სხვა
ქალური ენერგია: ნახეთ, როგორ უნდა გახდეთ ნამდვილი ქალღმერთი
თქვენ შეიძლება ქალურობის გასავითარებლად უამრავი წიგნი წაიკითხოთ და მაინც ვერაფერს გახდეთ. აქ, ძველი სიბრძნე დაგეხმარებათ. ვედების უძველესი საღვთო წერილების მიხედვით, თუ ქალი თავს უბედურად, უშნოდ გრძნობს და სიყვარულში არ უმართლებს – ენერგიის მხრივ რაღაც რიგზე არაა. საქმე დაღლილობას, ხასიათს ან ტემპერამენტს არ ეხება, არამედ ქალური ენერგიის შესახებ უძველეს გაგებას, რომელსაც შეუძლია ძალის, თავდაჯერებულობის, მიმზიდველობის მონიჭება. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ განავითაროთ ქალური ენერგია და მაქსიმალურად გააძლიეროთ.
ზოგიერთი დაბადებიდან ქალური ენერგიით სავსეა და მას მთელი ცხოვრება ინარჩუნებს. არასწორმა ქცევამ შეიძლება ენერგია დაცალოს. როგორ დავიბრუნოთ ქალური ენერგია, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა.
როგორ გავზარდოთ ქალური ენერგია
ვედების, უძველესი ინდუისტური წერილების თანახმად, რომელიც 5 ათასი წლის წინ დაიწერა, სამყარო ქალის ენერგიაზეა დაფუძნებული. სწორედ ქალის ენერგია მართავს ყველას ამ სამყაროში, სწორედ ის აკონტროლებს უზენაეს ღმერთს კრიშნას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი მარტივი სიტყვებით? იმას, რომ ქალი, ვისაც ასეთი ენერგია საკმარისად აქვს, თავს ბედნიერად და ლამაზად გრძნობს, მას პირად ცხოვრებასა და თვითშეფასებაში პრობლემები არ აქვს, მამაკაცებს უყვართ და მოწონთ.
სპეციალური მანტრები ქალის ენერგიის შევსებას ხელს უწყობენ. ვედებში შეგიძლიათ იპოვოთ რჩევა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა გააკეთოთ და რა არა, რომ ენერგია არ დაკარგოთ. ზოგიერთი მათგანი სპეციფიკურია და თანამედროვე ცხოვრებაში მისი გამოყენება რთულია, ზოგი კი ათასწლეულების შემდეგაც გონივრული და ლოგიკურია.
როგორ შევავსოთ ქალური ენერგია: 7 რჩევა ათასწლეულებით შემოწმებული
ვედებს არ მოსწონთ, რომ ქალი თავდაუხურავი დადის ან სხეულს (მათ შორის მაჯა ან ტერფი) უცხო მამაკაცებს აჩვენებს: ამით ქალური ენერგია „იჟონება“. სწორედ აქედან მოდის თავიდან ბოლომდე შეფუთვის აღმოსავლური ტრადიცია. რა თქმა უნდა, აღმოსავლელ ლამაზმანებს, ალბათ, არ მიბაძავთ. მაგრამ ვედებში სხვა რჩევებიც არსებობს, რომელიც მოწინავე ევროპელ გოგოს უფრო შეეფერება.
- სისუფთავეს ყურადღება მიაქციეთ – სახლში, ურთიერთობაში, ფიქრებში, ტანსაცმელში. ეს ფაქტორი როგორც მთვარის, ასევე მასთან დაკავშირებული ქალური ენერგიის დაკავებას ხელს უწყობს.
- სილამაზით შემოიფარგლეთ – ქალი, რომლის სახლშიც არაფერი ლამაზი არაა, რომელიც ლამაზ ტანსაცმელს არ ატარებს, თავის ქალურ ძალას და ენერგიას კარგავს.
- ენდეთ და გული გაუხსენით – ეს თქვენი ქალური ენერგიის შევსებას ხელს შეუწყობს.
- ზრუნვა – სხვა ზრუნვა ქალს ნამდვილად ქალურს ხდის.
- პასუხისმგებლობა გაანაწილეთ და დახმარების თხოვნის არ შეგეშინდეთ. თუ მამაკაცი რთული საქმის შესრულებით უფრო ძლიერი ხდება, ქალურ ენერგიაზე ტვირთი უარყოფით გავლენას ახდენს.
- თვითგანვითარებაზე იზრუნეთ – რაც უფრო მეტი იცის ქალმა, მით უფრო ძლიერია ქალური ენერგია.
- სინაზე ხშირად გამოიჩინეთ – აქ, ასახსნელი არაფერია.
ქალური ენერგიის მანტრა „ადი შაქტი“
კუნდალინში–იოგაში არის სპეციალური მედიტაცია ქალური ენერგიის გასაზრდელად. მის დროს იკითხება მანტრა, რომელიც მსოფლიოს დედას ან ადი შაქტის ეძღვნება, ის ღვთიურ ქალურ საწყისად ითვლება. შაქტის ბევრი მნიშვნელობა აქვს – ასე უწოდებენ ქალღმერთ,ს ინდუისტური ღმერთების მეუღლეს, დიდ ღვთიურ ენერგიას, ადამიანის შინაგან ენერგიას და მის ქალურ საწყისს.
მანტრა „ადი შაქტი“ მიმართული ქალური ენერგიის აღდგენისა და გაძლიერებისკენ. ითვლება, რომ ის არა მხოლოდ ჰარმონიას უწყობს ხელს, არამედ ქალს უფრო ძლიერს, მიმზიდველს და წარმატებულს ხდის. მისი დახმარებით ორჭოფობას მოიშორებთ და თქვენს მნიშვნელობას გააცნობიერებთ. გარდა ამისა, მანტრა რეკომენდებულია უსიამოვნო მოვლენის ან სასოწარკვეთის დროს – რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს.
ქალური ენერგიის მანტრის „ადი შაქტის“ წასაკითხად საჭიროა:
- მარტივ პოზაში დაჯექით (გადაჯვარედინებული ფეხები, გასწორებული ხერხემალი და ოდნავ წინ გადაწეული წელი – თავი კომფორტულად და მშვიდად უნდა იგრძნოთ);
- მუშტები შეკარით, ცერა თითი მუშტის შიგნით მოაქციეთ, ხელები იდაყვებში მოხარეთ (ნეკნებს არ მიადოთ);
- ხელები მხრების წინ მოათავსეთ, ხელისგულებით წინ და საჩვენებელი თითები ვერტიკალურად ზემოთ აღმართეთ (ეს უკანასკნელი უკავშირდება იუპიტერს, რომელიც სიბრძნეს, წონასწორობას და სიმშვიდეს იძლევა – ქალური ენერგიის მედიტაციისთვის ასეთი თვისებები მნიშვნელოვანია);
- თვალები დახუჭეთ და მანტრის გალობა დაიწყეთ.
მანტრის სიტყვები ქალური ძალისა და ენერგიისთვის:
ადი შაქტი ადი შაქტი ადი შაქტი ნამო ნამო
სერაბ შაქტი სერაბ შაქტი სერაბ შაქტი ნამო ნამო
პრიტამ ბაგვატი პრიტამ ბაგვატი პრიტამ ბაგვატი ნამო ნამო
კუნდალინი მატა შაქტი მატა შაქტი ნამო ნამო.
შეგიძლიათ თარგმნოთ შემდეგნაირად: „ქედს ვიხრი თავდაპირველი ძალის წინაშე, ქედს ვიხრი ყოვლის მომცველი ძალის წინაშე, ქედს ვიხრი შემოქმედის საწყისი ძალის წინაშე, ქედს ვიხრი დედა სამყაროს ღვთიური ძალის წინაშე“.
შეგიძლიათ თავად იმღეროთ ან ინტერნეტიდან მანტრა გადმოწეროთ და ჩართოთ. მანტრის შესრულების დრო შეზღუდული არაა.
კიდევ რა მანტრები არსებობს ქალური ენერგიის შესავსებად?
ერთ–ერთი ძლიერი მანტრა ქალური ენერგიის გასაზრდელად – ქალღმერთი მთვარის მანტრა, რომელიც დედა სამყაროს ენერგიას იზიდავს. სავსემთვარეობისას წაიკითხეთ, დედამიწისკენ მიმართულები ხელები, 12 წუთის განმავლობაში გაიმეორეთ შემდეგი სიტყვები: აუი შრი გაია ადი ჩანდრა აია ნამახ. ითვლება, თუ მანტრას 12 სავსე მთვარეზე ზედიზედ წაიკითხავთ, ასე ცხოვრებაში წარმატებას და სიმდიდრეს მოიზიდავთ.
კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მანტრა ქალური ენერგიის აღსადგენად – მწვანე ტარას მანტრა. ქალღმერთი ტარა, რომელსაც მრავალი სახე აქვს, კაცობრიობას არა მხოლოდ უსიამოვნებსგან იცავს, არამედ ყველა ქალს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარება. მათ ეხმარება, რომ თავი მიმზიდველად და სასურველად იგრძნონ, ორმხრივ სიყვარულს და ურთიერთობაში ჰარმონიას ჩუქნის. როგორც წინა მანტრა, ესეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვისგან შედგება. ესაა ომ ტარე ტუტტარე ტურა სოხა (სანსკრიტულ ენახე სვახა, რაც ითარგმნება, როგორც „დაე, ასე იყოს“ ან „დიდება“)
როდის გირჩევენ ტარას მანტრის წაკითხვას:
- თუ დაორსულებას ვერ ახერხებთლ
- თუ ქალური დაავადებები გაქვთ;
- თუ სიყვარულის ან ოჯახის შექმნას ვერ ახერხებთ;
- თუ მუდმივად გარეგნობით უკმაყოფილო ხართ – ქალური ენერგიის მანტრა დაგეხმარებათ გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში ეს მანტრა მოძებნოთ, გადმოწეროთ და სიტყვები გაიმეოროთ. ითვლება, რომ თითოეულ ქალს სახლში მწვანე ტარას სტატუეტი ან მისი გამოსახულება უნდა ჰქონდეს, თუ სურს, რომ ქალური ენერგია და სიყვარული მასთან იყოს.
კიდევ როგორ შეიძლება ქალური ენერგიის დაბრუნება?
ვედების საფუძველზე შეგვიძლია საკმაოდ მარტივი და თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული რჩევები შევაგროვოთ. მათი დახმარებით დაკარგულ ქალურ ენერგიას აღადგენთ და უფრო გააძლიერებთ.
- ხმას არ აუწიოთ და ყვირილზე არ გადახვიდეთ – თქვენი ქალური ენერგია ამით იკარგება;
- გრძელი კაბა ხშირად ჩაიცვით (მით უმეტეს, რომ მოდაშია) – ასე ქალურ ენერგიას გასვლის საშუალებას არ მისცემთ;
- საკუთარი თავი გაანებივრეთ – მასაჟი,, სილამაზის სალონის სტუმრობა, ახალი კაბის შეძენა თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებთ;
- მეგობრებს ხშირად ეკონტაქტეთ – ამ მომენტში წარმოქმნილი ენერგეტიკული ცვლა ქალურ ენერგიას აძლიერებს;
- კულინარიით დაკავდით, ორიგინალური რეცეპტებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ – ეს ქალურ ენერგიას აძლიერებს.