Connect with us

ყვავილები

შხამიანი ოთახის მცენარეები: 10 ყვავილი, რომლებმაც შეიძლება მოგკლან

გიყვართ ფანჯრის რაფებზე მრავალფეროვანი ყვავილების გაზრდა? მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რომელ შხამიან ოთახის მცენარეს შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება. ყურადღებით იყავით!

შხამიანი ოთახის მცენარეები

სპარსული ყოჩივარდა

ამბობენ, რომ ყოჩივარდა ადამიანს კოშმარებს და შიშებს აშორებს, ამიტომ საწოლში, ლოგინის თავთან უნდა დადოთ. ყოჩივარდას ჯადოსნურ ძალებზე არ ვიკამათებთ, მაგრამ მის შხამიან თვისებებზე უნდა გაგაფრთხილოთ. ზოგჯერ გვირჩევენ, რომ ჰაიმორიტის დროს ყოჩივარდის წვენი ჩავიწვეთოთ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ასე შეიძლება ლორწოვანი გარსი დაიწვათ და სიცხემ, ყელის ტკივილმა და სუნთქვის გართულებებმა შეგაწუხოთ. ყველაზე შხამიანი ნაწილი – მცენარის თესლი და ფესვი, ახალი წვენი. მათ კანის გაღიზიანება ან ანთების გამოწვევა შეუძლიათ.

ამარილის ბელადონა

მცენარის შხამიანი ბოლქვები ალკალოიდ ლიკორინს შეიცავს. მცირე დოზით ლიკორინს ამოსახველებელი თვისება აქვს, მაგრამ დიდი დოზით ღებინებას იწვევს. თუ მოულოდნელად მცენარის ფოთოლი გატყდა და რძიანი წვენი გადმოიღვარა, ხელები სასწრაფოდ დაიბანეთ და თვალებში არ ამოივლოთ.

დიფენბახია

მცენარეს ოთახში ჰაერის ქიმიური შემადგენლობის გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ საძინებელში ან საბავშვო ოთახში მის გატანას არ გირჩევთ. მცენარის წვენი შხამიანია, განსაკუთრებით, ღეროში. მას შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დარღვევები ან სუნთქვის გართულებები გამოიწვიოს. ასევე სახეზე ან ხელზე მოხვედრისას კანი შეიძლება დაგწვათ. თუ მცენარე სახლში გაქვთ, მის მოსავლელად ხელთათმანები გამოიყენეთ. სხვათა შორის, საბავშვო ბაღებში დიფენბახიას გაზრდა საერთოდ აკრძალულია.

ნემსიწვერა

დიახ, არაფერი გვეშლება. რა თქმა უნდა, მცენარე ძალიან სასარგებლოა. ერთი მხრივ, შესანიშნავი ანტისეპტიკია, რომელიც სტრესს და შფოთვას აქრობს, ოტიტის და ანგინის დროს ტკივილს ამცირებს. თუმცა ზოგიერთ ადამიანში ნემსიწვერას სუნი ასთმის ძლიერ შეტევას და ალერგიულ რეაქციას იწვევს. ნემსიწვერა (როგორც ერთ–ერთი შხამიანი ყვავილი) უკუჩვენებულია ორსულებისთვის, შაქრის დაბალი შემცველობის დროს, ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებს.

კაქტუსები

შხამიანი არაა, მაგრამ ეკლების გამო სახიფათოა. შეიძლება ხელზე იჩხვლიტოთ და უარესს შემთხვევაში მცირე ნაკაწრი მიიღოთ. ზოგიერთი კაქტუსი, მაგალითად, ტრიხოცერეუსი შეიცავს ჰალუცინოგენებს, რომელთაც ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლის გამოწვევა შეუძლიათ. მათ ნაკორტიკი ლსდ–ის მსგავსი მოქმედება აქვთ.

რძიანა

კაქტუსის მსგავსი რძიანა ნამდვილად შხამიანია. რძიანას წვენი დამწვრობას იწვევს, ხოლო პირში მოხვედრისას გულისრევას, დიარეას, თავბრუსხვევას და ლორწოვანი გარსის დამწვრობას. უცნაურია, მაგრამ სკოლის ფანჯრის რაფაზე ამ მცენარეს ხშირად დაინახავთ.

ალოე ზოლებიანი

ზოლებიანი ალოე და საზარელი ალოე შხამიანი მცენარეებია. მათი ყველა ნაწილი სახიფათოა. ალოეს ბევრი სახეობა სამკურნალო მცენარედ ითვლება, ამიტომ ამ მცენარეებსაც შეცდომით ხალხურ რეცეპტებში იყენებენ. არადა მათი გამოყენება არ შეიძლება. მათ კუჭის და საშვილოსნოს სისხლდენის, ასევე ნაყოფის მოშორება გამოწვევა შეუძლია.

ჰორტენზია

ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. მასზე შეხება უსაფრთხოა. მისი წვენი ორგანიზმში მოხვედრისას ოფლდენას იწვევს, სისხლის მოძრაობას აუარესებს, კუჭის ტკივილს, ქავილს, გულისრევას და კუნთების სისუსტეს იწვევს.

ცვალებადი აგლაონემა

მცენარის წვენი და კენკრა შხამიანია. მისი წვენი პირსა და ყელში შეშუპებას და მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს, ხოლო თვალებთან კონტაქტისას კონიუქტივიტს.

შხამიანი ოთახის მცენარეები – რამდენიმე რჩევა

  • თუ პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ (განსაკუთრებით კატები) შხამიანი ოთახის მცენარეები საერთოდ არ შეიძინოთ.
  • ყველაზე ხშირად რძიანი წვენი შხამიანია. თუ ხედავთ, რომ მცენარის ღეროდან თეთრი წვენი გამოდის, შიშველი ხელით არ შეეხოთ და მით უმეტეს სახესა და თვალებთან კონტაქტს მოარიდეთ.
  • თუ შხამიანი მცენარეები უკვე სახლში გაქვთ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას დადეთ. თუ კატა გყავთ, ქოთანს საკვები პარკი გადააფარეთ, რომ ცხოველმა მიწა არ ჩიჩქნოს. სხვათა შორის, ზოგჯერ კატები ფოთლებს ღეჭავენ, რომ წყურვილი მოიკლან, ასე რომ თასში ბევრი წყალი ჩაუსხით, რომ შხამიან ყვავილებს არ შეეხოს.