Connect with us

საკითხავი

ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცას უჩივის და წუწუნებს, თქვენ სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ

თანაგრძნობის და ემპათიის გამოხატვის უნარი დადებით თვისებად ითვლება, თუმცა მისი სწორად გამოვლენა უნდა იცოდეთ. ადამიანთან საუბრის შემდეგ თავს უძლურად თუ გრძნობთ, საკუთარი ქცევის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა არსებობს. პრობლემები ჩვენს ახლობლებსა და ნათესავებსაც აქვთ, ხშირად ამა თუ იმ საკითხზე მათი წუწუნის მოსმენა გვიწევს. ერთი მხრივ, ბუნებრივია ადამიანებს დაძაბულობის მოხსნა, ლაპარაკი სურთ და ჩვენ ამაში ხელს ვუწყობთ. მეორე მხრივ, სხვისი წუწუნის მუდმივი მოსმენა ენერგიას გვართმევს.

ნეგატიური ადამიანის გავლენა

ზოგიერთი საკუთარ პრობლემებზე მხარდაჭერისა და რჩევების მისაღებად საუბრობს, ზოგს კი უარყოფითი ენერგიის სხვებზე გადაცემა სურს. ამის განსხვავება უნდა ისწავლოთ.

მეორე კატეგორიის ადამიანებმა შეიძლება უგრძნობ ეგოისტად ჩაგთვალონ, როცა მათ მოსმენას არ მოისურვებთ. ისინი ეცდებიან თქვენში დანაშაულის ან რაღაც ამდაგვარი გრძნობა გააღვიძონ. არ შეგეშინდეთ. კომპენსაციის სახით თქვენ ენერგიის მოზღვავებას და განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ, როცა ტოქსიკურ ურთიერთობაზე უარს იტყვით.

რატომ არ ღირს წუწუნის მოსმენა

ის, ვინც წუწუნებს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხოვრება შეცვალოს. მას მსხვერპლის როლში ყოფნა მოწონს. ამ ადამიანს ასეთი ფსიქოტიპი და მსოფლმხედველობა აქვს.

მისი მოსმენით რით დაეხმარებით? ვერაფრით. მას დახმარება არ სჭირდება, მას უბრალოდ ყველაფერის მოყოლა სურს. უმიზნო საუბარს კი აზრი არ აქვს.

წუწუნით ადამიანი ქვეცნობიერად ან გაცნობიერებულად წარუმატებლობის გამო დანაშაულის გრძნობისგან თავისუფლდება. ასეთ ადამიანებთან სპეციალისტმა უნდა იმუშაოს, რომელსაც მათ აზროვნებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ადამიანზე ყველაზე უფრო დიდ ნეგატიურ გავლენას საკუთარი ცუდი ფიქრები ახდენს.

მუდმივად მოწუწუნე ადამიანის პრობლემას ვერასდროს გადაჭრით, რადგან მას ამის სურვილი არ აქვს. მის სულს ვერაფრით უთანაგრძნობთ, რადგან მას ეს არ სჭირდება. ყველაფერი, რისკენაც მიისწრაფის, საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა, ანუ შეუძლებელი სურს.

რა გვემართება, როცა მუდმივად წუწუნს ვისმენთ

ჩვენ ენერგიას არსად გავცემთ. დახმარება გვსურს, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ ვპოულობთ. კვლავ და კვლავ ვცდილობთ, მაგრამ შედეგი ენერგია გამოცლილი ვრჩებით.

ენერგიის ამოწურვის პირველი ნიშნები:

1. ემოციური დისბალანსი

2. საკუთარი პრობლემების გადაჭრის სირთულე

3. კონცენტრაციის პრობლემები

4. ნეგატიური ფიქრების გაჩენა

როგორ უნდა მოვიქცეთ

1. დისტანცია დაიცავით

თავიდან მოწუწუნე ადამიანი თქვენს გულგრილობაზე გაბრაზდება. სინამდვილეში, ყველამ რომ რთულ ცხოვრებაზე უსასრულო საუბრების მოსმენაზე უარი რომ უთხრას, იძულებული გახდება ბოლოს და ბოლოს პრობლემები გადაჭრას, ან ცუდზე ჩაჟინება შეწყვიტოს.

2. მოწუწუნე ადამიანს მიანიშნეთ, რომ მის ნაცვლად პასუხისმგებლობას სხვა ვერავინ აიღებს

დავუშვათ, თქვენ ადამიანს მოუსმინეთ. მაშინ დრო არ დაზოგოთ და გულწრფელად უთხარით, რომ არსებობს ადგილობრივი პრობლემა, რომელზე ის წუწუნებს, და უფრო გლობალური პრობლემა, რომელიც ცხოვრებისა და სიტუაციის მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

3. “სისუსტე“ არ აჩვენოთ

მოწუწუნე ადამიანი მანიპულატორია. თქვენი მხარდაჭერის მზადყოფნა არ უჩვენოთ. ასე საკუთარ თავსაც და მასაც დაღუპავთ. ადამიანის უარყოფითი მოქმედება ასე არასდროს შეწყდება. თქვენი ენერგიის გამოცლის შემდეგ, სხვა მსხვერპლს იპოვის.

4. საზღვრები დააწესეთ

მას სთხოვეთ, თქვენი პირადი სივრცის უფლებები დაიცვას, ასევე სასაუბრო თემის არჩევანი. უთხარით, რომ ყოველთვის „ტრაგედიებსა და უბედურებებზე“ საუბარი არ გსურთ. ასე ადამიანი იძულებული იქნება ნეგატივიდან სხვა რამეზე გადაერთოს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა8 hours ago

რატომ მოგვდის ცხვირიდან სისხლი და როგორ შევაჩეროთ სწორად?

ყვავილები8 hours ago

რომელი ხეები და ბუჩქები არ უნდა დარგოთ შემოდგომაზე

ჯანმრთელობა8 hours ago

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან

თავის მოვლა23 hours ago

ნატურალური ნიღაბი ბოტოქსის ნაცვლად. კვირაში 2-ჯერ ამ ნიღაბს ვიკეთებ

კულინარია23 hours ago

საჭრელი დაფის გარეცხვის 10 მეთოდი: სწრაფად და უსაფრთხოდ

ჯანმრთელობა23 hours ago

მუცელი გტკივათ? 7 სიმპტომი რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

ტესტები1 day ago

აირჩიეთ ორქიდეა და წაიკითხეთ კვირის გზავნილი

სხვა1 day ago

მკითხაობა ხეზე. აირჩიეთ მაგიური ხე და წაიკითხეთ ექსპრეს-წინასწარმეტყველება ხვალინდელ დღეზე

ჰოროსკოპი1 day ago

თამარა გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელთათვის ოქტომბერში აღმავალი პერიოდი დაიწყება

სხვა1 day ago

საუკეთესო თილისმები 2020 წლის ოქტომბრისთვის

ჰოროსკოპი2 weeks ago

15 – 25 სექტემბერი: ზოდიაქოს სამი ნიშანი პრობლემებს წარსულში ტოვებს

ჯანმრთელობა2 weeks ago

ინფარქტი ქალებში სულ სხვაგვარად ვლინდება: 5 უცნაური და მოულოდნელი სიმპტომი

ჰოროსკოპი5 days ago

ოქტომბერი 5 ზოდიაქოს ნიშანს წარმატებას მოუტანს. ვინ არის იღბლიანებს შორის?

ჰოროსკოპი2 weeks ago

სექტემბრის მეორე ნახევარი – სურვილების ასრულების დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ტესტები3 weeks ago

როგორ აერთებთ ხელის თითებს?! ეს ბევრ რამეს მოგვითხრობს თქვენს პიროვნებაზე

ჰოროსკოპი3 weeks ago

18 სექტემბრიდან – ჯადოსნური თვე, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ხდება

მოდა და სტილი2 weeks ago

ოქრო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ

ჰოროსკოპი2 weeks ago

2020 წლის 13 სექტემბრიდან ასტროლოგების რჩევით ბედის მინიშნებებს უნდა დაუკვირდეთ

ჯანმრთელობა2 weeks ago

D ვიტამინის დეფიციტი: 5 ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ყურის გოგირდი თქვენს ჯანმრთელობაზე ყველაფერს გეტყვით

ტრენდული