Connect with us

კულინარია

ხორცზე 2-ჯერ უფრო გემრიელია, თუ სწორად მოამზადებთ. აუცილებელია ახალგაზრდა დედებისთვის და წონის დაკლების მსურველებისთვის

სუბპროდუქტების გარეშე სამზარეულოს სრულყოფილად წარმოდგენა რთულია. ხორცი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მის მომზადებას ბევრი დრო სჭირდება. ამასთან, არავინ არის დაზღვეული, რომ ხორცი ძალიან მაგარი არ გამოგივათ. ქათმის ღვიძლის დროს ასეთი რამ არ დაგემართებათ.

რბილი, ადვილად მოსამზადებელი ფრინველის ღვიძლი მინიმუმ ნახშირწყლებს და ბევრ ცილას შეიცავს. მისი მიღება რეკომენდებულია ორსულების, წონაში დაკლების მსურველების და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რადგან რკინით მდიდარია. ღვიძლის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება რთული იქნება, ასე რომ სჯობს მისი მომზადება ისწავლოთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ქათმის ღვიძლი
  • 15 გრ ოხრახუში
  • 15 გრ ქინძი
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 0,5 ჩ/კ წითელი დაფქული წიწაკა
  • 5 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ღვიძლი გარეცხეთ და ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ. პირსახოცით გაამშრალეთ.
  2. ქინძი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, ნიორი ჩაჭყლიტეთ და ღრმა თასში აურიეთ. ზეთი, პაპრიკა, წითელი და შავი წიწაკა დაუმატეთ, აურიეთ და გემოვნებით მარილი მოაყარეთ.
  3. ღვიძლი მარინადში ამოავლეთ და 1 საათით მასში გააჩერეთ (სასურველია ღვიძლი მაცივარში შეინახოთ).
  4. გახურებულ ტაფაზე ზეთის გარეშე ღვიძლი შეწითლებამდე შეწვით. ამას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. სუფრაზე ცხელი კერძი ბევრ მწვანილთან ერთად გაიტანეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ