Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო სასმელი – 2 ყლუპი დღეში

ბევრი მტანჯველი დაავადება არსებობს, მათი მკურნალობის პროცესი საკმაოდ რთულია და ამ პროცესში დაავადებულ უჯრედებთან ერთად ბევრი ჯანმრთელი უჯრედიც იღუპება. ამბობენ, რომ 95% შემთხვევებში ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ, რუდოლფ ბროისი არასდროს თანხმდება ასეთ აზრს! ავსტრიელი მეცნიერი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას გვთავაზობს ამ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. აბების ნაცვლად მეცნიერი წვენის დალევას გვთავაზობს.

ასეთი მიდგომის წყალობით უკვე 45 000 ადამიანზე მეტი გამოჯანმრთელდა. ეს ორიგინალური კურსი 6 კვირის განმავლობაში მხოლოდ წვენების მიღებას მოიცავს. ასეთი მკურნალობა მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ შეიძლება, ჩვენ გთავაზობთ ამ გამაჯანსაღებელი პროგრამის გაიოლებულ ვერსიას – მსუბუქი საკვებითა და ერთკვირიანი ხანგრძლივობით. ამის შემდეგ საჭიროა წვენი თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ – სულ რაღაც 2 ყლუპი დღეში.

ჭარხლის სასმელი

რატომ აირჩია რუდოლფ ბროისმა სწორედ ეს ბოსტნეული?! ჭარხალი – მდიდარია ანტიოქსიდანტებით, В1, В2, В6 და С ვიტამინებით, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავებით, ნატრიუმით, თუთიით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, კალცითა და მეგასასარგებლო პროდუქტიც მივიღეთ.

ჭარხალს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, კურნავს მთელ რიგ დაავადებებს და გახდომის ბევრი ჯანმრთელი მეთოდის მთავარი შეამდგენელი ნაწილია. მასში შემავალი ბეტაინი კი სასარგებლოამლეიკემიის პროფილაქტიკისთვის.

როგორ მოვამზადოთ წვენი

აუცილებლად გამოიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მათი შეძენა იმ ფერმერებთან შეიძლება, რომლებიც ბოსტნეულისა და ხილის გასაზრდელად პესტიციდებს არ იყენებენ.

  • 300 გრამი ჭარხალი
  • 100 გრამი სტაფილო
  • 100 გრამი ნიახური
  • 30 გრამი ბოლოკი
  • 40 გრამი კარტოფილი

კარტოფილს მხოლოდ ღვიძლის სიმსივნის პროფილაქტიკის შემთხვევაში ამატებენ. გახეხეთ ყველა ბოსტნეული, გამოწურეთ წვენი, გაწურეთ რამდენჯერმე. ეს არ არის თქვენი დღიური ნორმა: მოხმარებული წვენის რაოდენობა შიმშილის შეგრძნებით განისაზღვრება. ყოველდღიური მაქსიმალური რაოდენობაა: 500 მილიგრამი.

პროფილაქტიკის დროს თქვენ წონას დაკარგავთ, მაგრამ ეს კატასტროფული არარის თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ! დილით დალიეთ 100 მილიგრამი ცივი თირკმლის ჩაი, ზუსტად 60 წუთის შემდეგ – 2 ჭიქა კრაზანას, სალბის, პიტნის და ლიმონის ბალზამი, 30 წუთის შემდეგ – რამდენიმე ყლუპი მომზადებული ბოსტნეულის წვენი. ძირითადი საკვების მიღების დრო – სადილი – მსუბუქი უნდა იყოს!

მხოლოდ ჭარხლის წვენის დალევა არ შეიძლება, ის მხოლოდ ჩამოთვლილ ნაყენებთან ერთად უნდა მიიღოთ! მხოლოდ წვენების სმით მთელი დღით გაძლება ძალიან ძნელია ამიტომ შეგიძლიათ დღეში 1-2 პორცია ხახვის წვნიანი მიირთვათ. მისასალმებელია ფაფები, კეფირი (არ შეურიოთ მარცვლეულს) და სხვა მსგავსი იოლად ათვისებადი საკვები. დამატკბობლებისა და სასმელების მიღება იკრძალება.

რაციონში მეტი მწვანილიანი სალათები შეიტანეთ, მათში აუცილებელი მიკროელემენტები და ვიტამინებია. 1 კვირის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ, რადგან ორგანიზმი ტოქსინებისგან გათავისუფლდება. იმუნიტეტიც გაგიძლიერდებათ. თუ იგრძნობთ, რომ კურსის გაგრძელება შეგიძლიათ, მას კიდევ ერთი კვირა დაუმატეთ. მაგრამ კურსი ორ კვირაზე დიდხანს არ გააკეთოთ.

იმისთვის, რომ საჭმლის უკმარისობაზე არ ჩაიციკლოთ რუდოლფ ბროისი სასარგებლო საქმიანობითა და ჰობით დაკავებას გვირჩევს. ამის განხორციელება ძალიან რთულია მაგრამ, შეიძლება უფრო პასიური საქმიანობები შეარჩიოთ: სეირნობა, მუსიკა, კითხვა და ფილმები.

პროფილაქტიკის კურსის შემდეგ, ორგანიზმს რეჟიმიდან უსაფრთხო გამოსვლაში უნდა დაეხმაროთ: მიიღეთ 2 აბი ლუდის საფუარი დღეში სამჯერ, მიირთვით მეტი ნახევრად თხევადი და უმარილო საკვები. პროგრამის შემდეგ ამ სამკურნალო წვენის რეცეპტს ნუ დაივიწყებთ: დალიეთ დღეში 2 ყლუპი – ყოველდღე, რათა ეფექტი გამყარდეს და განაგრძოთ მძიმე დაავადებათა პროფილაქტიკა.