Connect with us

ყვავილები

როგორ გამოვიყენოთ დარიჩინი ოთახის მცენარეებისთვის

ერთ დროს დედაჩემს სანელებლებით ყველა დაავადების მკურნალობა უყვარდა. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ჯანმრთელობა ტრადიციულ მედიცინას ანდო, მაგრამ დღემდე დარიჩინის არომატული სასმელით მადას იუმჯობესებს და განწყობას იმაღლებს. მისი მტკიცებით, დარიჩინი ოთახის მცენარეებისთვის არანაკლებ სასარგებლოა.

მშობლების ბინაში აივანი მცენარეებით გავსებულია. დედა მცენარეების გასაზრდელად და ყვავილობის სტიმულირებისთვის ქიმიას ან ხალხურ საშუალებებს არ იყენებს. თუმცა უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს. მისი თქმით, დარიჩინს ოთახის მცენარეებისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

დარიჩინის ანტისეპტიკური თვისება

ვინ იფიქრებდა, რომ დარიჩინს ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია? მცენარეს გადანაჭერ ადგილას უნდა მოაყაროთ. ამრიგად, მცენარეს ლპობისა და ინფექციების გავრცელებისგან დაიცავთ.

პარაზიტებისა და მავნებლებისგან დაცვა

დარიჩინს სოკოვან ინფექციებთან და ობთან საბრძოლველადაც იყენებენ. უბრალოდ ნიადაგს და დაზიანებული მცენარის ფესვებს დარიჩინი მოაყარეთ. საყვარელი ყვავილის გადასარჩენად საშუალება არ დაგენანოთ!

მცენარის ფოთლები და ღერო დარიჩინის ხსნარით დანამეთ. 1 ჩ/კ სანელებელი 0,5 ლ წყალში გახსენით. ნარევი 1 დღე დააყენეთ. ყოველდღე დაზიანებულ ადგილზე ნაყენით დანამეთ.

საოცარია, მაგრამ ჭიანჭველები და შავი ბუზები დარიჩინის სუნს ვერ იტანენ. ეს ჩვენთვის კარგია, არა? ამ პატარა მავნებლების მოსაშორებლად უბრალოდ ნიადაგს დაფქული დარიჩინი მოაყარეთ. ის მცენარის ჯანმრთელობისთვის სრულად უვნებელია.

დარიჩინი გაფესვიანებას და ზრდას სტიმულირებს

დარიჩინი თავისი თვისებებით ძალიან ჰგავს კორნევინს. მასში ჭკვიანი დიასახლისები გადანაჭერ ადგილს ავლებენ, შემდეგ რამდენიმე საათით დარიჩინის ხსნარში აჩერებენ. ამრიგად, კალამს ნიადაგში გაფესვიანების მაღალი შანსი აქვს. აი, დარიჩინის ხსნარის რეცეპტი:

ქილაში 0,5 ლ წყალი, 1 აბი ასპირინი და 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი აურიეთ. ხსნარს თავსახური დაახურეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ხსნარი მარლაში გადაწურეთ. მასში მცენარის კალამი მოათავსეთ. 2 საათის შემდეგ მიწაში ჩარგეთ. უფრო დიდხანს არ გააჩეროთ. მცენარე ისედაც სწრაფად და კარგად გაფესვიანდება.

უნდა გახსოვდეთ, რომ ოთახის მცენარეებისთვის მხოლოდ ნატურალური სანელებელია სასარგებლო. სჯობს დარიჩინის ჩხირები ბაზარში შეიძინოთ და თავად დაფქვათ. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა დარიჩინი სასარგებლო თქვენი ოთახის მცენარეებისთვის?