თავის მოვლა
სახიფათოა! რა უნდა იცოდეთ კოკამიდი დეას შესახებ
„კოკამიდი დეა“ თანამედროვე კოსმეტიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია. მის შესახებ ბევრს ნამდვილად სმენია. ცოტა ხნის წინ ამ ელემენტის შესახებ ბევრი ახალი რამ გაირკვა და დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ. „ეტიკეტის წაკითხვის ეთიკა“ ერთად გავივითაროთ.
კოკამიდი დეა (Cocamide DEA) ყველაზე ხშირად შამპუნებში, სააბაზანოს საშუალებებსა და გელებში გამოიყენება. მას სუნის გასაძლიერებლად, სხვადასხვა ნაერთების დასაშლელად და კანის ღრმა წმენდისთვის იყენებენ. ის დარბილებას ხელს უწყობს, კოსმეტიკური საშუალების სტრუქტურას სქელს, წებოვანს და მდგრადს ხდის. გამოხატული ანტისტატიკური ეფექტი გააჩნია.
კოკამიდს ქოქოსის ზეთის ცხიმოვანი მჟავიდან იღებენ. ამისთვის ქოქოსის ზეთს დიეთანოლამინს ურევენ. შედეგად მიიღება ნივთიერება, რომელსაც ბუნებრივ ნათესავთან საერთო არაფერი აქვს.
ინგრედიენტი უსაფრთხოდ მიიჩნევა და კოსმეტიკურ პროდუქტებში მისი გამოყენება ნებადართულია. სიმსივნის შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს (International Agency for Research on Cancer – IARC) და National Toxilogy Program (NTP) კვლევების მონაცემებით, ნივთიერება ღვიძლსა და ფარისებრ ჯირკვლებზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. კანცეროგენების წარმოქმნის რისკი არსებობს, თუ ის სხვა ინგრედიენტებთან ქიმიურ რეაქციაში შევა.
დამამშვიდებელია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოქმედება კოსმეტიკურ საშუალებებში მისი ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს არის შესაძლებელი. ნივთიერების გამოყენების ნორმის ზუსტი მაჩვენებელი დადგენილი არაა.
ასევე ამა თუ იმ საშუალებაში მისი კონცენტრაციის ზუსტი მაჩვენებელი მითითებული არაა. დასკვნა მარტივია – თავად გადაწყვიტეთ. სჯობს – თავიდანვე ხარისხიანი, ორგანული კოსმეტიკა გამოიყენოთ.