Connect with us

საკითხავი

სხვადასხვა მოდელის სარეცხი მანქანის შეცდომების კოდები და მათი გაშიფვრა

სარეცხი მანქანის გამოგონებამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ბევრად გაამარტივა. ამ საოცარ ტექნიკას მრავალი სასარგებლო ფუნქცია აქვს, მათ შორისაა ხარვეზების თვითდიაგნოსტიკა. სარეცხი მანქანა გაუმართაობაზე ნიშანს კოდის სახით იძლევა. მოწყობილობის ეკრანზე მოცემული კოდის წყალობით შესაძლებელია ხარვეზების სწრაფად აღმოჩენა და აღმოფხვრა. თუმცა უნდა იცოდეთ, თუ რა სახის გაუმართაობაზე საუბრობს ესა თუ ის შეცდომის კოდი. მათ გაშიფვრაში Alltime.ge-ს რედაქცია დაგეხმარებათ.

სარეცხი მანქანა გაუმართაობაზე სიგნალს იძლევა

INDESIT, ARISTON

F01 – პრობლემა მთავარ ძრავაში მართვის ჯაჭვში მოკლე ჩართვის გამო.

F02 – ელექტროკონტროლერზე ტექნოგენერატორიდან ძრავის მუშაობის შესახებ სიგნალი არაა.

F03 – ტემპერატურის სენსორთან დაკავშირებული პრობლემა.

F04 – მანქანა წყლის დონის სენსორის გაუმართაობაზე სიგნალს იძლევა.

F05 – წყლის გადინებასთან დაკავშირებული პრობლემა.

F06 – სიგნალი CM სერიის ღილაკების გაუმართაობის შესახებ Ariston Dialogic–ის ხაზში.

F07 – მანქანა გაფრთხილებთ, რომ გამათბობელი ელემენტი წყალში ჩაძირული არაა.

F08 – გამათბობელი ელემენტის გაუმართაობა.

F09 – ელექტრონული მართვის გაუმართაობა.

F10 – წყლის დონის სენსორის მუშაობაში პრობლემა.

F11 – პრობლემა სადრენაჟე ტუმბოს მუშაობაში.

F12 – კომუნიკაციის პრობლემები ელექტროკონტროლერსა და ინდიკაციის მოდულს შორის.

F13 – შრობის მუშაობაში ხარვეზი (საკონტროლო ქსელი t0 გაუმართავია).

F14 – შრობის მუშაობაში ხარვეზი (შრობის სისტემა არ ირთვება).

F15 – შრობის მუშაობაში ხარვეზი (შრობის სისტემა არ ითიშება).

F17 – ჩამკეტის პრობლემები (კარი მჭიდროდ არ იხურება).

F18 – შეცდომა მიკროპროცესორის მუშაობაში.

CANDY

E01 – კარის ჩამკეტი მოწყობილობის ხარვეზი.

E02 – სიგნალი წყლის მიწოდების პრობლემის შესახებ: მისი დონე ნორმას ვერ აღწევს ან აჭარბებს.

E03 – წყლის სადინარის სისტემაში პრობლემა.

E04 – სიგნალი წყლის შევსების სისტემაში გაუმართაობის შესახებ: მისი დონე ნორმას აჭარბებს.

E05 – ტემპერატურის სენსორთან დაკავშირებული პრობლემები, წყალი არ თბება.

E07 – სიგნალი მთავარი ძრავის პრობლემის შესახებ (ტექნოგენერატორი გაუმართავია).

E09 – ძრავის გაუმართაობა (ლილვი არ ბრუნავს).

ASKO

E01, Motor fault – ხარვეზი მთავარი ძრავის მუშაობაში.

E02, Water inlet fault – სიგნალი წყლის დაგროვების პრობლემის შესახებ.

E03, Draining fault – წყლის სადინარ სისტემაში პრობლემა.

E04 – მანქანა სიგნალს იძლევა, რომ საკმარისი რაოდენობის წყლის დაგროვებას ვერ ახერხებს.

E05, E06 – წყლის გათბობის პრობლემა.

Door lock fault – სარეცხი მანქანის კარი მჭიდროდ დახურული არაა.

Floaming – გაზრდილი ქაფწარმოქმნა.

Overfilling, Over flov – სარეცხი მანქანის ავზში წყალი გადავსებულია.

Termistor fault – ტემპერატურის სენსორში გაუმართაობა.

Pressure sensor error – წყლის დონის სენსორში ხარვეზი.

SAMSUNG

E1 – წყლის დაგროვების პრობლემა.

E2 – წყლის სადინარის სისტემაში პრობლემა (წყლის გადინების დრო მწარმოებლის მიერ დადგენილი დროისგან განსხვავდება).

E3 – დაგროვებისას წყალმა „გადავსების“ დონეს მიაღწია.

E4 – სარეცხ მანქანაში ნორმაზე მეტი თეთრეულია ჩატვირთული.

E5, E6 – წყლის გათბობის პრობლემები.

E7 – ხარვეზი წყლის სენსორის მუშაობაში.

E8 – ტემპერატურის რეჟიმი დაცული არაა.

E9 – სიგნალი წყლის გაჟონვის შესახებ.

LG

PE – ხარვეზი წყლის დონის სენსორის მუშაობაში.

FE – ავზი წყლით გადავსებულია.

DE – კარის ბლოკირების პრობლემა (შეამოწმეთ, კარი მჭიდროდ დახურული თუა).

IE – წყლის დაგროვების პრობლემა: სარეცხი მანქანა საკმარისი სითხის დაგროვებას ვერ ახერხებს.

OE – სადინარის პრობლემები: მილის და ფილტრის მდგომარეობა შეამოწმეთ.

UE – დოლურის ბალანსი დარღვეულია.

TE – ტემპერატურის რეჟიმი დაცული არაა.

LE – პრობლემა საკეტის მექანიზმის მუშაობაში.

CE – სარეცხი მანქანა მთავარი ძრავის გადატვირთვაზე სიგნალს იძლევა.

E3 – სისტემას დატვირთვის განსაზღვრა არ შეუძლია.

AE – ავტომატური გამორთვის სისტემაში ხარვეზი.

E1 – წყლის გაჟონვა.

HE – გათბობის ელემენტი გატეხილია.

SE – სისტემამ მთავარი ძრავის გადამრთველში ხარვეზი აღმოაჩინა.

KAISER

E01 – ლუქის დახურვის სიგნალი არაა: რეცხვა შეჩერდება.

E02 – სიგნალი, რომ ავზის გავსების დრომ 2 წუთი გადააჭარბა. ამასთან სისტემა რეცხვას აგრძელებს.

E03 – წყლის გადინებამ 1,5 წუთს გადააჭარბა.

E04 – წყლის შევსების პრობლემა (გადავსებული ავზი). სისტემა რეცხვას წყვეტს და სადრენაჟე ტუმბოს რთავს.

E05 – წყლის შევსების პრობლემა. თუ 10 წუთის შემდეგ სენსორი „ნომინალური დონის“ შესახებ სიგნალს არ იძლევა, მანქანა რეცხვას წყვეტს.

E06 – წყლის გადინების პრობლემა. თუ 10 წუთის შემდეგ სენსორი „ცარიელი ავზის“ სიგნალს არ იძლევა, მანქანა რეცხვას წყვეტს.

E07 – წყლის გაჟონვა.

E08 – მკვებავი ქსელის პარამეტრი ნორმას არ შეესაბამება. მწარმოებელი გირჩევთ 190-253 ვოლტის ძაბვას.

E11 – ლუქის საკეტის გაუმართაობა.

E21 – მთავარი მექანიზმის სისტემის მუშაობაში პრობლემა. რეცხვა ჩერდება.

E31 – ტემპერატურის სენსორის გაუმართაობა (სავარაუდოდ, ეს მოკლე ჩართვამ გამოიწვია).

E32 – ტემპერატურის სენსორის გაუმართაობა (ჯაჭვების გაწყვეტა).

E42 – გაუმართაობა, ლუქი რეცხვის შემდეგ 2 წუთით დაბლოკილია.

ELECTROLUX, ZANUSSI

E11 – წყლის შევსების პრობლემა.

E13 – წყლის გაჟონვა.

E21 – წყლის გადინების პრობლემა, წყალი ავზიდან 10 წუთის განმავლობაში არ გასულა.

E23 – სიგნალი სიმისტორის დაზიანების შესახებ (სანიაღვრე ტუმბოს მართვის ელემენტი).

E24 – წყლის გადინების პრობლემა: სისტემა სანიაღვრე ტუმბოს მუშაობაში გაუმართაობა აღმოაჩინა.

E33 – წყლის დონის სენსორების არათანმიმდევრული მუშაობა.

E35 – წყლის შევსების პრობლემა. წყლის დონე ნორმას აჭარბებს.

E36 – სენსორის დაზიანება, რომელიც არასაკმარისი წყლის რაოდენობისას გათბობის ელემენტის ჩართვაზე გაფრთხილებთ.

E37 – წყლის I დონის სენსორის გაუმართაობა.

E39 – წყლის გადავსების დონის სენსორის გაუმართაობა.

E41 – სარეცხი მანქანის კარ მჭიდროდ დახურული არაა.

E42 – სისტემამ ლუქის ჩამკეტის ბლოკირება დააფიქსირა.

E43 – ბლოკირებული ლუქის სიმისტორის გაუმართაობა.

E44 – სისტემამ ჩამკეტი ლუქის სენსორის დაზიანება დააფიქსირა.

E45 – ლუქის მართვის სისტემაში გაუმართაობა (ელექტროკონტროლერში).

E51 – მთავარი ძრავის დაზიანება, რაც სიმისტორში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

E52 – ელექტროკონტროლერსა და ტექნოგენერატორს შორის კონტაქტი არაა.

E53 -მთავარი ძრავის მართვის სისტემაში პრობლემა.

E54 – მთავარი ძრავის რევერსიული რელეს ორი საკონტაქტო ჯგუფიდან ერთ–ერთის დაზიანება.

E61 – ტემპერატურის რეჟიმი დაზიანებულია, წყალი პროგრამით დადგენილ ტემპერატურას ვერ აღწევს.

E66 – სისტემამ გათბობის ელემენტის გადამრთველში გაუმართაობა აღმოაჩინა.

E71 – ტემპერატურის სენსორის პრობლემა (გაზრდილი წინააღმდეგობა).

E82 – სისტემამ სელექტორის (სპეციალური მოწყობილობა პროგრამების და ციკლის შესარჩევად) მუშაობის პრობლემები გამოავლინა.

E83 – სისტემამ სელექტორის მონაცემების წაკითხვისას შეცდომა აღმოაჩინა.

E84 – სარეცხი მანქანის კონფიგურაციის შეცდომა.

BOSCH

F01 – ლუქის კარი ღიაა.

F02 – წყალი არ ივსება.

F03 – წყალი არ გადის.

F04 – წყალი ჟონავს.

E02 – ძრავის პრობლემა.

E67 – პრობლემა მოდულის კოდირებაში.

HANSA

E01 – კარის დაკეტვის შესახებ მაკონტროლებელი სიგნალი არაა.

E11 – კარის ჩამკეტის კვების ქსელში სიმისტორის პრობლემა.

E02 – ავზი საჭირო რაოდენობის წყლით 2 წუთში ივსება.

E05 – ავზი საჭირო რაოდენობის წყლით 10 წუთში ივსება.

E03 – წყლის გადინების დრომ 1,5 წუთი გადააჭარბა.

E06 – წყლის გადინებიდან 10 წუთი გავიდა, მაგრამ მანქანა „ცარიელი ავზის“ სიგნალს არ იძლევა.

E09 – გაწურვის დროს ძალიან დიდი რაოდენობის ქაფი წარმოიქმნა, რომლის მოშორება ვერ მოხერხდა.

E04 – სიგნალი ავზის წყლით გადავსების შესახებ.

E31 – მოკლე ჩართვა ტემპერატურის სენსორში.

E32 – ტემპერატურის სენსორის დაზიანება.

E21 – მთავარი ძრავის დაბლოკვა.

EOB – მკვებავი ქსელის პარამეტრები დარღვეულია.

E22 – სიგნალი ბრძანების გარეშე მთავარი ძრავის ბრუნვის შესახებ.

E07 – წყლის დონე „აკვასტოპ“–ის სენსორმა წყლის გაჟონვა დააფიქსირა.

E42 – პროგრამა დასრულებულია, მაგრამ კარი 2 წუთით დაბლოკილია.

E52 – მეხსიერების ხარვეზები.

კარგია შპარგალკის ქონა, რომელიც საჭირო დროს დაგეხმარებათ. ახლა უკვე იცით, როგორ მოიქცეთ, თუ სარეცხი მანქანა შეცდომების კოდს გიჩვენებთ. სტატია შეინახეთ ისე, რომ არ დაკარგოთ. წარმატებები!