Connect with us

ჯანმრთელობა

შავი ბოლოკი თაფლით – უებარი წამალი ხველის დროს

დიდი ხანია შავი ბოლოკი და თაფლი ყველაზე საიმედო ანტიმიკრობულ საშუალებად ითვლება. მას სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებენ, მათ შორის ხველისა და ბრონქიტის დროს. ბოლოკი თაფლით – ეს შესანიშნავი საშუალებაა რომელიც ათწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა დაავადებულთა სამკურნალოდ. არსებობს მისი მომზადების რამდენიმე რეცეპტი.

1. აიღეთ 1 ცალი საშუალო ზომის შავი ბოლოკი, კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ზედა ნაწილი რომელიც შემდეგ თავსახურის მოვალეობას შეასრულებს. გამოიყენეთ თხელი და ბასრი დანა რათა ბოლოკიდან შუაგული ამოვჭრათ. ამოიღეთ რბილობი ბოლოკის შუაგულიდან და მასში ორი ჩაის კოვზი თაფლი ჩაასხით, ზემოდან კი წაჭრილი თავი დაახურეთ. თაფლი პირამდე არ უნდა ფარავდეს ბოლოკის შიგნეულს, აუცილებლად დატოვეთ ადგილი წვენის წარმოსაქმნელად. დატოვეთ თაფლიანი ბოლოკი 12 საათით და შემდეგ მისი შიგთავსი დალიეთ.

ეს წვენი დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე – ზრდასრულებმა 1 სუფრის კოვზი. ბავშვების დოზა კი 1 ჩაის კოვზი გახლავთ – დღეში 3-ჯერ. 1 ცალი ბოლოკი შეგიძლიათ სამი დღის განმავლობაში გამოიყენოთ, შემდეგ კი ახლით ჩაანაცვლეთ.

2. არსებობს მომზადების უფრო გამარტივებული მეთოდიც. აიღეთ დიდი შავი ბოლოკი, კარგად გარეცხეთ და გათალეთ. გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გამოწურეთ მარლით და აურიეთ 2 სუფრის კოვზ თაფლთან. თაფლი სწრაფად გაიხსნება და სასმელიც მზად იქნება მოხმარებისთვის.

3. რამდენიმე საშუალო ზომის ბოლოკი გარეცხეთ და გაფცქვენით, დაჭერით პატარა თხელ ნაჭრებად ან კუბებად. ჩააწყვეთ ჭურჭელში და დაასხით თაფლი. 12 საათის შემდეგ ბოლოკი ბევრ წვენს გამოუშვებს, რომელიც ჭამამდე უნდა მიიღოთ, დღეში სამჯერ – 1 სუფრის კოვზი. ასეთი მეთოდი უფრო ეკონომიურია და ბოლოკიც არ ხმება.

ბოლოკი თაფლით ბავშვებისთვის

ამ წამლის ბავშვისთვის მიცემა – 1 წვეთიდან უნდა დაიწყოთ. დოზა ყოველ დღე 2 წვეთით გაზარდეთ და ის 1 სუფრის კოვზამდე მიიყვანეთ. ბავშვს წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დაალევინეთ.

თაფლზე ალერგია გაქვთ?!

მათთვის ვისაც თაფლზე ალერგია აქვს, ამ წამალს შაქრით ამზადებენ.

აიღეთ საშუალო ზომის შავი ბოლოკი, გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოაყარეთ შაქარი და ჩადევით ქვაბში, დაახურეთ თავი. აცხვეთ 100-120 გრადუს ტემპერატურაზე – 2 საათის განმავლობაში. როდესაც ბოლოკი გაცივდება, გაწურეთ წვენი და ნარჩენები კი გადაყარეთ. რეკომენდებული 1-2 ჩაის კოვზის დალევა, დღეში სამჯერ.

კიდევ რისთვის გამოიყენება შავი ბოლოკისა და თაფლის წვენი?!

ექიმები ნელ-ნელა უბრუნდებიან მკურნალობის უძველეს, ხალხურ მეთოდებს. შავი ბოლოკისა და თაფლის წვენის გამოყენების რეკომენდაციას ექიმები: ხმის ჩახლეჩის, მშრალი ხველის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ყივანახველასა და ბროქნიტის დროს გვირჩევენ. შავი ბოლოკი ავადმყოფობის შემდეგ, ორგანიზმის სწრაფად აღდგენაშიც გვეხმარება.