Connect with us

ყვავილები

ყვავილები, რომელთა სახლში გაჩერება კატეგორიულად არ შეიძლება

ცნობილია, რომ ოთახის მცენარეს სახლში გარკვეული ენერგეტიკა შემოაქვს. მათ ბევრი ნიშანი და ცრურწმენა უკავშირდება. გარდა ამისა, უფრო აშკარა მიზეზები არსებობს: ზოგიერთი სახლის ყვავილი შხამს გამოყოფს. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, თუ რომელი მცენარის გაჩერება არ შეიძლება სახლში. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საყვარელი ყვავილი ცუდი განწყობის და ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი ხდება.

რომელი ყვავილების გაჩერება არ შეიძლება სახლში

ბევრი მცენარის წვენი შეიცავს შხამიან ნივთიერებას, რომელიც შეიძლება ჰაერში გამოვიდეს. ოთახის ყვავილის არჩევას გონივრულად და სიფრთხილით მიუდექით. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პატარა ბავშვებს ან შინაურ ცხოველებს ეხებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მცენარეების სიას, რომელიც სახლში დაუფიქრებლად არ უნდა შეიტანოთ.

შროშანი

მიმზიდველი გარეგნობის გამო შროშანს სახლში ბევრი ზრდის. თუმცა ამ ყვავილის შეტანა საძინებელ ოთახში არ ღირს. საქმე იმაშია, რომ ღამით შროშანი ბევრ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ამიტომ ძილის დარღვევას იწვევს. არსებობს რისკი, რომ დილით თავის ტკივილით და დანგრეული გაიღვიძებთ.

ორქიდეა

თანამედროვე ინტერიერში ამ ყვავილს ხშირად იხილავთ. ორქიდეას ბევრი სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს. ეს ლამაზმანი, როგორც შროშანი, ძილის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. აირჩიეთ ოთახი, სადაც არავის სძინავს. აი, სამუშაო ოთახში, პირიქით, სარგებელს მოგიტანთ. მცენარე ნერვულ სისტემას აღაგზნებს და ამით შრომისუნარიანობას ზრდის.

გვიმრა

გვიმრა ორგანიზმზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც შროშანი. დღის ბნელ მონაკვეთში ბევრ ნახშირორჟანგს გამოყოფს, რაც თავის ტკივილს და ცუდ განწყობას იწვევს. გვიმრის სპორები ფოთლების ქვედა მხარეს მდებარეობს, რაც ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს. მცენარე შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის სახიფათო იყოს.

ჰორტენზია

ჰორტენზია ძალიან ლამაზი მცენარეა, რომელსაც ბურთის მსგავსი თანაყვავილედი აქვს. სხვადასხვა ფერის და შეფერილობის არსებობს. ალერგიულებმა სჯობს ჰორტენზიათი შორიდან დატკბენ. მცენარეზე ალერგიის მთავარი მიზეზი მტვერია, რომელიც ყვავილობის დროს მფრინავი ხდება.

დიფენბახია

მცენარეს თავისი დიდი ლამაზი ფოთლების გამო ძალიან მიმზიდველი გარეგნობა აქვს. საერთოდ, დიფენბახიას ოთახში ჰაერის გაწმენდის თვისება აქვს. და მაინც, თუ სახლში ბავშვები და შინაური ცხოველები ცხოვრობენ, არ იქონიოთ. მცენარე გამოყოფს წვენს, რომელსაც მოწამვლა შეუძლია. წვენის თვალში მოხვედრა მხედველობის დარღვევით გემუქრებათ.

ოლეანდრი

ლამაზი მცენარე ღია ჟოლოსფერი ყვავილებით განსაკუთრებით შხამიან მცენარეებს მიეკუთვნება. მისი ყველა ნაწილი (ფოთოლი, ყვავილი, ღერო, ფესვი) სახიფათო ნივთიერებას გამოყოფს. ყვავილობის პერიოდში არომატს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და განწყობის ზოგადი გაუარესება. მცენარის ეთერზეთს სახიფათო შხამების დასამზადებლად იყენებენ.

იელი

იელი ძალიან ლამაზია და უხვად ყვავილობს, თავისი მრავალფეროვანი ფერებით გამოირჩევა. ამ ფუმფულა სილამაზის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ინდური იელის ფოთლები და ნექტარი შეიცავს ტოქსინებს, რომლებიც მტკივნეულ შეგრძნებებს და კრუნჩხვებს იწვევს.

მარადმწვანე სურო

მცოცავი მცენარე საცხოვრებელ შენობებში ხშირად გვხდება. თუმცა მისი ნაყოფი და ფოთლები დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შიგნით მიღება ძლიერ მოწამვლას იწვევს, შეიძლება გონების დაკარგვა და სუნთქვის შეკავება გამოიწვიოს. სუროს ღია ფოთლები კატას ხშირად იზიდავს, რომელიც მისი გემოს გასინჯვას ცდილობს. ეს ძლიერ მოწამვლას და ცხოველის კვდომას გამოიწვევს.

კროტონი (კოდიეუმი)

რძიანისებრთა ოჯახის ეფექტური წარმომადგენელი, რომელიც გარეგნულად პატარა ხეს ჰგავს. ფოთლების ფერი ლიმონისფერიდან მუქ ყავისფერამდე მერყეობს. სახლის პირობებში პრაქტიკულად არ ყვავილობს. კროტონის წვენი კანზე მოხვედრისას დამწვრობას იწვევს. თუ წვენი შემთხვევით ორგანიზმში მოხვდება, ძლიერი მოწამვლის სიმპტომებს, ზოგჯერ გულის უკმარისობას გამოიწვევს.

ფურისულა

ფურისულა მარტივად მოსავლელი, უპრეტენზიო და მრავალფეროვანია, რის გამოც ძალიან უყვართ. ეს პატარა ყვავილი დიდი მზაკვარია. მის ფოთლებზე წვრილი ბუსუსები კანის ადგილობრივ გაღიზიანებას და ალერგიულ ქავილს იწვევს. ასევე ფურისულას ყნოსვა არ ღირს. ტოქსიკურობის გამო შეიძლება ღებინება და თავბრუსხვევა გამოიწვიოს.

მონსტერა

ბევრს მონსტერა შთამბეჭდავი გარეგნობის გამო უყვარს. თან ეს სილამაზე შეიძლება ძალიან დიდი გაიზარდოს. მონსტერას უკავშირდება ბევრი ცრურწმენა, მაგრამ მთავარი საფრთხე მათში არაა. მცენარეს სოკოს, ვირუსების და სახიფათო პათოგენების განადგურება შეუძლია, მაგრამ სუფთა სახით ორგანიზმში მოხვედრისას საჭმლის მონელების აშლილობას, კანზე დამწვრობას იწვევს.

ახლა უკვე იცით, თუ რომელი მცენარეების გაჩერება არ შეიძლება, თუ ალერგიული ხართ, პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ყვავილი გაქვთ, იზრუნეთ, რომ ზიანს არავის მიაყენებს.