ჯანმრთელობა
რომელ დაავდებებს კურნავენ კატები
ის, რომ კატებს სამკურნალო თვისებები გააჩნიათ, ფაქტიურად ყველასთვის ცნობილია, ალბათ ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია, თუ როგორ ამჩნევს ეს არსება თქვენს მტკივნეულ ადგილს.
ყველაზე ხშირად კატები ფეხებზე კალათდებიან. ეს გასაოცარია, რადგან სწორედ ფეხები იღებენ ყველაზე დიდ დატვირთვას დღის განმავლობაში. ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რომელი სახეობა რომელ დაავადებას კურნავს უფრო უკეთესად.
ძაღლებისგან განსხვავებით, რომლებიც ენერგეტიკული დონორები არიან, კატებს თქვენგან ორი ტიპის უარყოფითი ენერგია მიაქვთ: ის, რომელიც დღის განავლობაშია მიღებული და განსაკუთრებით ის რომელსაც დაავადებული ორგანო “ასხივებს”, როდესაც ორგანიზმთან დისბალანსში იმყოფება.
კატების სამკურნალო თვისებებს – ფელინოთერაპია ეწოდება.
რომელი კატები კურნავენ?
უარყოფითი ენერგიის წაღების თვისება ყველა კატას გააჩნია, თუმცა მათ თავიანთი “სპეციალიზაცია” გააჩნიათ. მაგალითად, სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნა, უძილობისა და დეპრესიისგან გათავისუფლება.
მოკლებეწვიანი კატები არაჩვეულებრივად მოქმედებენ გულსა და სისხლძარღვებზე, ხოლო მელოტი და თხელბეწვიანი კატები კუჭისა და თირკმლის დაავადებებს კურნავენ.
ცხოველის მოფერებას დადებითი გავლენა აქვს ხელის გულების წერტილებზე რომლებიც სხვადასხვა ორგანოებს შეესაბამებიან.
რბილი და თანაბარი კრუტუნი კატების სამკურნალო თვისებების განუყოფელი კომპონენტია, ამას ნერვების დაწყნარება, წნევის დარეგულირება და გულის რითმის ნორმალიზება შეუძლია.
ოჯახში ბავშვის გაჩენისას, ადამიანების უმრავლესობა თავის ფუმფულა მეგობართან განშორებას ამჯობინებს, რადგან მათში ბავშვისთვის ალერგიის გამომწვევ წყაროს ხედავენ. თუმცა ეს ვარაუდი მცდარია! მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ იმ ოჯახის ბავშვებს სადაც კატა ყავთ, გაცილებით უკეთესი იმუნიტეტი აქვთ სხვადასხვა ალერგიებისა და მტვრის მიმართ.
ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება, მნიშვნელოვნად დაგეხმარებიან დედალი კატები. მამალი კატები კი ძვლის დაავადებების ექპერტები არიან (ართრიტი, ართროზი, რადიულიტი), ისინი სხვადასხვა ტრამვების დროსაც დაგეხმარებიან.