Connect with us

ჯანმრთელობა

წყალი ლიმონითა და პიტნით – როგორ მივიღოთ სწორად

ლიმონიან წყალზე უამრავი მოსაზრება არსებობს, ზოგი აქებს, ზოგი კი მის მოხმარებას ეწინააღმდეგებიან. ითვლება, რომ ეს სასმელი ორგანიზმს ასუფთავებს, ტონუსში მოყავს და ენერგიით ავსებს მას, ის წარმოადგენს იმუნურ სტიმულატორს და ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.

თბილი ლიმონანი წყლის მიღება უზმოზე ჯობია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ლიმონი მჟავეა, მჯავეს კი კუჭისთვის სარგებელი ნამდვილად არ მოაქვს! თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ და მჟავიანობა გაწუხებტ, ლიმონიანი წყლის დალევას მოერიდეთ.

როგორ დავლიოთ ლიმონიანი წყალი

ლიმონაი წყალი დღეში მაქსიმუმ ორჯერ უნდა დალიოთ. სასარგებლო რაოდენობაა 200 მილიგრამი, ანუ 1 ჭიქა.
სტომატოლოგთა მტკიცებით წვენი დამღუპველ გავლენას ახდენს კბილის ემალზე, ამიტომ ის საწრუპი ჩხრით უნდა დალიოთ. სითხე მიიღეთ ყლუპ-ყლუპად, ნელ-ნელა. წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს, არც ცხელი და არც ცივი!

რეცეპტები

თბილი წყალი ლიმონით

  • ნახევარი ლიმონი
  • ერთი ჭიქა წყალი

ეს კლასიკური რეცეპტია. თუ გახდომა გადაწყვიტეთ ან გინდათ დილით სწრაფადვე გამოფხიზლდეთ – ეს სასმელი გამოგადგებათ. თუ სუსტი კუჭი გაქვთ, მისი დალევისგან თავი შეიკავეთ.

ლიმონათი მთელი დღისთვის

  • ნახევარი ლიმონი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 2 კოვზი შაქარი

ეს ვარიანტი მტელი დღის მანძილზე გამოგადგებათ. შეგიძლიათ 1 ლიტრიანი თერმოსისთვის დაამზადოთ (ინგრედიენტები გაამრავლეთ ხუთზე) და მთელი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად სვათ. ეს გაგაგრილებთ და ენერგიით აგავსებთ.

სინტია სასის რეცეპტი

  • 1 ცალი ლიმონი
  • სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა
  • 2 ლიტრა წყალი
  • 10 ფოთოლი პიტნა
  • 1 ცალი კიტრი

ეს ამერიკელი სინტია სასსის რეცეპტია. მან ეს სასმელი ისე დაარეკლამა როგორც ქალური სხეულის იდეალურად შენარჩუნებისთვის საჭირო სიტხე. ლიმონი და კიტრი კანთან ერთად თხლად დაჭერით, შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ.

წყალი თაფლით და ლიმონით

  • ნახევარი ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ლიტრი წყალი

ეს რეცეპტი უფრო სპორტსმენებს მოუხდებათ, ისინი ვარჯიშის დროს ბევრ სითხეს კარგავენ, ეს სასმელი კი მათ დაკარგული სითხისა და ენერგიის აღდგენაში დაეხმარება.

წყალი ლიმონითა და პიტნით

ლიმონი პატარა ნაწილებად დაჭერით, დაუმატეთ პიტნა და დაასხით წყალი. სასმელი გარკვეული დროით დააყენეთ. მომხამრებამდე სითხე საგრძნობლად შეათბეთ და დალიეთ. ის იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და ყოველგვარ გაციებასა და გრიპს დაამარცხებს!