Connect with us

სხვა

როგორ გავრეცხოთ თეთრი ნივთები

თეთრი ნივთების მოვლა იოლი არ არის. ახალ მდგომარეობაში, ისინი შესნიშნავად გამოიყურებიან მაგრამ, გაჭუჭყიანების ან კარადაში ჩვეულებრივზე დიდი ხნით დების შემდეგ ყვითლდებიან ან ნაცრისფერდებიან. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენმე მეთოდს, რომლებიც ჩვენს თეთრ სამოსს, სიცოცხლეს დაუბრუნებს.

თეთრი ფერის სამოსი

1. წყალბადის ზეჟანგით გათეთრება

ძველი თეთრეულისთვის ფერის დაბრუნება წყალბადის ზეჟანგით შეიძლება. ამისთვის, 2 ლიტრ წყალს დაასხით 50 მილიგრამი წყალბადის ზეჟანგი (ჩვეულებრივი, 3%-იანი ხსნარი). ჩაალბეთ ტანსაცმელი 1 საათით. პერეკისის დახმარებით ბამბის ნაჭრიდანაც შეიძლება ცალკეული ლაქების ამოღება. დაასველეთ ლაქა პერეკისით, დატოვეთ 5-10 წუთი და შემდეგ ამორეცხეთ უბრალო საპნით. ლაქა წამებში გაქრება.

2. გათეთრება საკვები სოდით

გაავსეთ ჭურჭელი წყლით (დაახლოებით 5 ლიტრა) და ჩაყარეთ 6 სუფრის კოვზი სოდა. დაუმატეთ ამიაკი და მოურიეთ. ამ ხსნარში ჩაალბეთ ტანსაცმელი. დატოვეთ რამდენიმე საათი. შემდეგ კარგად გაავლეთ და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

3.განაცრისფერებული სამოსის გათეთრება

ამ შეთხვევაში ორი მეთოდი გვაქვს. პირველი მეთოდი – ბორის მჟავა. თბილ წყალში დაამატეთ რამდენიმე წვეთი 3%-იანი ბორის მჟავა. ჩაალბეთ მასში ტანსაცმელი 2 საათით. შემდეგ გარეცხეთ.

დელიკატური ნივთების გათეთრებისთვის, შესაძლებელია ასპირინის გამოყენებაც. აცეტილსალიცინის მჟავა ღრმად აღწევს ნაჭერში და მას ნაცრისფერ ტონს აცილებს. სალიცინის მათეთრებლად გამოყენებისთვის, დაფხვენით 5 აბი და გახსენით 2 ლიტრ ცხელ წყალში. ამ სითხეში დაალბეთ ტანსაცმელი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გარეცხეთ და დატკბით მათი სიქათქათით.

4. გაანხლეთ თეთრი ნივთები

აურიეთ 1 სუფრის კოვზი სახამებელი, 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა, 1 სუფრის კოვზი საპნის ფანტელი, 500 გრამი მსხვილი მარილი. ეს ნარევი წაუსვით უკუღმა გადმოტრიალებულ სამოსს და დატოვეთ 10 საათით. შემდეგ გაავლეთ და გარეცხეთ მანქანაში. ეს რეცეპტი გიშველით ნივთების განახლებაში.

5. მდოგვის ფხვნილი ლაქების ამოყვანისთვის

მდოგვის ფხვნილი – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ლაქების მოსაშორებლად. ფხვნილი დაგეხმარებათ ლაქების მოშორებაში, მათ შორის ცხიმიანი ლაქებისაც. ამიტომ მისი გამოყენება სამზარეულოს პირსახოცების და სუფრების გასათეთრებლადაც გამოგადგებათ.

გახსენით მდოგვის ხსნარი 5 ლიტრ ცხელ წყალში. ჩაალბეთ ნივთი ხსნარში 3 საათით. შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში და გარეცხეთ. ნივთები სისუფთავისგან იბრწყინებენ.

ეს რეცეპტები თქვენს თეთრ ნივთებს სიქათქათეს დაუბრუნებენ და განაახლებენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.