Connect with us

თავის მოვლა

შეურიეთ დაფქულ მწვანე ჩაიში ზეითუნის ზეთი და უკვე 20 წუთში დატკბით მიღებული შედეგით

გსურთ, სახლის პირობებში ჩაიტაროთ ისეთი გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სწრაფი ეფექტით გამოირჩევა? თუ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ ინსტრუქციას ზუსტად დაიცავთ, პირობას გაძლევთ, სასურველი შედეგი მინიმალურ დროში უკვე თვალსაჩინო იქნება.

15-20 წუთიანი რეგულარული პროცედურების შედეგად თქვენი კანი გაცილებით გლუვი, ნაზი და ლამაზი გახდება, ნაოჭები ზომაში საგრძნობლად შემცირდება და ის, რეალურ ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულ იერსახესაც შეიძენს.

გამაახალგაზრდავებელი პროცედურა სახლის პირობებში

  1. სასურველი ეფექტის მისაღებად არჩევანი უნდა შევაჩეროთ აუცილებლად მაღალხარისხიან მწვანე ჩაიზე. ფოთლები კარგად უნდა დაიფქვას ყავის საფქვავის გამოყენებით.
  2. მწვანე ჩაის დაფქული ფოთლებისგან უნდა მოვამზადოთ მაცერატი. დაასხით მას იმ რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რომ ფოთლები მთლიანად დაიფაროს, კარგად გადაურიეთ და დააყოვნეთ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, რათა ზეთმა სასარგებლო ნივთიერებები ბოლომდე გამოიწოვოს. თუ ლოდინის დრო არ გაქვთ, მზა ნარევი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე დაახლოებით 3 საათით, აუცილებლად ურიეთ პერიოდულად.
  3. ამ დროში ზეითუნის ზეთი გაჯერდება ბიოლოგიურად აქტიური არაერთი სასარგებლო ნივთიერებით. რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში დაყოვნებული ეს ნარევი უნდა გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში, რომელშიც სკრაბს მოვამზადებთ.
  4. ძალიან პატარა ულუფებით მასაში უნდა ჩავამატოთ სიმინდის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ მივიღოთ ფაფისებრი მასა. გამაახალგაზრდავებელი სკრაბი მზად არის!
  5. მზა ნარევი ტენიან კანზე უნდა წავისვათ ნელი წრიული მოძრაობებით და დავიტოვოთ სამოქმედოდ დაახ. 15-20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.
  6. ეს ნიღაბი-სკრაბი პირველივე პროცედურის შემდეგ დაარბილებს კანს, გახდის მას ძალიან ნაზს, გააგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს, გაათანაბრებს კანის ტონს, მოამარაგებს მას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ღრმა სიბერემდე ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელი წინაპირობაა.

მინდა აქვე გითხრათ, რომ ამ საშუალების ეფექტურობა დროით არის დამტკიცებული და ის განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ აღმოსავლეთ ქვეყნების ლამაზმანებში სარგებლობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გამოცადეთ ეს საშუალება თავად და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.