Connect with us

თავის მოვლა

საფუარის ნიღაბი: სქელი და ლამაზი თმის საიდუმლო

საფუარს მინერალებისა და ვიტამინების უმდიდრესი შემადგენლობა აქვს, სწორედ ამიტომ არის საფუარის ნიღაბი ასეთი სასარგებლო ჩვენი თმისათვის. ეს ნიღაბი მოუხდება როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან თმასაც. მისი მოხმარების შემდეგ თმა უფრო მოვლილი გახდება, რადგან ნიღაბი მას ძალასა და მოცულობას შესძენს.

ამ პროცედურისთვის აჯობებს შედარებით მოზრდილი ჭურჭელი გამოიყენოთ, რადგან გაფუებისას საფუარის მოცულობაში საგრძნობლად გაიზრდება.

1. საფუარის ნიღაბი თმისთვის

ინგრედიენტები

  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი საფუარი
  • 1 სუფის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი

გააზავეთ საფუარი თბილ წყალში. გაფუების პროცესის დაჩქარებისთვის მას შაქარიც დაუმატეთ.
როდესაც აფუვდება, შეურიეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.

შეიზილეთ ნიღაბი თავის კანსა და თმის ძირებში, შემდეგ დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და თავი პირსახოცით შეიხვიეთ.

1 საათის შემდეგ, თავი ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ.

2. ნიღაბი წიწაკის ნაყენით

ინგრედიენტები

  • 30 გრამი მშრალი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი წიწაკის ნაყენი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

მოხმარების წესი

გახსენით საფუარი წყალში და დაამატეთ წიწაკის ნაყენი.
შეიზილეთ ნიღაბი თავის კანსა და თმის ძირებში, შემდეგ დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. 20 წუთის შემდეგ თავი რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
ნიღაბს 20 წუთზე დიდხანს ნუ გაიჩერებთ, ამან შეიძლება თავის კანი გაგიღიზიანოთ!

თუ ამ ნიღბებს კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებთ, დადებითი ეფექტი ადვილი შესამჩნევი იქნება!