Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაზე მავნე ბოსტნეული: ეს სია გაგაოგნებთ

ჰარვარდის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. შედეგებს მიხედვით შეადგინეს ბოსტნეულის კულტურების სია, რომლის მიღებაც რეკომენდებული არაა ჭარბი წონის ან მისკენ მიდრეკილი ხალხისთვის. თუ მოხდენილი ფორმების შენარჩუნება გსურთ – ეს ბოსტნეული რაციონიდან გამორიცხეთ!

1. სიმინდი

ყველაზე კალორიული ბოსტნეული: 110 კალორია 100 გრამზე! კვლევის მონაწილებს შორის მათ, ვინც სიმინდს რეგულარულად მიირთმევდა, წელიწადში საშუალოდ 2 კგ მოიმატეს, ხოლო ანალოგიური რაციონის შემთხვევაში, ოღონდ სიმინდის გარეშე ხალხი წონას ინარჩუნებდნენ ან იკლებდნენ.

2. კარტოფილი

80 კალორია 100 გრამზე და უამრავი სახამებელი (უფრო ნაკლები, ვიდრე სიმინდში). ჩვენ ვსაუბრობთ მოხარშულ კარტოფილზე, შემწვარ კარტოფილსა და ფრიზე ლაპარაკიც არ ღირს.

3. მწვანე ბარდა

ერთი შეხედვით უვნებელი ბარდა 100 გრამზე 73 კალორიას და ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს. გარდა ამისა, თუ პირდაპირ ჭოტაკიდან შეჭამთ, ერთგვარი ნარკოტიკი ხდება, როგორც მზესუმზირა – გაჩერება გაგიჭირდებათ.

4. კომბოსტო კოლრაბი (კეჟერა)

ტრადიციულად კომბოსტო ბოსტნეულის დიეტის ერთ–ერთი მთავარი ინგრედიენტია, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ყველა კომბოსტო კარგი არაა. პეკინის კომბოსტო 100 გრამზე მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს, ხოლო კეჟერა 4-ჯერ მეტს!

5. ოხრახუში

არ ელოდით? რა თქმა უნდა, ბევრ ოხრახუშს არ შეჭამთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამზე 40–ზე მეტ კალორიას შეიცავს. გარდა ამისა, ოხრახუში მადას ზრდის და რაც მის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

6. ბადრიჯანი

მსხვილ ბადრიჯანში ალკალოიდ სოლანინი გროვდება, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების დარღვევა გამოიწვიოს.

7. ლობიო

გაშრობის და დიდხანს შენახვისას ლობიო ხშირად ობის თავშესაფარი ხდება. თან ამას გემოთი ან სუნით ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ ორგანიზმისთვის არც თუ ისე სასარგებლოა.