არასდროს ფიქრობს ორჯერ მანამ, სანამ რამის კეთებას დაიწყებდეს.

მეგობრობაში ერთგული და საიმედო ხართ, თუმცა, თუ რომელიმე ახლობელი მოგატყუებთ, ამ ადამიანის მიმართ სამუდამოდ დაკარგავთ ნდობას. ეს გზა ქვიანია და აჩვენებს, რომ ცხოვრებას შერკინებად აღიქვამთ. მუდმივად გეჩვენებათ, რომ ზემოდან ჰაერიც სუფთაა და ხედიც ლამაზია, საერთოდ, ცხოვრება უფრო მარტივია. მართალიც ხართ, უბრალოდ განაგრძეთ წინსვლა. თქვენი კაცობა – გარშემომყოფთათვის ძალების წყაროა. სხვები პირდაპირი გაგებით იტენებიან ენერგიით, თქვენგან.

3. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც მუდმივად სადღაც ეჩქრება. მუდმივად უსვამთ საკუთარ თავსა და სხვებს კითხვებს და ეძებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, რომლებზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. მეორე მხრივ, მართალია, ბევრ ადამიანს არ მოსწონს უცნობ სიტუაციაში მოხვედრა და უცნობთან შესახვედრად წასვლა, თქვენ ამ დროს თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. ცხოვრება თქვენთვის გრანდიოზული თავგადასავალია.

თქვენ მიერ არჩეულ გზაზე იშვიათად თუ დადის ვინმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტროვერტი ხართ. შეიძლება გარშემომყოფები ასე არ ფიქრობდნენ, რადგან გრძნობებს კარგად მალავთ ხალისიანი ღიმილის უკან. თქვენი ცნობისმოყვარეობა ვერსად წაგიყვანთ. თქვენ შეგიძლიათ თითონ გზით, მოგზაურობით ტკბობა ყველაზე მეტად.

4. თქვენ – ერთდროულად პრეტენზიული და ძალიან სიცოცხლისმოყვარული ადამიანი ხართ. გაქვთ ხარისხიანი იუმორის გრძნობა. მოგწონთ ყველაფერი მყვირალა და უნიკალური. თქვენი ცხოვრება სავსეა მკვეთრი საღებავებით. ვნება, ნიჭთან კომბინაციით, სხვა ადამიანებს თქვენს თავს აწონებს.

თქვენ მიერ არჩეული გზის ბოლო ადის მაღლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოს იმედი გაქვთ. გეჩვენებათ, რომ რაღაც დროის შემდეგ გელით მკვეთრი აღმართი – იქნება ეს კარიერულ თუ პირად ფრონტზე. სხვა მხრივ, ვერ იტანთ საყოფაცხოვრებო საკითხებისა და წვრილი პრობლემების გადაჭრას. თქვენ მასშტაბისა და გრანდიოზული მოვლენების ადამიანი ხართ. ხანდახან, შეიძლება უცნობი ადამიანებისთვის მეტისმეტად სერიოზული ჩანდეთ, თუმცა, როცა უკეთ გაგიცნობენ, სულ უფრო დააფასებენ თქვენს იუმორს.

5. თქვენ – მორცხვი, მოუთხოვნელი, გულწრფელი ადამიანი ხართ, რომლის მწყობრიდან გამოყვანაც რთულია. სწრაფად გავიწყდებათ წყენები და მარტივად პატიობთ სხვებს. სამსახურის მიმართ დაახლოებით იგივე დამოკიდებულება გაქვთ: სანამ სხვები სერიოზული სახეებით ოფლიანობენ რაღაც მარტივ დავალებაზე, თქვენ ყველაფერს მარტივად და ღიმილით აკეთებთ.

თქვენ შემოდგომის გზა აირჩიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ცხოვრებაში გარდამავალი პერიოდი გქონდეთ. უკვე აღარც ზამთარია და არც გაზაფხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებებს ელით. აუცილებელი არაა, რომ ეს ცვლილებები უკეთესობისკენ იყოს, რადგან თქვენი ამტანობისა ნებისმიერ შეშურდება, ყველაფერს გაუძლებთ. თქვენი სიმშვიდე და სითბო ძალიან მოსწონთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გვერდით არიან. სწორედ ამიტომ მოგმართავენ რჩევისთვის ასე ხშირად.

6. თქვენ ჩუმი, ჩაფიქრებული, მგრძნობიარე და მოწყვლადი ადამიანი ხართ. მართალია, პერიოდულად კარგ კამპანიაში ხართ ხოლმე, თუმცა თქვენი სტიქია მარტოობაა. მგრძნობიარე და თანამგრძნობი ხართ, გარშემომყოფები კი გულწრფელობის გამო გაფასებენ. თქვენ აირჩიეთ ბნელი, ჩრდილიანი გზა, რაც მიუთითებს, რომ თავშესაფრის ძიებაში ხართ. დაცვა გჭირდებათ. თუ მოგზაურობთ, უმეტესად მარტო დადიხართ.

შეჩვეული არ ხართ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ადრე თუ გვიან, მასში მაინც მოხვდებით. ნუ შეგეშინდებათ ამის. უფრო ხშირად გადით სინათლეზე და ისწავლით მასში თავის კომფორტულად შეგრძნებას. თქვენი შინაგანი სამყარო შესანიშნავია, ამიტომ მოიწვიეთ მასში სხვა ადამიანები უფრო ხშირად. მოვიდა დრო, არამხოლოდ სინათლე შთანთქოთ, არამედ გამოასხივოთ კიდევაც.

Advertisement
ჯანმრთელობა10 hours ago

რა მოსდის თქვენ სხეულს, როცა ყველა სასმელს წყლით ანაცვლებთ

ტესტები10 hours ago

აირჩიეთ 1 სურათი და გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ

ჯანმრთელობა10 hours ago

დარიჩინი – წამალი 10 დაავადების წინააღმდეგ, დღეგრძელების სანელებელი

საკითხავი13 hours ago

ტუალეტში უნიტაზისა და ჩასარეცხი ავზის გვერდით კბილის პასტა მიდევს

ვიდეო13 hours ago

სპა პროცედურები თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის. მარტივი და ეფექტური მეთოდი.

თავის მოვლა13 hours ago

3 ნატურალური ჯადოსნური ზეთი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ

თავის მოვლა1 day ago

თუთიის პასტა – რაში გვეხმარება და როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს უნიკალური საშუალება

ტესტები2 days ago

ნებისმიერი სურვილი აგისრულდებათ, თუ…

ყვავილები2 days ago

თუ აგარაკზე ბოსტნეული დარგეთ, ეს რჩევები თქვენთვის ფასდაუდებელი იქნება

ჯანმრთელობა2 days ago

9 ნიშანი, რომ ორგანიზმში ცილების ძალიან დაბალი დონე გაქვთ

საკითხავი3 weeks ago

ფეხები ვაშლის ძმარში ჩააწყვეთ და დაავადებების შესახებ დაივიწყეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ვაშლის ძმარი ამ 10 დაავადებისგან გაგათავისუფლებთ

საკითხავი2 weeks ago

ასპირინის გამოყენების 7 უჩვეულო გზა, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა1 week ago

სახსრების ტკივილს ერთ დღეში ასე იქრობენ: შინაურული „სასწრაფო დახმარება“

ჯანმრთელობა4 weeks ago

ძლიერი სამკურნალო ბალახი ტვინის სისხლის მიმოქცევის, გულის, სისხლძარღვების, თირკმელზედა ჯირკვლების, სახსრების, კანის და თმისთვის

ჯანმრთელობა3 weeks ago

10 პროდუქტი, რომელიც შარდმჟავას კრისტალებს შლის და კურნავს პოდაგრას, კენჭებს, სახსრების ტკივილებს

სხვა3 days ago

ეს ყველაფერი ყველა ქალმა უნდა იცოდეს! შეინახეთ, დაგჭირდებათ

თავის მოვლა4 weeks ago

ძილის წინ თვალის ქვეშ სოდის წასმა უკვე ჩვევად მექცა. მიზეზის გაგების შემდეგ, თქვენც ასე მოიქცევით

ყვავილები2 weeks ago

5 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის – ისე გაიზრდება, როგორც არასდროს

საკითხავი7 days ago

წყალბადის ზეჟანგი: 30 არასტანდარტული გამოყენების მეთოდი

ტრენდული