ჯანმრთელობა
შეცდომები კბილების მოვლისას
ლამაზი ღიმილი და ჯანმრთელი კბილები თქვენი მიმზიდველობის საწინდარია! ამიტომ აჯობებს თავიდანვე კარგად მოუაროთ მათ, ვიდრე მათი გაფუჭების შემდეგ ხარჯოთ დიდი თანხა მათ მკურნალობაზე! არის შეცდომები რომელბსაც ყველა ვუშვებთ კბილების მოვლისას. ამსტატიაში რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.
კბილებს ქაოტური მოძრაობებით იხეხთ
წინა კბილები მაღლა-დაბლა მოძრაობებით უნდა გაიხეხოთ, უკანა კბილები კი ზემოდანაც წრიულად უნდა გაიხეხოთ.
რეგულარულად იკეთებთ გათეთრებას
რაც არ უნდა რბილი იყოს გათეთრება ის მაინც სტრესს წარმოადგენს თქვენი ემალისთვის. ყოველი გათეთრების შემდეგ ემალი სიმყარეს კარგავს და უფრო სუსტი ხდება, მის აღდგენას კი კბილის აღმდგენი პატებით ნამდვილად ვეღარ შეძლებთ. ამიტომ ეცადეთ მოუფრთხილდეთ კბილებს და გათეთრების პროცედურებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი!
იყენებთ ზედმეტად უხეშ ჯაგრისს
ბევრს გონია, რომ უხეში კაგრისი კბილებს უკეთ გახეხავს, მაგრამ, ცდებით. უხეში ჯაგრისი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინეთ თუ ეს თავად სტომატოლოგმა გირჩიათ მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. ეს ძირითადად მათ ჭირდებათ ვისაც სწრაფად უჩნდება ნალექი ან ბევრს ეწევა. ჩაისა და ყავის მოყვარულებს კი სტანდარტული და რბილი ჯაგრისიც ეყოფათ ნალექის მოსაშორებლად.
არასწორად შერჩეული ჯაგრისი
კარგი ჯაგრისი არის ის, რომელსაც ხშირი ჯაგრულები აქვს. ხშირად გვთავაზობენ სხვადასხვა რეზინის ჩანართებისა და დანამატების მქონე ჯაგრისებს მათი სხვადასხვა ადგილას განლაგებით მაგრამ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია! თუ კარგი ჯაგრისის შეძენა გსურთ აირჩიეთ ჯაგრისი რომელსაც ხშირი ჯაგრულები აქვს!
არ აქცევთ ყურადღებას ღრძილების სიხლდენას
თუ კბილების გახეხვის შემდეგ კბილის პასტასთან ერთად სისხლსაც ამჩნევთ ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია. აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, გამოიყენეთ ღრძილების სამკურნალო კბილის პასტა და სავლებები! მსგავსი პრობლემა შეიძლება წლების მანძილზე გქონდეთ და არ გაწუხებდეთ მაგრამ სამწუხაროდ მას საკმაოდ ცუდი შედეგი მოსდევს, მაგალითად როგორიციაა პაროდონტოზი და კბილების დაკარგვა.
არ მკურნალობთ კარიესზე სანამ არ აგტკივდებათ
თუ კბილებზე კარიესის კვალს ამჩნევთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს, მისი მოცილება გაცილებით იოლია და უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე კარგად დაზიანებული მტკივანის კბილის შემთვევაში!
ცხელსა და ცივ ტემპერატურებს შორის მკვეთრი ცვლილებები
თუ კბილების დაზიანება გსურთ ნაყინს ცხელი ჩაი მიაყოლეთ! ხოლო თუ გინდათ მათი ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოთ, სხვადასხვა ტემპერატურის საკვებს ერთდროულად ან მოკლე შუალედებით ნუ მიირთმევთ. ასეთი ცვლილებები მიკრო ბზარებსაც იწვევს რაც შესანიშნავი წინაპირბაა კარიესის დასაწყებად!
ძალიან ხშირად იყენებთ ელექტრო ჯაგრისებს
ელექტრო ჯაგრისი კარგად ასუფთავებს კბილებს ნალექისგან თუმცა მათი ჯაგრისის მოძრაობის გაკონტროლება არ შეიძლება, ჯაგრისიც საკმაოდ უხეშია და ეს ემალს აზიანებს. ამიტომ თუ ძალიან გიყვართ თქვენი ელექტრო ჯაგრისი, ის კვირაში მხოლოდ ორჯერ გამოიყენეთ.
არ დადიხართ კბილის პროფესიულ წმენდვაზე
კბილების პროფესიონალური წმენდვა თქვენს კბილებს ბუნებრივ ფერს დაუბრუნებს და მათ ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს, რადგან წმენდვის შემდეგ კბილებზე სპეციალური სიტხის დატანა ხდება რომელიც მიკრო ბზარებს აღადგენს!
არ იყენებთ კბილის ძაფს
ალბათ არაერთხელ ურცევია სტომატოლოგს თქვენთვის – შეგეძინათ კბილის საწმენდი ძაფი… შეიძინეთ?!… ალბათ არა! მაგრამ თუ კბილებს შორის არსებული ადგილების ეფექტურად წმენდვა გსურთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს შენაძენი, მისი დღეში ერთხელ მაინც გამოყენება თქვენი კბილების ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებს!