Connect with us

ჯანმრთელობა

ფრჩხილების გამაგრება საფუარით

ლამაზი მანიკური მოვლილი ხელების განუყოფელი ელემენტია. ჯანმრთელი ფრჩხილი გამძლე და ელასტიურია მაგრამ, დროდადრო ის მტვრევადი ხდება, რაც გასაკვირი არც არის, ჩვენ ხომ ჭურჭელს ქიმიური საშუალებებით ვრეცხავთ. შედეგად ისინი თხელდებიან, იმტვრევიან და ფენები უჩნდებათ. ეს პრობლემა მოგვარებადია თუ შესაბამის პროცედურას შეარჩევთ. ფრჩხილის გამაგრებასა და ზრდაზე დადებით გავლენას საფუარი ახდენს.

საფუარის აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რძე 0.5 ჭიქა
  • სწრაფად მოქმედი საფუარი – 2 ჩაის კოვზი
  • თაფლი – 1 ჩაის კოვზი

საგულდაგულოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი. ფრჩხილები ხსნარში 15 წუთით ჩაყავით, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით. ეს პროცედურა შეგიძლიათ დღეგამოჩვებით ჩაიტაროთ. რამდენიმე მოხმარების შემდეგ გაუმჯობესებას შენიშნავთ. ფრჩხილებს ჯანმრთელი შესახედაობა ექნებათ.

ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები ყოველთვის ალამაზებენ ხელებს. ჯანმრთელი ფრჩხილი უფრო სწრაფად იზრდება, მათ გაჯანმრთელებაში კი საფუარი ნამდვილად დაგეხმარებათ!