Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაზე ჭუჭყიანი ადგილები სახლში, რომლის შესახებაც ვერც წარმოიდგენდით

ყოველ ჯერზე როდესაც ხელებს იბანთ სააბაზანო ოთახს იყენებთ. თვლით რომ იქ სისუფთავეა ხომ ასეა? არ იჩქაროთ! არსებობს რამდენიმე ადგილი თქვენს სახლში, სადაც საშიში მიკრობები იმალებიან და თქვენ თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ მათთან შეხების შემდეგ ხელები კვლავ უნდა დაიბანოთ. ყურადღებით წაიკითხეთ ამ ადგილების შესახებ და არ დაგავიწყდეთ აბაზანის ნიჟარის გაწმენდა.

ჭიქა კბილის ჯაგრისებისთვის

როგორც წესი კბილის ჯაგრისებს ყველა აბზანაში ინახავს. ჭიქა რომელშიც ჯაგრისს ვდებთ დროდადრო უნდა გაირეცხოს. აღმოჩნდა, რომ ამ ჭიქაში შეიძლება საშიში მიკრობები (მაგალითად სტაფილოკოკი), ობი და მსგავსი საშინელებები ცხოვრობდნენ. იმისთვის, რომ მათგან გათავისუფლდეთ ჭიქა კვირაში მინიმუმ ორჯერ გარეცხეთ ცხელი საპნიანი წყლით.

აბაზანის ნოხი

აბაზანის ნოხი სველ იატაკზე დევს, ნელა შრება და არაჩვეულებრივ ადგილს წარმოადგენს ბაქტერიებისა და ობისთვის. იმისთვის, რომ თქვენი ნოხი სტერილური იყოს არ დაგავიწყდეთ მისი გაშრობა, ასევე შეგიძლიათ მასზე საკვები სოდა დაყაროთ და 30 წუთით დატოვოთ,  დროის გასვლის შემდეგ კი გარეცხოთ.

სამზარეულოს ნიჟარა

შეიძლება გაგიჭირდეთ წარმოდგენა მაგრამ, სამზარეულოს ნიჟარაში ტუალეტზე მეტი ბაქტერიებია. მასში უმ ხორცს და ჭუჭყიან ჭურჭელს რეცხავთ. ეს ბაქტერიების საბადოა და მის გასარეცხად საპონი და წყალი საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში ლიმონის წვენისა და თეთრი ძმრის ხსნარი დაგჭირდებათ. კვირაში ერთხელ მაინც ამოავლეთ ამ ხსნარში ძველი კბილის ჯაგრისი და კარგად გახეხეთ.

მაცივრის რეზინი

მაცივარი რეგულარულად უნდა წმინდოთ. არ დაგავიწყდეთ კარების შესახებ, იქ ობი ძალიან ხშირად ჩნდება. მაცივრის რეზინი თეთრი ძმრისა და წყლის ნაზავით კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ. ხსნარი პულივიზატორში ჩაასხით და რეზინი დაამუშავეთ, დატოვეთ 5 წუთი, შემდეგ კი სუფთა ნაჭრით გაწმინდეთ და დააცადეთ გაშრობა.

ნოხი კარის წინ

თქვენი ფეხსაცმელი სუფთად კი შეიძლება გამოიყურეოდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი ჭუჭყი გროვდება ნოხზე რომელზეც ფეხებს ყოველდღე იწმენდთ. თუ ფეხსაცმელს კართან არ ტოვებთ, ეს ნიშნავს რომ მიკრობები მთელს სახლში დაგაქვთ.

მოაპილასოსეთ ნოხი და სოდიანი ხსნარი მიაშხურეთ. არ დაგავიწყდეთ ნოხის ქვედა მხარის გამოწმენდაც.

მობილური ტელეფონი

წარმოიდგინეთ რამდენჯერ აგიღიათ ტელეფონი დაუბანელი ხელებით რომლითაც საფულეს ეხებოდით, რამდენჯერ დაგვარდნიათ ის იატაკზე და მისი აღების შემდეგ ხელი სახეზე მიგიდიათ. მობილურ ტელეფონზე სტაფილოკოკი და სალმონელას ჩხირებიც შეიძლება აღმოჩნდეს. ტელეფონიდან მიკრობების მოსაცილებლად კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ. შემდეგ მობილური ტელეფონი სველი ხელსახოცით გაწმინდეთ.

სათამაშოები შინაური ცხოველებისთვის

თუ ფუმფულა მეგობარი გყავთ, მას ალბათ ბევრი სათამაშოებიც ექნება, რომელიც მთელს სახლშია მიმოფანტული, ამ სათამაშოებზე უამრავი მიკრობია და მათ თქვენი ფუმფულა მეგობარი მთელს სახლში ამრავლებს. პლუშის სათამაშოები გასარეცხად სარეცხ მანქანაში შეყარეთ, მაგრამ გავლების დროს თეთრი ძმარი და სოდა დაუმატეთ. მაგარი სათამაშოები კი სათლში ჩაყარეთ, დაასხით წყალი და თეთრი ძმარი. გაამშრალეთ ისინი და თბილ წყალში გაავლეთ.