Connect with us

ჯანმრთელობა

სასარგებლოა თუ არა იოდიზირებული მარილი

ბოლო დროს იოდიზირებული მარილი კვების ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება. კარგია ეს თუ ცუდი?! აქვს თუ არა უკუჩვენებები იოდიზირებულ მარილს?! ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.

ადამიანის ორგანიზმში იოდს უმნიშვნელოვანესი ფუქნცია აქვს, ის მნიშვნელოვანია მეტაბოლისმისთვის, მისი მეშვეობით ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება, რომელბიც პასუხს აგებენ მაგალითად ახალშობილებში ინტელექტის ფორმირებაში. აი რატომ არის ამ ელემენტის ნორმაში ქონა მნიშვნელოვანი ორსულობის დროს. თუმცა იოდი არა მხოლოდ ორსულებს და მეძუძურ დედებს არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ესაჭიროება.

ადამიანისთვის იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, მის გარეშე ორგანიზმის ნორმალური მუშაობა წარმოუდგენელია. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, ადამიანს დღე-ღამეში 100-დან 250 მიკროგრამამდე იოდი ესაჭიროება. მის მიღებას კი ყველა ვერ ახერხებს რადგან დღეს იოდის დეციფიტი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს. საბედნიეროდ ამ პრობლემის შესაწავლა ჯერ კიდევ 100 წლის წინათ დაიწყეს და მასთან საბრძოლველად უბრალო და ამავდროულად გენიალური საშუალება მოიგონეს – იოდიზირებული მარილი.

ის იაფია
შეუძლებელია მისი ჭარბი დოზით მიღება (თუ ადამიანი დღეში ნახევარ ჩაის კოვზ იოდიზირებულ მარილს შეჭამს – ორგანიზმი 100-200 მიკროგრამ იოდს მიიღებს)
იოდიანი მარილის გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში ზუსტად ისე შეიძლება როგორც ჩვეულებრივი მარილის

ადრე ითვლებოდა, რომ იოდიზირებული მარილი ცომის ხარისხს და საკვების გემოვნურ თვისებებზე მოქმედებს, თუმცა ეს ყველაფერი ტანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წარსულში დარჩა და მისი გამოყენება ნებისმიერი ტიპის კერძში თამამად შეგიძლიათ!

რაც შეეხება ალერგიის მქონეებს, ენდოკრინოლოგების მტკიცებით, მაღალი მგრძნობელობის ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ რადგან იოდი ისეთი მიკროელემენტია რომელიც ალერგიას არ იწვევს. მისი ჭარბი დოზით მიღება კი მხოლოდ იოდის შემცველი სპეციალური მედიკამენტების არასწორი მიღიების გზით არის შესაძლებელი.

როგორც ხედავთ იოდიზირებული მარილი ზიანს ვერავის მოუტანს და მისგან მხოლოდ სარგებელს უნდა ველოდეთ. მისი გამოყენებისგან თავი მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა შეიკავონ რომლებმაც ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთეს და იოდოთერაპიის კურსს გადიან. სხვა ყველა შემთხვევაში იოდიზირებული მარილის გამოყენება არა მხოლოდ სასარგებლო არამედ საჭიროც გახლავთ!