თავის მოვლა
როგორ მოვიშოროთ ტომრები თვალებს ქვეშ, ძალიან მარტივი და იაფი საშუალებით
თვალების ბევრის თქმა შეუძლია, ზოგჯერ კი ზედმეტის გათქმაც. მაგალითად, თუ მთელი ღამე არ გეძინათ, ან თუ ღამე ბევრი ჩაი მიირთვით. იმისთის, რომ თქვენი პირადი ინფორმაციის სხვებისთვის უნებლიერ გაზიარება არ მოგიწიოთ, გირჩევთ თალებს შორის არსებული მუქი რგოლებისა და შეშუპებების მოსაცილებელი შრატი გამოიყენოთ.
შეშუპებული უპეები და მუქი რგოლები თვალების გარშემო ზოგიერთ ქალს სკოლის ასაკიდან აწუხებს. თუმცა ეს პრობლემა საკმაოდ იოლი მოსაშორებელია. დღეს სახლში მოსამზადებელ ყავის შრატის მომზადებას გასწავლით. ყავა ლიმფის გაწოვას უწყობს ხელს და აქრობს შეშუპებას, შრატიში შემავალი ზეთი კი კანის ნაზ ზონას უვლის და ნაოჭებს ასწორებს.
თვალების გარშემო არსებული შეშუპების, სილურჯეებისა და მუქი რგოლების გასაქრობი შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა
- ნუშის ზეთი
- ავოკადოს ზეთი
- მარლა
- პატარა პლაკონი პიპეტით ან მეტალის ბურთულით
მოზმადების წესი
1. ეს ეტაპი ყველაზე ხანგრძლივია. ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა ჩაყარეთ შუშის ქილაში, ზემოდან დაასხით ნუშის ზეთი. ზეთი იმდენი უნდა იყოს, რომ ყავა დაფაროს. დაახურეთ ქილას თავი და მუქ ადგილას დადგით 4-5 დღით.
2. 4-5 დღის შემდეგ ზეთი კარგად გაიპოხება ყავის ესენციით. ახლა ის პატარა ფლაკონში უნდა გადაასხათ. გამოიყენეთ მარლა და სითხე კარგად გამოწურეთ, ისე რომ ყავის ნაწილაკები ზეთში არ მოხვდეს და კანი არ დაფხაჭნოს.
3. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი, დაახურეთ პლაკონს თავსახური და კარგად, დიდხანს აჯანჯღარეთ სანამ ზეთები კარგად არ შეერევა ერთმანეთს და ერთგვაროვან მასად არ იქცევა.
ფლაკონში შეგიძლიათ რამდენიმე მსხვილი ყავის მარცვალიც ჩააგდოთ. ისინი ზეთს კოფეინით გააჯერებენ.
უკეთესი ეფექტისთვის შრატი მაცივარში შეინახეთ. დილით შრატი მაკიაჟის წასმამსდე 20 წუთით ადრე წაისვით. რეგულარული მოხმარების შემდეგ, გამოხატული მუქი რგოლებიც კი გაქრება (2-3 კვირაში).