Connect with us

ჯანმრთელობა

უნიკალური მცენარე გლერძა, რომლითაც მაღალჩინოსნებიც კი მკურნალობენ. ყველაფერი მკურნალი მცენარის შესახებ

გასაოცარია, რამდენად ცოტა რამ ვიცით მცენარის შესახებ, რომლის სახელიცაა „გლერძა“. ამ მცენარეს ხალხური მკურნალები ჯერ კიდევ ათასი წლის წინ იყენებდნენ. უძველესი სკვითები მას საერთოდ „უკვდავების ბალახს“ უწოდებდნენ და მცენარის რეცეპტს ცოლებისგანაც კი საიდუმლოდ ინახავდნენ. ითვლებოდა, რომ ქალებს მეზობელი ტომებისგან საიდუმლოს შენახვა არ შეეძლოთ.

საბჭოთა კავშირის დროს ამ მცენარის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ ელიტის რამდენიმე წარმომადგენელს შეეძლო ამ მეთოდით მკურნალობა. ამბობენ, რომ სტალინის ბრძანებით, რომელიც ათეროსკლეროზით იტანჯებოდა, გლერძას სამკურნალო თვისებები წარმატებით გამოიყენეს. მოგვიანებით გლერძათი მკურნალობდა ცეკას გენერალური დირექტორი იური ანდროპოვი, რომელსაც თირკმლების პრობლემები ჰქონდა.

ამ მცენარის სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების შესახებ ჩვეულებრივი ადამიანები მხოლოდ ახლა გებულობენ. ამ უნიკალური მცენარის შესახებ უფრო მეტი გაიგეთ, რომელიც დღეს უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ათეული წლის წინ.

გლერძა

გლერძა სამკურნალო მცენარედ ჯერ კიდევ უძველეს დროში აღიარეს, დიდი ხნით მანამდე, სანამ გლერძას მაკრო და მიკროელემენტების შესახებ ცნობილი გახდებოდა. აქ შეხვდებით კალციუმს, რკინას, სელენს, მაგნიუმს, კობალტს, თუთიას, მანგანუმს, მოლიბდენს და ქრომს.

მის სამკურნალო თვისებებს მკურნალები წარმატებით იყენებდნენ თირკმლის, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების სამკურნალოდ. მცენარით თავის ტკივილს და ნერვული სისტემის დაავადების მკურნალობას წარმატებით ახერხებდნენ. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გლერძას ნაყენით მკურნალობდნენ როგორც ხანდაზმულებს, ასევე ბავშვებს.

დღეს გლერძა ონკოლოგიური დაავადების დროსაც გამოიყენება. საქმე იმაშია, რომ ამ მცენარეს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ასევე კარდიომიოპათაას აფერხებს, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს უვითარდებათ.

გლერძას არტერიული წნევის დარეგულირების უნარის გამოც პატივს სცემენ. დამტკიცებულია, რომ მისი მიღება სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლდენას აჩქარებს. ამასთან ნაყენი შესანიშნავი ანტიდეპრესანტი, დამამშვიდებელი საშუალებაა. მას ოფლმდენი და შარდმდენი თვისებები გააჩნია, სიბერეს აფერხებს და კანს აახალგაზრდავებს.

გასაოცარი არაა, რომ ხალხურ მედიცინაში მისი გამოყენების ბევრი რეცეპტია შემონახული.

ჰიპერტონიის დროს რეკომენდებულია 1 ჭიქა ცხელ წყალს 2 ს/კ გლერძა დაუმატოთ და წყლის ორთქლზე 2 წუთით გააჩეროთ. გადაწურეთ, გააგრილეთ და დღეში 3-ჯერ 2 ს/კ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი 6 კვირა.

ათეროსკლეროზის დროს გლერძას გაწმენდილ ფესვებს არაყი ან სპირტი პროპორციით 1:3 დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წვეთი ნაყენი დალიეთ. ამასთან, ყოველი 10 დღიანი მიღების შემდეგ მომდევნო 10 დღე შეისვენეთ. შედეგის დანახვამდე კურსი გააგრძელეთ.

ორგანიზმის საერთო გაძლიერებისთვის ჩვეულებრივი ჩაი დააყენეთ, რადგან გლერძა იმუნიტეტს შესანიშნავად აძლიერებს. 2 ჩ/კ გლერძას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით დააყენეთ. თვეში რამდენიმე ასეთი ჭიქა ჩაი და გაციება აღარ შეგაწუხებთ.

სტრესის და ცუდი განწყობის დროს აბაზანას გლერძას ნაყენის რამდენიმე წვეთი და ციტრუსის ეთერზეთი დაუმატეთ. ასეთ აბაზანაში 20 წუთით ინებივრეთ და განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

ფიტოთერაპევტები დარწმუნებულნი არიან, რომ გლერძას მიღება უკუჩვენებულია ორსულებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მცენარის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აქვს. სწორედ ამიტომ, თავიდან მცენარის ფრთხილად გამოყენებით დაიწყეთ და რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს კონსულტანციისთვის მიმართეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.