ჯანმრთელობა
სახსრები გტკივათ? გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას მხოლოდ ნატურალური საშუალებებით
ართროზის დროს, მტკივანი სახსრები კარგავს სითხეს და შრება. ეს ნაწილობრივ ხსნის იმ ფაქტს, რომ ართროზი, ყველაზე ხშირად, ხანში შესულებს აწუხებთ, რომელთა ორგანიზმშიც სითხის შემცველობა, ახალგაზრდებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია.
დაავადების საწყის ეტაპებზე, შეძლებისდაგვარად, აუცილებელია მტკივან სახსრებზე დატვირთვის შემცირება. მენჯ-ბარძატის, მუხლის ან კოჭის სახსრების ართროზის დროს, უნდა შეამციროთ ფიზიკური აქტივობის ისეთი სახეები, როგორებიცაა: სირბილი, ხტომა, სიმძიმის აწევა და გადატანა, სწრაფი სიარული, ჩაჯდომა, ფერდობზე ასვლა, კიბეებზე ჩასვლა დაყრდნობის გარეშე.
სანამ სახსრებს დატვირთავდეთ, აუცილებელია მათი მკურნალობა, გამწვავების თავიდან აცილება და ტკივილის მოხსნა. ამას მარტივად გაუმკლავდება ხალხური მეთოდები – კომპრესები და ლოსიონები, რომლებიც ტკივილს ამსუბუქებს.
ქაცვის ზეთი სახსრების დაავადების წინააღმდეგ
0.5 ს.კ. ქაცვის ზეტი შეურიეთ 2 ს.კ. თაფლსა და 1 ს.კ. დაფქულ ზღვის მარილს. მასა გაათბეთ ემალირებულ ჭურჭელში, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეიზილეთ მტკივან სახსრებში ძილის წინ, ზემოდან დაიფარეთ ოროვანდის ფოთლით, დაიფიქსირეთ საკვები ცელოფნით და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. კომპრესი მოიხსენით დილით და მოიცილეთ სველი პირსახოცით.
კომპრესი ართრიტის წინააღმდეგ
შეურიეთ 1 ს.კ. ყვავილის თაფლი 2 ს.კ. კომფორის ზეთს. თანაბრად წაუსვით მასა კომბოსტოს ფოთლის ერთ მხარეს და ამავე მხარით მიიდეთ მტკივან მუხლზე. დაიფიქსირეთ ცელოფნით და აუცილებლად შეიხვიეთ თბილი ქსოვილით. შეშუპების მოსახსნელად, საკმარისია კომპრესის რამდენიმე საათით გაჩერება.
მდოგვის კომპრესი
შეურიეთ თხევადი თაფლი, მშრალი მდოგვი და მცენარეული ზეთი თანაბარი პროპორციებით(ერთი კომპრესისთვის საკმარისია თითო ს.კ. ინგრედიენტები). დადგით მასა ზომიერ ცეცხლზე და აადუღეთ. მზა სამკურნალო მასა წაუსვით ორ-სამ ფენად დაკეცილ მარლას, მიიდეთ მტკივან ადგილას, შეიხვიეთ ცელოფნით და გაიჩერეთ საათნახევარი.
ცხელი კომპრესები ართროზის დროს
განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აქვს მტკივან სახსარზე ცხელი ქვიშით სავსე ტომრის დადებას – ასეთი ტომარა 20 წუყთით უნდა გაიჩეროთ. შეგიძლიათ, ქვიშის ნაცვლად მარილი გამოიყენოთ(გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში).
გისურვებთ ჯანმრთელობას!