Connect with us

სხვა

შეიძლება თუ არა მაღაზიაში შეძენილი კარტოფილის დათესვა?!

ახლოვდება კარტოფილის თესვის სეზონი. იმისთვის, რომ შემოდგომაზე კარგი მოსავლით გავიხაროთ, აჯობებს თესვის ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ.

კარტოფილს პირველ რიგში შესაფერისი მეზობლები უნდა შევურჩიოთ. ის არაჩვეულებრივ მოსავალს მოგვცემს თუ ლობიოსთან, ბროკოლთან, კომბოსტოსთან, სიმინდთან, ბადრიჯანთან, ნიორთან, ხახვთან, ბარდასთან, ბოლოკთან ან სალათის ფოთოლთან ერთად დათესავთ.

ყველაზე მთავარია ხარისხიანი სათესი მასალა შევარჩიოთ. ჩვეულებრივ დასათესი ბოლქვების შეძენა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში შეიძლება. მაგრამ, რა უნდა ვქნათ თუ დასათესი მასალა ხელთ არ გვაქვს, ან უარესი – თუ ის გაფუჭებული აღმოჩნდა?! მოგვცემს სუპერმარკეტში ნაყიდი კარტოფილი კარგ მოსავალს?! რით განსხვავდება სასოფლო- სამეურნეო მაღაზიებში შეძენილი კარტოფილი – მაღაზიაში ნაყიდისგან?!

როგორი კარტოფილი უნდა დავთესოთ

კარტოფილის გამრავლება ორი გზით შეიძლება. თესლით: დამტვრიანების შემდეგ ყვავილში ნაყოფი ჩნდება, რომელშიც თესლი ყალიბდება. ვეგეტატიური: ბოლქვების გამოყენებით.

ბუნებამ ბოლქვები იმისთვის შექმნა, რომ მცენარის სიცოცხლე გაეგრძელებინა. გაიხსენეთ გაზაფხულზე ბოლქვები როგორ ღივდებიან და წანაზარდები უჩნდებათ.

კარტოფილის ბოლქვებიდან გაზრდით ბევრი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე გენს ვამრავლებთ. ბოლქვები – ეს პირველი “დედა ბუჩქის” ერთგვარი კლონებია. ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზმს – კარტოფილსაც ასაკობრივი ზრდა არ უხდება! წლების განმავლობაში ბოლქვში ვირუსები და სხვადასხვა პათოგენები გროვდება. სპეციალისტების აზრით, ჩვეულებრივ, 5-7 წლიან პერიოდში – კარტოფილი ბერდება.

რას წარმოადგენს სათესლე კარტოფილი?!

1. პირველი რეპროდუქცია

სათესლე მასალისგან სასათბურე პირობებში იღებენ მცირე მოსავალს – მიკრო ბოლქვების სახით. პირველი რეპროდუქცია – ეს არის სათესლე კარტოფილი, რომელიც ამ მინი ბოლქვებისგან მიიღეს. ის განსხვავდება არაჩვეულებრივი ხარისხით, ინარჩუნებს სახეობის ყველა დადებით თვისებას, იდეალურია მომავალ წელს დასათესად.

2. მეორე რეპროდუქცია (სუპერ ელიტა)

კარტოფილი რომელიც მომავალ წელს დათესილი პირველი რეპროდუქციისგან მიიღეს. ინახავს სახეობის ყველა მახასიათებელს, მაგრამ მოსავლიანობა გაცილებით დაბალი ექნება, ვიდრე პრიველ რეპროდუქციას აქვს.

3. მესამე რეპროდუქცია (ელიტა)

მეორე რეპროდუქციის დათესვის შედეგად მიღებული მოსავალი რომელიც გაცილებით იაფი ღირს რადგან ხარისხითაც გაცილებით დაბალია.

ღირს დასათესი კარტოფილის სუპერმარკეტში შეძენა?!

მაღაზიაში შეძენილი კარტოფილი შეიძლება დიდად არ განსხვავდებოდეს მესამე რეპროდუქციის კარტოფილისგან. თუმცა არსებობს ნიუანსები რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. მართალია ეს კარტოფილი შეიძლება საკვებად ვარგოდეს და ასაკიც კარგი ქონდეს, მაგრამ, არსებობს შანსი, რომ ის დაავადებული იქნება.

ბოლქვებში შეიძლება ფიტოფტორა, ალტერნარიოზი ან კარტოფილის სხვა დაავადებები იმალებოდეს. პერსპერქტივაში ეს ცუდ მოსავალს არ გპირდებათ, უბრალოდ შეიძლება ნიადაგში დაავადება შეიტანოთ, რომელიც შემდეგ ძნელად მოსაცილებელი იქნება. ამიტომ, როდესაც დასათეს ბოლქვებს ყიდულობთ – კარგად დაათვალიერეთ, თუ საჭიროა გაჭერით კიდეც.

მაღაზიებში ხშირად გვხვდება ისრაელიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი კარტოფილი რომელიც ჩვენს პირობებში დასათესად შეიძლება განკუთვნილი და ადაპტირებული არ იყოს.  ამიტომ აჯობებს, დასათესი კარტოფილი სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში შეიძინოთ. ამ შემთხვევაში იმაში მაინც იქნებით დარწმუნებული, რომ მასალა ადგილობრივია.