Connect with us

ჰოროსკოპი

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

აგვისტოში კირჩხიბების, თხის რქებისა და ლომების მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება.

ივლისში თხის რქებსა და კირჩხიბებს ბევრი სტრესის გადატანა მოუხდათ, რომლებმაც მათი შიდა შიშები გააღვიძეს. თხის რქების შემთხვევაში საქმე ცოტა უფრო რთულად არის, ივლისში მათ ბევრი დანაკარგი განიცადეს, მათ შორის ფინანსურიც!

თუმცა ნუ იდარდებთ, აგვისტოში ნელ-ნელა მოგეშვებათ, დაიწყება სიტუაციის გამოსწორება. ცუდი არ იქნება თუ შვებულებას მოიწყობთ და ძალებს აღიდგენთ!

18-19 და 27-28 აგვისტოს, კირჩხიბებს ვენერას ჰარმონიული ასპექტები ელით. ამ დღეებში ისინი გარეგნობის მიხედვას შეძლებენ, გაიხალისეთ ცხოვრება რაიმე ლამაზით ან გემრიელით, მიიღეთ კომლიმენტები. ამ პერიოდში, ყველაზე ოფიციალურ სიტუაციებშიც კი შეძლებთ მოსაუბრესთან შესაბამისი ენის გამონახვას. კირჩხიბებს მოემატებათ შემოქმედებითობა, თუ თავად კირჩხიბები არ დაკავდებიან მუსიკით, პოეზიით, ხატვით ან ხელსაქმით, მაშინ სხვისი შემოქმედებით მაინც დაიწყებენ ტკბობას.

თხის რქების ცუდი პერიოდი მერკურის და იუპიტერის ტრინის წყალობით დასრულდება. ეს ასპექტი სოციალურ წრეში და შორეულ მოგზაურობებში მიღწეული წარმატებებით ვლინდება. ის ბევრ პოზიიურ ინფორმაციას მოიტანს. ეს პერიოდი თხის რქებს არა მხოლოდ ავტორიტეტისა და გავლენის ზრდას, არამედ რეპუტაციის გაუმჯობესებასაც მოუტანს. გაჩნდება შესაძლებლობები თვით რეალიზაციისთვის.

ლომები

ლომებს რომლებსაც მთელი წელი არ უმართლებდათ, 19 აგვისტოს სავსემთვარეობის შემდეგ გაუმართლებთ. ამ ზოდიაქოში მომხდარი ახალმთვარეობა მათ ახალ გზებს გაუხხნის და ძალებს შეჰმატებს. დაიწყებენ წინ ოპტიმისტურად ყურებას, გაჩნდება ახალი გეგმები, რომლებიც ძირითადად პირად ინტერესებთან, თვითრეალიზაციასთან, დამოუკიდებლობასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან იქნება კავშირში. ახალმთვარეობა მათ გარეგნობასას და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. ისინი უფრო მხნეები და ენერგიულები გახდებიან, დაიწყებენ იმიჯზე მუშაობას და საკუთარი, განუმეორებელი სტილის შექმნას.

ლომების გარდა, ვრძებისა და მშვილდოსნებისთვისაც კარგი პერიოდი იწყება. მათ უიღბლობის პერიოდში გამონათებები დაიწყება და უფრო მეტი პოზიტიური მოვლენა მოხდება!