ჯანმრთელობა
აბები 50 წლის შემდეგ: შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და სიმხნევე
სამწუხაროდ, დაბერების პროცესს გვერდს ვერაფრით ავუვლით, თუმცა სავსებით შესაძლებელია იმ უსიამოვნო სიმპტომების, დაავადებებისა და პრობლემების თავიდან არიდება, რომლებიც ასაკის მატებას ახლავს თან.
თანამედროვე მედიცინას ბოლომდე აქვს შესწავლილი სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მეტიც, დასახელებულია 3 პრეპარატი, რომელიც 50 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს, რათა ღრმა სიბერემდე შევძლოთ სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობა და თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო პრობლემები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უმრავლესობას გვაწუხებს.
აბები 50 წლის შემდეგ
1. ასპირინი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო პრეპარატი, რომლის გამოჩენამაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და კარდიო-ქირურგიული ოპერაციების სიხშირე შემცირდა. როგორ მოქმედებს ასპირინი? ის თავიდან გვარიდებს უჯრედების შეწეპებას და თრომბების ფორმირებას, გვიცავს ინფარქტისგან და ინსულტისგან.
გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ასპირინი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ექიმები “ასპირინ კარდიოს” მიღებას გვირჩევენ, რადგან მას ნაკლებად აგრესიული გავლენა აქვს კუჭის კედლებზე.
2. აპფ ინჰიბიტორები – წნევის შესამცირებელი პრეპარატები (“ლიზინოპრისი”, “ინდაპრილი”, “კაპტოპრილი”,
ენალაპრილი” და ა.შ.). უკვე 30 წელზე მეტია, რაც ეს პრეპარატები ჰიპერტონიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.
ასაკის მატების პარალელურად ჩვენი სისხლძარღვები კარგავს მოქნილობას და იზრდება ინსულტის განვითარების რისკი. აპფ ინჰიბიტორების რეგულარული მიღებით, აუცილებლად ექიმის დანიშნულებით, თქვენ შეძლებთ სისხლძარღვებისთვის ელასტიკურობის შენარჩუნებას და წნევის მწყობრში მოყვანას.
3. სტატინები – პრეპარატები, რომლებიც ამცირებს ღვიძლის მიერ ქოლესტერინის სინთეზის პროცესს. სტატინების მიღება მიზანშეწონილია ქოლესტერინის დონის დაბალი მაჩვენებლის დროსაც, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის რისკის ჯგუფს მიეკუთვნება: ცუდი მემკვიდრეობითობა, ზედმეტი წონა, მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.
იტალიელი მეცნიერების მტკიცებით, ამ პრეპარატების დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ასაკის მატებასთან ერთად არტერიების კედლებზე დიდი რაოდენობით ქოლესტერინის ნადები გროვდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და უარესდება ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობა, აუცილებელია სტატინების რეგულარული მიღება. ნებისმიერი სააფთიაქო პრეპარატის მიღებამდე, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის გავლაა საჭირო და აუცილებელი.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა ისინიც ფლობდნენ ამ ცოდნას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!