თავის მოვლა
სახის კანს აღიავებს, აკნეს აქრობს, ეგზემას კურნავს: დარიჩინის 6 სასარგებლო თვისება
დარიჩინის არომატი გემრიელ ნამცხვრებთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში გამოყენების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ დარიჩინი კანის დაავადებების სამკურნალოდ.
დარიჩინი და მისი სარგებელი კანისთვის
დარიჩინი საოცარი არომატის გარდა სამკურნალო თვისებებს ფლობს. ის სისხლში შაქრის დონეს და არტერიულ წნევას ამცირებს. ასევე კანზე დადებით გავლენას ახდენს. ნახეთ, რა სასწაულებს ახდენს დარიჩინი თქვენს კანზე.
1. აკნეს აქრობს
აკნე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის. კანის ცხიმის ჭარბი წარმოება ბაქტერიების გამრავლებას და შედეგად აკნეს განვითარებას ხელს უწყობს. დარიჩინი ორივე ფაქტორს წარმატებულად ებრძვის.
კვლევამ აჩვენა, რომ ის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, კერძოდ ეპიდერმულ სტაფილოკოკს და პროპიონის ბაქტერიებს, ებრძვის. დარიჩინი ცხიმიანი კანისთვის სასარგებლოა, რადგან 5ა–რედუქტაზის წარმოებას ხელს უწყობს, რომელიც კანის ცხიმის წარმოებას არეგულირებს.
დარიჩინის ნიღაბი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. უფრო მეტიც, კვლევამ დაადგინა, რომ დარიჩინის და თაფლის ნარევი აკნეს გამომწვევ ბაქტერიულ ინფექციებს უფრო ეფექტურად ებრძვის, ვიდრე მხოლოდ დარიჩინი.
2. კანის დაბერებას ანელებს
კვლევამ აჩვენა, რომ დარიჩინი ხელს უწყობს კოლაგენის, ცილის სინთეზს, რომელიც კანის ელასტიურობასა და ტონუსზეა დამოკიდებული. ასაკთან ერთად კოლაგენი მცირდება, რაც ნაოჭებს აჩენს. დარიჩინი შეიცავს ცინამალდეჰიდს, რომელსაც ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს.
დარიჩინი თქვენს რაციონში ჩართეთ. ამის გაკეთება რთული არაა, უბრალოდ თქვენს საკვებს დარიჩინი მოაყარეთ. რას იტყვით ფინჯანი ჩაიზე დარიჩინთან ერთად? მის მოსამზადებლად დარიჩინის ჩხირს ან ½ ჩ/კ დაფქულ დარიჩინს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით. რამდენიმე წუთით დააყენეთ.
3. პიგმენტურ ლაქებს აღიავებს
კანის ფერზე პასუხისმგებელ პიგმენტს მელანინი ეწოდება. მისი ჭარბი რაოდენობით წარმოებისას სახე მუქდება და არათანაბარი ხდება – ბევრი ჭორფლი, პიგმენტური ლაქა და რუჯი ჩნდება. თუ თქვენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს, დარიჩინი დაგეხმარებათ.
როგორც კვლევა აჩვენებს, დარიჩინის ზეთი მელანინის წარმოებას ამცირებს ტიროზინაზზე (ფერმენტის) ზემოქმედებით, რომელიც მელანინის წარმოებაში მონაწილეობს. დარიჩინში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ევგენოლი და ცინამალდეჰიდი იგივე ეფექტს იძლევა.
სახის გასაწმენდად დარიჩინის ზეთი ბაზურ ზეთთან 1:20 თანაფარდობით გამოიყენება. ბაზურ ზეთად გამოგადგებათ ქოქოსის ზეთი, რომელსაც დამატენიანებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. სანამ საშუალებას გამოიყენებთ, ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ.
4. კანის ინფექციებს ებრძვის
დარიჩინს გამოხატული ანტიმიკრობული თვისება აქვს. ეს თვისება კანის ინფექციებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. კვლევა ადასტურებს, რომ დარიჩინი ეფექტურია სოკო კანდიდის წინააღმდეგ, რომელიც რძიანას და აფთოზური სტომატიტის, ასევე დერმატოფიტის მიზეზია, როგორც მაგალითად, წითელი ტრიქოფიტონის და ტრიქოფიტონის მენტაგროფიტების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ისეთ კანის სოკოვან დაავადებებს, როგორიცაა ტერფის ეპიდერმოფიტია და დერმატომიკოზი. დარიჩინის აქტიური კომპონენტები მის ანტიმიკრობულ თვისებებს უზრუნველყოფენ.
ამ თვისებების გამოსაყენებლად გაზავებული დარიჩინის ზეთი კანის დაზიანებულ ნაწილზე წაისვით ან დარიჩინის ნაყენით გაიწმინდეთ. ნაყენის მოსამზადებლად 6-8 ჩხირი დარიჩინი დაგჭირდებათ. დაფქვით და 4 ჭიქა წყალში აადუღეთ. 45 წუთით დააყენეთ. ტერფის ეპიდერმოფიტიის დროს ფეხის აბაზანისთვის ნახარში გამოიყენეთ.
5. კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს
კანზე დაბინძურებული გარემო ნეგატიურ გავლენას ახდენს. მაგალითად, დიოქსინს შეუძლია აკნეს, კანის სიწითლის, შეშუპების, პიგმენტაციის და ზედმეტი სიმშრალის გამოწვევა.
ერთ–ერთ კვლევაში დაადგინეს, რომ ცინამალდეჰიდი აფერხებს რეცეპტორების აქტივობას, რომლებიც გარემოდან მავნე ნივთიერებების კანის უჯრედებში შეღწევას ხელს უწყობს. დარიჩინს ანტიოქსიდანტური თვისებაც გააჩნია.
ეს მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა იყო, ამიტომ სრულად ცხადი არაა, როგორ გამოვიყენოთ დარიჩინი ამ მიზნით. სხვა კვლევა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დარიჩინი როგორც შიგნით, ასევე აპლიკაციის სახით უნდა გამოიყენოთ.
6. ეგზემას კურნავს
ეგზემა კანის გავრცელებული ანთებითი დაავადებაა, რომელიც კანის ზედაპირის დაზიანების შემთხვევების 10-40 %–ს შეადგენს. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ქავილი და კანის სიმშრალე ახასიათებს. ზოგიერთ სამხრეთ აზიის ქვეყნებში ეგზემას სამკურნალოდ ტრადიციულად დარიჩინის და თაფლის ნარევს იყენებენ.
კვლევამ აჩვენა, რომ დარიჩინის ანთების საწინააღმდეგო თვისებები კანის დაავადებების სამკურნალოდ საუკეთესო მოკავშირეა. დადგენილია, რომ ცინამალდეჰიდი ტრანსკრიფციული ფაქტორის NF-KB ანთებით მოქმედებას თრგუნავს, რომელიც ანთებით და იმუნურ რეაქციებში ჩართული გენების რეგულირებაში მთავარ როლს ასრულებს. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დარიჩინის ანთების საწინააღმდეგო თვისება კანის სხვა ანთებითი დაავადების განკურნებაშიც დაგეხმარებათ.
დარიჩინი და მისი უსაფრთხო გამოყენება
ზოგიერთ ადამიანში დარიჩინის ფხვნილი და ზეთი წვას იწვევს, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანზე. სწორედ ამიტომ, გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ, რომ კანზე თქვენს რეაქციას დააკვირდეთ.
ასევე გახსოვდეთ:
- ერთ გამოყენებაზე მაქსიმუმ ½ ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი ან 2–3 წვეთი დარიჩინის ზეთი დაიშვება.
- დარიჩინის ზეთი ყოველთვის ბაზურ ზეთთან ერთად გამოიყენება. სჯობს ამ შემთხვევაში ქოქოსის ზეთი გამოიყენოთ.
- დარიჩინის ფხვნილი რძესთან ან თაფლთან ერთად გამოიყენეთ.
- თუ კანზე წასმისას უსიამოვნო შეგრძნებას გრძნობთ, კანი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთით გაიწმინდეთ.