Connect with us

ჯანმრთელობა

სერიოზულად მივუდგეთ თვალების ქვეშ არსებულ ტომრებს

თვალებს ქვეშ არსებულმა ტომრებმა შეიძლება ხასიათი დილიდანვე გაგიფუჭოთ, ეს რომ არ მოხდეს აჯობებს მათ სერიოზულად მივუდგეთ! ამ სტატიაში რამდენიმე მეთოდს გასწავლით მათგან გასათავისუფლებლად.

1. მასაჟი

თვალებს ქვეშ არსებული შეშუპება ლიმფის ცუდი ცირკულაციის ბრალია. ლიმფური მასაჟი საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევისთვის. გააკეთეთ ფრთხილი მაგრამ საგრძნობი მოძრაობები, შუა თითით: ჯერ ზედა ქუთუთოზე – წარბის ზრდის მიმართულებით, შემდეგ კი ქვედა ქუთუთოზე. გააკეთეთ ეს მოძრაობა 5-5-ჯერ, ბოლოს კი თვალის შიდა კუთხეებიდან ნესტოების მიმართულებით, ოდნავი დაჭერით ორჯერ ჩამოისვით თითი.

2. შეშუპების მომენტალური მოყინვა

სიცივე შეშუპებაზე ისევე მოქმედებს როგორც მასაჟი: აჩქარებს ლიმფის მოძრაობას და ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას. ყველაზე უბრალო და მარტივი საშუალება თვალებთან არსებული ტომრების წინააღმდეგ – ჩვეულებრივი ყინულის კუბია. მიიდეთ ის მორიგეობით, ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე უპეზე 1 წუთის განმავლობაში. არ გადავიწყდეთ, რომ ამ პროცედურის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ეცადეთ თავაწეულმა იაროთ, თორემ ეფექტი საწინააღმდეგო იქნება.

3. არანაირი ნახშირწყლები ღამით

ის რომ მარილიანი საკვები შეშუპებას უწყობს ხელს – ყველამ იცის მაგრამ ის, რომ ნახშირწყლები ორგანიზმში სითხის შეფერხებას იწვევს – ხშირად გვავიწყდება! 1 გრამი ნახშირწყალი 4 გრამამდე წყალს იჭერს!

ეცადეთ სწრაფი ნახშირწყლები მაინც გამორიცხოთ, მაგალითად: ტკბილეული, პასტა, ბრინჯი, კარტოფილი, პური. აჯობებს ვახშამი ცილოვანი გახადოთ.

4. წყლის გამოდევნა

ყავას, წყალს ლიმონით და გვირილის ჩაის – სწრაფი შარდმდენი ეფექტი აქვთ. ზედემტი სითხე გამოჰყავს: კამას, ნიახურს, კიტრს და ბადრიჯანსაც (უმი). რძე და რძის პროდუქტები პირიქით, სითხეს ორგანიზმში აფერხებენ. იმისთვის, რომ დილიდან კარგად გამოიყურებოდეთ და თვალები შეშუპებული არ გქონდეთ აჯობებს საღამოს მენიუ ამ ფაქტების გათვალისწინებით შეადგინოთ.

5. ოფლდენა

მოძრაობა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და წყალს ოფლთან ერთად გამოდევნის. ნახევარსაათიანი სირბილი, ლათინოამერიკული ცეკვების გაკვეთილი ან სტეპ-აერობიკა დილაობით – და შეშუპებული თვალების კვალიც აღარ დარჩება!!!