Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიცილოთ გელ-ლაქი სახლის პირობებში

თუ მანიკურის განახლება ოსტატთან არ შეგიძლიათ, გარკვეული დროის შემდგე ფრჩხილი გაიზრდება და გელ-ლაქი მის ფონზე ძალიან შესამჩნევი გახდება. ზოგჯერ გელ-ლაქი აქერცვლას იწყებს და გარდა იმისა, რომ ამან შეიძლება ფრჩხილი დააზიანოს – არასასიამოვნოდაც გამოიყურება.

როგორ მოვიშოროთ გელ-ლაქი დამოუკიდებლად

სახლის პირობებში მისი მოცილება არც ისე რთულია. ამ სტატიაში ყველაზე ეფექტურ ხერხებზე მოგითხრობთ.

აცეტონი და ფოლგა

თუ სახლში გელ-ლაქის მოცილების სპეციალური საშუალებები არ გაქვთ შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ. ამ მეთოდის მთავარი მოქმედი ნივთიერება – აცეტონია.

დაგჭირდებათ:

  • აცეტონი ან გელ-ლაქის მოსაცილებელი საშუალება
  • ცხიმიანი კრემი ან ვაზელინი
  • ქლიბი ფრჩხილებისთვის
  • ბამბა ან ბამბის დისკი
  • ფოლგა

როგორ მოვიცილოთ:

  • მიეცით ბამბას ან ბამბის დისკს ფრჩხილის ფორმა (დაჭერით). ეს აცეტონის კანთან ნაკლები კონტაქტისთვის არის გათვალისწინებული.
  • მოიქლიბეთ ლაქის ზედა პრიალა ნაწილი რათა საშუალება უფრო მარტივად შევიდეს გელში.
  • ფრჩხილის გარშემო კანზე კრემი წაისვით მისი აცეტონისგან დასაცავად.
  • დაჭრილი ბამბის დისკები აცეტონით გაპოხეთ და დაიდეთ ფრჩხილზე.
  • ბამბა ფოლგით დააფიქსირეთ – შემოიხვიეთ თითებზე, ასე აცეტონია რ აორთქლდება და ბამბის დისკიც უფრო კარგად დაეკრობა ლაქს.

დაიცადეთ

  • ბოლო პუნქტი ყველაზე დამღლელია. თუ გელ-ლაქის მოსაცილებელი საშუალება გამოიყენეთ – ლოდინი 10-15 წუთი, მოხსენით ფოლგა და ლაქი მოიცილეთ. თუ აცეტონს იყენებთ ლოდინი 20-25 წუთი მოგიწევთ.
  • პროცედურის ბოლოს ქლიბის წვეტიანი ბოლოთი გელ-ლაქი მოიშორეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი ფრჩხილისთვის საკმაოდ ტრამვირებადია. თუ სახლში ფოლგა არ აღმოგაჩნდათ ის ლეიკო პლასტირით ჩაანაცვლეთ ან აცეტონი რაიმე ჭურჭელში ჩაასხით და თითები ჩაყავით.

სპირტი

თუ სახლში აცეტონი არ გაქვთ, ბამბის დისკი სპირტში ან არაყში დაასველეთ. ტექნოლოგია იგივეა როგორიც პირველ შემთხვევაში უბრალოდ რამდენიმე მომენტით განსხვავდება:

  • თუ სპირტს იყენებთ ის წყალში 1:1-ზე უნდა გახსნათ
  • არაყი გაუზავებლად გამოიყენეთ
  • ბამბის დისკები ფოლგით 15-20 წუთის მანძილზე უნდა გამოიყენოთ.
  • რამდენადაც არაყს და სპირტს აცეტონის ყველა თვისება არ აქვს, გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის გამეორება შეიძლება კიდევ ერთხელ მოგიწიოთ.

ქლიბი ფრჩხილებისთვის

თუ წინა ორი მეთოდი არ მოგეწონათ, შეგიძლიათ უბრალოდ გაიქლიბოთ გელ-ლაქი. ამისთვის 100-იანი ქლიბი გამიყენოთ, გაითვალისწინეთ რაც უფრო რბილია ქლიბი, მით უფრო დიდ ხანს გრძელდება პროცედურა.

რამდენიმე რეკომენდაცია:

  • როდესაც ლაქის დიდ ნაწილს მოიქლიბავთ, ქლიბი უფრო რბილი ვარიანტით შეცვალეთ.
  • გელ-ლაქის ქლიბით მოცილების შემდეგ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ახალი ლაქი აღარ წაისვათ.
  • ეს მეთოდი ყველაზე ტრამვულია ფრჩხილისთვის, ამიტომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ.

აპარატი მანიკურისთვის

თუ მანიკურს დამოუკიდებლად იკეთებთ, მაშინ მისი აპარატის შეძენაზე დაფიქრდით. მხოლოდ სახლში გამოსაყენებლად იაფიანი ვარიანტიც საკმარისია. აპარატთან ერთად ინსტრუმენტებიც შეიძინეთ.

რეკომენდაციები გამოყენებისთვის:

სანამ საკუთარ ფრჩხილებზე იმუშავებთ ჯერ პლასტმასის ნაწერზე გაივარჯიშეთ.
მუშაობის დროს იდაყვი მაგიდაზე გედოთ, იმისთვის, რომ ხელი მყარად გედოთ.
ფრჩხილზე ფრთხილი და მსუბუქი მოძრაობებით იმუშავეთ!

როგორ აღვიდგინოთ ფრჩხილები

გელ-ლაქის ნებისმიერი მეთოდით მოცილება ფრჩხილს მეტ-ნაკლებად აზიანებს. იმისთვის, რომ ის ორი კვირის განმავლობაში აღადგინოთ:

  • დილით და საღამოს კუტიკულის ზეთი გამოიყენეთ. წაისვით ფრჩხილის გარშემო, დაიცადეთ 3-5 წუთი და შემდეგ მასაჟის მოძრაობებით ის ფრჩხილში სეიზილეთ.
  • გელ-ლაქის მოცილების შემდგომ სპეციალური სამკურნალო ლაქი წაისვით – ფრჩხილების გასამაგრებლად. თუ არ გაქვთ, მაშინ ის ჩვეულებრივი უფერული ლაქით ჩაანაცვლეთ.

გახსოვდეთ, რომ გელ-ლაქის სახლის პირობებში მოცილებისას მთავარი მოთმინებაა იმისთვის, რომ ფრჩხილი არ დაზიანდეს! არ დაგავიწყდეთ, რომ გელ-ლაქის მოცილების შემდეგ ფრჩხილს ორმაგი მოვლა ესაჭიროება!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.