Connect with us

საკითხავი

სოდით რეცხვის მეთოდები ქსოვილის გასათეთრებლად და ლაქების ამოსაყვანად

ალბათ, სოდა სამზარეულოში ყველას აქვს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს კულინარიის მიღმა. ამავდროულად, საზრიანი დიასახლისები სოდას ჭურჭლის სარეცხად, სახლის დასალაგებლად და რეცხვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბოლო ვარიანტი ძალიან ეკონომიური და გარემოს მიმართ ლოიალურია.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ საწმენდი საშუალება არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ეკოლოგიური იყოს. მაღაზიაში ბევრი ქიმიური საშუალება იყიდება, ნაზი შემადგენლობა ცოტას აქვს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სოდა რეცხვისას, ასევე რამდენია საჭირო, რომ იდეალური სისუფთავის ეფექტს მიაღწიოთ.

როგორ გამოვიყენოთ სოდა რეცხვისას?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სოდა ძვირადღირებულ საშუალებებს ჩაგინაცვლებთ.

1. უცხო სუნის მოშორება

თეთრეულსა და ტანსაცმელზე უსიამოვნო სუნებს ბაქტერიები იწვევს. მათ მაღალი ტემპერატურის რეჟიმზე ხარისხიანი ფხვნილით მარტივად მოიშორებთ, თუმცა ყველა ქსოვილი 30-40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს. ყველა სარეცხი საშუალება არ შეიცავს სპეციალურ მყარ ფერმენტებს მიკრობებთან საბრძოლველად.

თუ ნივთს ძლიერ ჩამჯდარი სუნი აქვს (თამბაქოს კვამლი ან ოფლი), სოდიან წყალში ჩაალბეთ. 1 ჭიქა სოდა თბილ წყალში გახსენით და ნივთები მასში მთელი ღამით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. ასე ნივთები სუფთა გახდება და უსიამოვნო სუნიც გაქრება.

2. ძველი ნივთების განახლება

დროთა განმავლობაში ნივთებს, მაგალითად, პირსახოცებს შესამჩნევი შმორის სუნი აქვს. დროა, განაახლოთ. გარეცხვამდე ჰერმენტულ კონტეინერში სოდა და ნივთები მოათავსეთ. მინიმუმ 1 დღე გააჩერეთ. ესეც ასე, პირსახოცი ახალივითაა!

3. წყლის ხარისხის გაუმჯობესება

სოდა მჟავიანობის დონეზე (ph) გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, წყალი სოდასთან ერთად სარეცხ მანქანაში ნორმაში იქნება: არც ძალიან ტუტე, არც მჟავე. თუ სოდას ყოველი რეცხვისას დაუმატებთ, იაფი ფხვნილიც ეფექტურობით ძვირადღირებულს არ ჩამოუვარდება.

როგორ გავრეცხოთ სოდით სარეცხ მანქანაში?

სოდა სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ და აუცილებელიც არის. ეს ხრიკი თქვენს მოწყობილობას არ აზიანებს (როგორც სხვა დამხმარე საშუალებები), ამასთან თეთრეული უფრო ახალი და სუფთა ხდება. ნახევარი ჭიქა სოდა პირდაპირ დოლურას დაუმატეთ. სწორედ თეთრეულს დაუმატეთ და არა ფხვნილის ჩასაყრელ უჯრას. ეს კარგი გამოსავალია, თუ ფხვნილი შეიძინეთ, მაგრამ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. სოდა ჩამჯდარ ლაქებსაც გაუმკლავდება.

როგორ გავრეცხოთ სოდით ხელით?

თუ ნივთი კენკრით ან ბალახით დალაქავდა, სჯობს ხელით გარეცხოთ. სარეცხი მანქანა ასეთ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. რამდენიმე ჩაის კოვზი სოდა და წყალი აურიეთ. სოდის ფაფა ლაქაზე წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ. სარეცხი საშუალება ცივი წყლით ჩამორეცხეთ. თუ ჭუჭყის ნაწილი დარჩა, მოქმედება გაიმეორეთ. ნახევარი კოვზი სუფრის ძმარი მოქმედებას გააძლიერებს.

სოდა აბსოლუტურად ბუნებრივი ნივთიერებაა, ამიტომ გარემოს მიმართ უფრო ლოიალურია. ეს ქსოვილის ნატურალური დამარბილებელია სინთეტიკურ საშუალებებთან და არომატიზატორებთან შედარებით, რომელიც სუნს მხოლოდ ნიღბავს. სოდა კარგი საშუალებაა ალერგიული და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. სოდა ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხადაც უსაფრთხოა.