ჯანმრთელობა
ფარისებრი ჯირკვლები თითქოს თავიდან დაიბადნენ
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ორგანოა ჩვენს ენდოკრინულ სისტემაში.
მასზე უამრავი ფაქტორი გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანთან არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მაგალითად, გარემოს მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება პრაქტიკულად არ შეგვიძლია. მხოლოდ მისი შედეგების შემსუბუქებას თუ შევძლებთ.
ზოგიერთი ფაქტორი კონტროლს ექვემდებარება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობაზე სტრესის დონე გავლენას ახდენს. ეცადეთ, ნერვიულობის და დაძაბულობის წყარო მაქსიმალურად შეამციროთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობა ჩვენი ორგანიზმისთვის? საქმე იმაშია, რომ ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის რეგულაციასა და უჯრედების ზრდაზეა პასუხისმგებელი.
მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს არა იმიტომ რომ ბევრს ჭამს, არამედ იმიტომ, რომ მათ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ. ეს როგორ მუშაობს? ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს გამოყოფს, რომლებიც საჭმლის კალორიებს ენერგიად გარდაქმნიან.
თუ ფარისებრი ჯირკვლების პრობლემებში ეჭვი გეპარებათ, დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ და აუცილებელი შემოწმება და ანალიზები გაიკეთეთ.
წიწიბურას ფაფის სარგებელი
წიწიბურა უნიკალურ შესაძლებლობებსა და სასარგებლო ნივთიერებებს ფლობს. მინერალებით მდიდარი წიწიბურა რკინის, თუთიისა და გოგირდის წყაროს წარმოადგენს. მის ფაფაში ბევრი ამინომჟავაა, განსაკუთრებით ლიზინი, ტრეონინი და ტრიპტოფანი. სწორედ ეს ამინომჟავები იოდთან ერთად ჰორმონების ცვლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა ირღვევა და იქმნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიმსუქნე, შფოთვა, კანის სიმშრალე და დეპრესია.
წიწიბურას ფაფის სარგებელი უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია. ის სასარგებლო ნივთიერებების ნაკრებს მოიცავს და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გემრიელი და უნივერსალური წასახემსებელია.
რეცეპტი, რომლის გაზიარებაც გვსურს, წიწიბურას და კიდევ ენდოკრინოლოგიური სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ რამდენიმე პროდუქტს მოიცავს.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წიწიბურა
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 1 ჭიქა თაფლი
- ქიშმიში და გარგარის ჩირი
მომზადება:
1. ერთი ჭიქა წიწიბურა ყავის საფქვავში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.
2. ნიგოზი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ.
3. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ნარევით სავსე ქილა მაცივარში შედგით.
1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიირთვით. ქიშმიში და გარგარი შეგიძლიათ სურვილის მიხედვით დაამატოთ. განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების პროფილაქტიკის მიზნით სასარგებლოა.
ამ ნარევის დახმარებით ნივთიერებათა ცვლას დაარეგულირებთ და სხეულის ფორმებს წესრიგში მოიყვანთ. ამასთან თაფლი სტრესს გაუმკლავდება და თქვენს შრომისუნარიანობას გაზრდის.
ნიგოზი ძლიერ ანთების საწინააღმდეგო თვისებას ფლობს, ასევე სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.
რეცეპტი აუცილებლად სცადეთ და თქვენს ახლობლებსაც ურჩიეთ, რადგან ფარისებრი ჯირკვლების მდგომარეობაზე თქვენი ხანგრძლივი ცხოვრება და განწყობა არის დამოკიდებული. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.