Connect with us

ჯანმრთელობა

ადამიანების 90%-ს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათ ავიტამინოზი აქვთ! აი, 10 მთავარი ნიშანი

თუ ორგანიზმში პროცესების დარღვევა ხდება, ძალიან მალე დამახასიათებელი სიმპტომები გაჩნდება. ამ სიმპტომების სწორად ახსნას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. რატომ გვცვივა თმა? საიდან ჩნდება გამონაყარი? ამ კითხვებზე პასუხს იპოვით, თუ გეცოდინებათ, სად ეძებოთ.

აი, როგორ გამოვიცნოთ დაავადებები გარკვეული სიმპტომების მიხედვით:

1. თუ ქერტლი გაქვთ, შესაძლოა, ცხიმოვანი მჟავები არ გყოფნით

თუ თავის კანი მშრალია, უფრო მეტი ცხიმოვანი მჟავა მიიღეთ, მაგალითად ომეგა 3. ის კარგ გავლენას ახდენს თავის კანის ცხიმზე, რომელიც თმის საზეთ საშუალებას წარმოადგენს. რაციონში ცხიმიანი თევზი ჩართეთ, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა მიიღოთ. ალფა-ლინოლენურ მჟავას ნიგოზსა და სელის თესლში იპოვით.

2. სუსტი და მტვრევადი თმა გაქვთ? თქვენ B ჯგუფის ვიტამინები გაკლიათ

ძლიერი და ჯანმრთელი თმის ქონისთვის ბიოტინი (B7 ვიტამინი), ასევე ფოლიუმის მჟავა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ელემენტების დეფიციტი მტვრევად და სუსტ თმას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, მთელი მარცვლეულის პროდუქტი (პური, მარცვლეული) დიდი რაოდენობით მიიღეთ.

1 ჭიქა თეთრი ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. თუ დიეტაზე ხართ, ნახშირწყლების ფაფა ისპანახით ან სატაცურით ჩაანაცვლეთ.

3. ჭაღარა თმა ნაადრევად გაგიჩნდათ? შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს სპილენძი აკლია

აღმოაჩინეთ, რომ ჭაღარა თმა გაქვთ, არადა მხოლოდ 20 წლის ხართ? სჯობს ექიმთან ვიზიტზე დაფიქრდეთ და ანალიზები გაიკეთოთ, რომელიც ორგანიზმში სპილენძის კონცენტრაციას განსაზღვრავს. სპილენძი მელანინის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სწორედ ის ღებავს თმას. სპილენძის წყაროა – მოლუსკები, ხამანწკები და სოკო.

4. პირის კუთხეებში ნახეთქები და წყლულები გაქვთ? სავარაუდოდ, თქვენ B12 ვიტამინის დეფიციტი გაწუხებთ

რაციონში B12 ვიტამინის წყარო ჩართეთ: შინაური ფრინველის ბევრი ხორცი, წითელი ხორცი და კვერცხი შეჭამეთ. თუ ვეგეტარიანელი ხართ, ამის გაკეთება გაგიჭირდებათ. ამ შემთხვევაში B12 ვიტამინის მიღებას მარცვლეულის და საფუარის წყაროდან შეძლებთ.

5. ხელებზე ბატის კანი გაქვთ? ეს თუთიის და A ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს

თუ თქვენი ხელები სუპერ გლუვი არაა, შესაძლოა, ფოლიკულური კერატოზი გაქვთ. ის ხელებსა და დუნდულებზე პატარა ბორცვებით ვლინდება. მას წითელი ან თეთრი ფერი აქვს.

ამ შემთხვევაში სჯობს ორგანიზმში თუთიის და A ვიტამინის დონე გაარკვიოთ. უფრო მეტი ფრინველის ხორცი, ჰუმუსი და გოგრის თესლი მიირთვით. A ვიტამინს შემდეგი წყაროდან მიიღებთ: სტაფილო, წიწაკა, ხმელი ყველი.

6. თეთრი ლაქები ფრჩხილებზე – კუჭის მჟავიანობის შემცირების ნიშანია

მჟავიანობის შემცირება ვიტამინების და მინერალების ცუდი ათვისების მიზეზია. შესაძლოა, თქვენ გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალებას იღებთ, რომელიც მარილმჟავების გამოყოფას ამცირებს. მჟავიანობის დამოუკიდებლად შემცირება არ ღირს, სჯობს დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ.

7. მუდმივად დაღლილობას გრძნობთ? სჯობს სისხლში D ვიტამინის დონე შეამოწმოთ

კარგად გძინავთ, მაგრამ მაინც დაღლილობას გრძნობთ? შესაძლოა, სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე გაქვთ. ეს ექიმთან მისვლის საბაბია. სავარაუდოდ, ექიმი D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას გირჩევს.

ასევე დიდი რაოდენობით რძის პროდუქტები (იოგურტი, რძე), თევზი (სარდინი) და სოკო მიიღეთ.

8. სხეულზე ჩალურჯებები ხშირად გიჩნდებათ? შესაძლოა, C ვიტამინი გაკლიათ

საგნებს ეჯახებით და მეორე დღეს სხეულზე ახალი ჩალურჯება გიჩნდებათ? შესაძლოა, ძალიან სუსტი კაპილარები გაქვთ, ანუ C ვიტამინის მარაგი უნდა შეავსოთ, რომელიც მათ აღდგენაზეა პასუხისმგებელი.

სამწუხაროდ, C ვიტამინი სტრესულ სიტუაციებში ადვილად იშლება. რაც შეიძლება ბევრი მარწყვი, ბროკოლი, ლიმონი და მოცხარი შეჭამეთ.

9. წვივის კუნთებში კრუნჩხვები ხშირად გაწუხებთ? თქვენ მაგნიუმი და კალციუმი გაკლიათ

მაგნიუმი კალციუმთან ერთად კუნთების შეკუმშვაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგნიუმის მარაგის შევსებას ბანანის, გოგრის თესლის, ავოკადოს მიღებით შეძლებთ, ხოლო კალციუმი შეგიძლიათ შემდეგი წყაროებიდან მიიღოთ: რძის პროდუქტები, ხაჭო, თეთრი კომბოსტო და ლობიო.

10. ყაბზობა გაწუხებთ? თქვენ უფრო მეტი უჯრედისი და მაგნიუმი გჭირდებათ

ყაბზობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – უჯრედისის დეფიციტია. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა კაცებისთვის – 38 გრამი, ქალებისთვის კი 25 გრამია. მაგნიუმი განავლის მოძრაობას ხელს უწყობს.

რაციონში ჩართეთ ოსპი, ბროკოლი, ვაშლი, ბევრი ბოსტნეული, დიეტური დანამატები გოგრის ან შვრიის შროტის სახით.

Advertisement
საკითხავი17 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა17 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა18 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა18 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი21 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა21 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა1 day ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები1 day ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული