Connect with us

ყვავილები

როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოების მატლებისგან. ვადარებთ გავრცელებულ მეთოდებს

კარგია, როცა აგარაკზე კარტოფილი დათესილია. თუნდაც 10 ბუჩქი საკმარისია, რომ ზაფხულში სადილებს ახალი კარტოფილის ხიბლი შემატოთ. მოსავალი შეიძლება ყველგანმყოფმა ყვითელმა „მატლებმა“, ტკაცუნა ხოჭოს ლარვებმა, გააფუჭოს. Alltime–ის რედაქცია გთავაზობთ, ერთად გავარკვიოთ, თუ რა არის ეს მავნებელი და როგორ დავიცვათ კარტოფილი.

მავნებლის აღწერა

ტკაცუნა ხოჭოების საკმაოდ დიდი ოჯახი არსებობს. მასში დაახლოებით 12 ათასი სახეობა შედის. ხოჭოები 3-5 წელში განვითარების სრულ ციკლს გადიან (კლიმატური პირობების მიხედვით), იზამთრებენ როგორც მოზრდილები (იმაგო), ასევე საკმაოდ უხეში საფარის მქონე ჭიის მსგავსი ლარვები.

ტკაცუნა ხოჭოს ლარვა საკმაოდ გავრცლებული მავნებელია, რომელიც სხვადასხვა კულტურას აზიანებს. მებოსტნის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად კარტოფილს და სტაფილოს აზიანებს, თუმცა მისგან ბევრი სხვა მცენარის ფესვები და ბოლქვებიც ზიანდება.

ზრდასრული, 30 მმ სიგრძის ლარვა კულტურებს განსაკუთრებით აზიანებს. კარტოფილის ბოლქვებში, სტაფილოს და ჭარხლის ძირნაყოფში ჭიები მავთულებს ჰგავს, სწორ, გრძელ ხვრელს თხრიან და მოსავალს უვარგისს ხდიან.

ამასთან, ზრდასრული ხაჭო ყვავილების მტვრით იკვებება, იშვიათად, ფოთლებით ან ცხოველების და მწერების ნარჩენებით, ანუ უშუალოდ კარტოფილს არ აზიანებს. ზაფხულის პირველ ნახევარში კვერცხებს დებს, რომლიდანაც 2–3 კვირაში მატლები იჩეკება. ჭუპრის წარმოქმნამდე მიწაში 50 სმ სიღრმეში გამოზამთრება 5-ჯერ შეუძლიათ, ამიტომ მებოსტნეებს მათთან გამკლავება წლების განმავლობაში უჭირთ.

ტკაცუნა ხოჭოს ლარვები, რომელთაც 3 წყვილი მკერდის ფეხი აქვთ, მიწაში ადვილად მოძრაობენ. ზომიერად სველ, მჟავე მიწას უპირატესობას ანიჭებს. ზედა ფენის გამოშრობისას არ კვდება, უბრალოდ 1 მ–ით უფრო ღრმად ჩადის და მორწყვას ან წვიმას ელოდება.

ტკაცუნა ხოჭოს ლარვებისგან კარტოფილის დაცვის მეთოდები

მებოსტნეებმა ამ მავნებლის საწინააღმდეგოდ, რომელიც მოსავალს სერიოზულ ზიანს აყენებს, ბევრი სხვადასხვა მეთოდი სცადეს. დღეს ყველაზე გავრცელებულ მეთოდებზე გიამბობთ.

  • დარგვისას თითოეულ ორმოში ხმელი მდოგვი, მდოგვის ჩენჩო ან ხახვის ფურცლები ჩაყარეთ. მეაგარაკეები ამ მეთოდის როგორც სარგებელზე, ასევე უსარგებლობაზე საუბრობენ, ამიტომ შეგვიძლია ეს ვარიანტი საიმედოდ არ მივიჩნიოთ.
  • ტკბილი სატყუარა. ლარვების სავარაუდო ბინადრობის ადგილას შაქრიანი სიროფით ან გაზავებული ჯემით სავსე თასები დადეთ. დილით დაჭერილი მატლები შეაგროვეთ. შეფასებების მიხედვით, მეთოდი დიდად ეფექტური არაა.
  • კარტოფილის მოყვანამდე და შემდეგ მწვანე სასუქი დარგეთ. შესანიშნავი მეთოდი, რომ მავნებლების რიცხვი შეამციროთ და ნიადაგი გაანაყოფიეროთ. ეფექტურია შემდეგი მცენარეები: მდოგვი, ბარდა და ფაცელია. მათ შემდეგ არა მხოლოდ ტკაცუნა ხოჭოების მატლები, არამედ სხვა მიწის მავნებლების რიცხვი მცირდება. ამასთან, კარტოფილი სოკოვანი დაავადებებით ნაკლებად ინფიცირდება.

  • ხავერდას და გულყვითელას დარგვა კარტოფილის ნაკვეთთან ახლოს. მცენარეები ფესვების განსაკუთრებული გამონადენით ბევრ მავნებელს, მათ შორის მიწაში მყოფთ, ნამდვილად აფრთხობს. თუმცა ძლიერი დაინფიცირების შემთხვევაში მათი მოქმედება საკმარისი არაა.
  • კარტოფილის თესლის დამუშავება ქრისტესისხლას ნაყენით. ნაკლებად ეფექტური მეთოდია, თუმცა მასზე ხშირად წერენ.

გაცილებით ეფექტურ შედეგს მიიღებთ, თუ სარგავ მასალებს სპეციალური პრეპარატებით („პრესტიჯიტატოტი“, „კლუბნეშიტი“) დაამუშავებთ.  ისინი კარტოფილს სეზონის განმავლობაში იცავენ. ტკაცუნა ხოჭოს ლარვების საწინააღმდეგო საშუალება ინსტრუქციის მიხედვით გააზავეთ და ამ სამუშაო ხსნარით ყუთებში ჩაწყობილი სარგავი მასალა დაამუშავეთ. მნიშვნელოვანია თანაბრად დანამოთ: ფრთხილად აურიეთ, თუ კარტოფილი გაღვივებული არაა, ან ფრთხილად გადააბრუნეთ, რომ ყლორტები არ დააზიანოთ და ყველა მხრიდან დანამეთ. დამუშავებული ბოლქვები დაუყონებლივ დარგეთ.

თუ შესაძლებლობა არ გაქვთ, რომ ყოველწლიური თესლბრუნვა დაიცვათ, მატლების რაოდენობა ყოველ სეზონზე გაიზრდება, რადგან მიწაში რამდენიმე თაობა ლარვები იზრდება, რომელთაც ხოჭოები ყოველ წელს დებენ. ამ შემთხვევაში სპეციალური პრეპარატით კარტოფილის დამუშავება განსაკუთრებით აქტუალურია. თუ ბოლქვებს მხოლოდ ერთხელ დაამუშავებთ, ახალი სეზონისთვის ხოჭო ახალ კვერცხებს დადებს.

იქ, სადაც ტკაცუნა ხოჭოს ლარვები ბევრია, და ყოველწლიურად კარტოფილის დარგვა ერთსა და იმავე ადგილას გიწევთ, ხალხური მეთოდები ეფექტურ შედეგს ვერ მოგცემთ. საძულველი მავნებლის სრულად მოსაშორებლად ბოლქვები სპეციალური პრეპარატით ზედიზედ რამდენიმე წელი უნდა დაამუშავოთ.

„კლუბნეშიტი“ – მწერ–ფუნგიციდური შესაწამლი, რომელიც შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: 140 გ/ლ იმიდაკლოპრიდი და 150 გ/ლ პენციკურონი. დარგვამდე ბოლქვების დასამუშავებლად გამოიყენება. კარტოფილს იცავს ტკაცუნა ხოჭოს ლარვებისგან, კოლორადოს ხოჭოსგან და რიგი დაავადებებისგან.

გამოსაყენებლად მოსახერხებელი და ეკონომიურია. 25 მლ ბოთლი 25 კგ ბოლქვების დასამუშავებლად საკმარისია. ამ მეთოდით დამუშავებისას ახლომდებარე კულტურებს (ბოსტნეული ან მწვანილი, კენკრა, ბუჩქი) პრეპარატის მოხვედრა არ ემუქრებათ.

აგროტექნიკური ზომები ტკაცუნა ხოჭოს ლარვების წინააღმდეგ

ტკაცუნა ხოჭოები და მათი ლარვები ნიადაგში ზამთრობენ, ამიტომ გვიან შემოდგომაზე მიწის ღრმად მოთოხვნა დაგეხმარებათ: მიწიდან ამოღებისას იყინებიან. ასევე სასარგებლოა გაზაფხულზე მიწის გაფხვიერება, რადგან მიწის ზედაპირზე მზის მაღალი ტემპერატურა ანაგურებს – ამ დროს მოძრაობის ფუნქცია ნაკლებად აქვს განვითარებული და მიწაში ღრმად ჩასვლას ვერ ახერხებს.

შენიშნულია, რომ ხოჭოს ლარვებს ყველაზე მეტად ჭანგას (ძალიან აგრესიული სარეველა) მახლობლად გაზრდა უყვარს. სწორედ ამიტომ, ხაჭოს ლარვებისგან თავდასაცავად ჭანა და სხვა სარველები მოიშორეთ, მათ ფესვებს ლარვები საკვებად იყენებენ. თუ თესლბრუნვის შესაძლებლობა გაქვთ, კარტოფილის შემდეგ ამ ადგილას პარკოსანი კულტურები დათესეთ.

ტკაცუნა ხაჭოს ლარვების რიცხვი გაცილებით მეტია მჟავე ნიადაგში. მავნებლების შესამცირებლად მიწა კირით გაანაყოფიერეთ, ყოველ 3-4 წელიწადში კირის ფხვნილი, დოლომიტის ფქვილი ან ნაცარი დაუმატეთ.

ტკაცუნა ხოჭოს ლარვები საკმაოდ ჯიუტი მავნებელია. მათი რიცხვის შემცირებაში დაგეხმარებათ ხალხური მეთოდების და აგროტექნიკის თანმიმდევრული გამოყენება, რომლებიც კარტოფილის ნაკვეთს ტკაცუნა ხოჭოს ლარვების გასავითარებლად უვარგისს ხდის. თუ სწრაფი ეფექტის მიღება და სუფთა მოსავლის აღება გსურთ, კარტოფილის დასაცავად სპეციალური საშუალებები გამოიყენეთ.