Connect with us

ჯანმრთელობა

ღირს თუ არა კბილების გახეხვის დროს ენიდან ნადების მოშორება

ყველასთვის ცნობილია, რომ კბილები დღეში 2–ჯერ უნდა გავიხეხოთ, ასევე კბილის ძაფი გამოვიყენოთ. მაგრამ რამდენად რეგულარულად უნდა გავიწმინდოთ ენა? კითხვას სხვანაირად დავსვამთ: ოდესმე ასე მოქცეულხართ? სინამდვილეში, ბევრი ადამიანი ენას არ იწმენდს, თუმცა ბოლო დროს ამ პროცედურის ყოველდღიურად ჩატარების მომხრეების რიცხვი გაიზარდა. ითვლება, რომ ეს სასარგებლო რჩევა პირის ღრუში ბაქტერიებს გვაშორებს, სუნთქვას აჯანსაღებს და გემოს რეცეპტორებს ააქტიურებს. ცხარე ცხარე გვეჩვენება, ხოლო მჟავე – მჟავე და ა.შ.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ღირს თუ არა ყოველდღე კბილების გახეხვის დროს ენის გაწმენდა. ენის წმენდა დროის ფუჭი ხარჯვაა თუ არა? პასუხი ერთმნიშვნელოვანი არაა და დამოკიდებული იმაზეა, თუ რა ეფექტს ელოდებით ამ პროცედურისგან.

ებრძვის თუ არა ენის წმენდა პირის ღრუს უსიამოვნო სუნს?

დიახ, ეს ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც ამის გაკეთება ღირს.

დღის ბოლოს ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერიები, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ, გროვდება. მათ მოსაშორებლად ენის გაწმენდა ყველაზე მარტივი და აშკარა მეთოდია. ზოგ ადამიანში ბაქტერიული ნადები უფრო მეტად გროვდება, ამიტომ მათთვის პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად ენის წმენდა აუცილებელია.

ზოგ ადამიანს აქვს ე.წ. „გეოგრაფიული ენა“, განივი ღარებით ან ნახეთქებით. ასეთ ენაში ბაქტერიები უკეთ იმალება. ამ შემთხვევაში სჯობს ენა ყოველდღე გაიწმინდოთ. ენის წმენდა პირის ღრუს უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. მეცნიერების აზრით, ეს ამ პროცედურის ერთადერთი პლიუსია და სარგებელი ამით მთავრდება.

საჭიროა თუ არა სპეციალური საფხეკი?

თუ შეგვიძლია კბილის ჯაგრისი გამოვიყენოთ? ასე აკეთებს ბევრი, მაგრამ ჯაგრისი კბილების მყარი მინანქრის გასაწმენდად არის შექმნილი, ამიტომ ჯაგრისები მეტნაკლებად რბილია. ხოლო ენის საწმენდად რაღაც მყარი გვჭირდება, რადგან ენა რბილია. სწორედ  ამიტომ, ენის საწმენდად სპეციალური საფხეკი უფრო ეფექტურია იქნება.

რას არ უნდა ელოდოთ ენის წმენდისგან?

არსებობს მოსაზრება, რომ ენის წმენდა ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრას ამცირებს, რაც თავის მხრივ, იმუნიტეტს ზრდის და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ასევე ზოგადად ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. სინამდვილეში, საფხეკის გამოყენებით ბაქტერიების მხოლოდ ერთ ჯგუფს ებრძვით, რომლებიც მხოლოდ ენაზე ცხოვრობენ. თქვენს ენაზე განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ ამ ადგილზე გარკვეული ტიპის ბაქტერიები თავს კარგად გრძობენ.

თუ ცუდი სუნთქვის პრობლემა არ გაწუხებთ ან უბრალოდ ამის დრო არ გაქვთ, ენის წმენდაზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობა აუცილებელი არაა. თუმცა პროცედურის შემდეგ სიჯანსაღის და სისუფთავის შეგრძნება საკმაოდ სასიამოვნოა. სამედიცინო პრაქტიკაში მეცნიერულად დამტკიცებული არაა, რომ ენის წმენდა კარგი განწყობის და შესანიშნავი ჯანმრთელობის მიზეზია.