Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმმა ამიხსნა, რატომ არ შეიძლება გულძმარვის ჩაქრობა სოდით

ბებიაჩემმი უბრალო ადამიანია. სურდოს დროს ჟოლოს ჩაის სვამს, ნაოჭების საწინააღმდეგოდ ალოეს იყენებს, ხოლო გულძმარვის დროს სოდას. არ ვკამათობ, ძველებური მეთოდების უმეტესობა ჯანმრთელობის პრობლემებს (ძირითადად, პატარა პრობლემებს) ნამდვილად აგვარებს. სოდის შესახებ შემიძლია ვიკამათო და თან არა მხოლოდ მე, არამედ გასტროენტეროლოგმა.

ახლახანს ერთ–ერთ ინტერვიუში მარატ ზინატულინი, გასტროენტეროლოგი საუბრობდა, თუ რატომ არის საზიანო გულძმარვის სოდით ჩაქრობა. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი კუჭის დისკომფორტს სწრაფად აქრობს, თუმცა ცოტა ხნით. რას მალავს გულძმარვასთან ბრძოლის ეს მეთოდი, ამის შესახებ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ.

რატომ ვიღებთ სოდას გულძმარვის დროს

ზინატულინის თქმით, „გულძმარვა ერთ–ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები გასტროენტეროლოგს მიმართავენ. მას ახასიათებს გულმკერდის ქვეშ წვა, რომელიც გარკვეული პროდუქტის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს“.

უსიამოვნოა, რომ გულძმარვამ როგორც დილით, ასევე ღამით შეიძლება შეგვაწუხოს. მას გაჩენის კონკრეტული პერიოდი არ აქვს. სწორედ ამიტომ, როცა გულძმარვა უსიამოვნო მომენტში გვაწუხებს, სოდას და ჭიქა წყალს მივმართავთ. ეს საშუალება წვის შეგრძნებას სწრაფად აქრობს, მაგრამ გულძმარვას მხოლოდ დროებით შველის (მაქსიმუმ 3 საათი).

როგორ მოქმედებს სოდა კუჭში

გასტროენტეროლოგი განმარტავს, რომ სოდისა და კუჭის მარილმჟავის ურთიერთქმედებით ნახშირორჟანგი წარმოიქმნება. ის კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ლორწოვანი გარსი მოცულობაში იზრდება, რაც კვლავ მჟავიანობის ზრდას იწვევს. ჩაკეტილ წრეს ჰგავს, გვეთანხმებით?

ამრიგად, პაციენტი იძულებული იქნება სოდის ხსნარი სულ უფრო ხშირად და მეტი რაოდენობით დალიოს. ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგიტანთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

ექიმი გირჩევთ, რომ სოდისა და რძის ნარევიც დაივიწყოთ. ასეთი კოქტეილი ორგანიზმში რძე–ტუტე სინდრომს (ბერნეტის სინდრომი) ავითარებს. ზოგადი სისუსტის, გულისრევის, ღებინების და თირკმლის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად გულძმარვის ხალხური მეთოდებით მკურნალობას თავი აარიდეთ.

როგორც ხედავთ, სოდა გულძმარვის დროს მხოლოდ შედარებით ეფექტურია. ასეთი მკურნალობის შედეგად უფრო მეტ ჯანმრთელობის პრობლემას მიიღებთ. ექიმის თქმით, მეთოდი მოძველებულია. ახლა აფთიაქებში უფრო ეფექტური და ნაზად მოქმედი საშუალებები ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. მედიკამენტების მიღებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!