საკითხავი
როგორ აზიანებს ყავა თქვენს ორგანიზმს
თქვენ ყავის დალევა გიყვართ და ამ არომატულ სასმელს დილით, შუადღეს, საღამოს და ღამითაც კი სვამთ? მაშინ თქვენ ყავის შესახებ მწარე სიმართლე უნდა გაიგოთ.
როცა ორგანიზმზე ყავის მავნე ზემოქმედებაზე საუბრობენ, ჩვეულებრივ ნივთიერება კოფეინს გულისხმობენ. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დოზა სუფთა კოფეინის ¼ გრამია. წყალზე ახალ მომზადებული ნატურალური ყავის ერთი პორცია სწორედ ამდენ კოფეინს შეიცავს. თუ უსაფრთხო დოზას მუდმივად გადააჭარბებთ, ორგანიზმში დაგროვებული კოფეინი შხამად გადაიქცევა და შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
პირველ რიგში, კოფეინი ყველაზე ძლიერ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს. ვიღაცისთვის ერთი ჭიქა ყავა შეიძლება გამამხნევებელი იყოს, ზოგს კი ძილს ჰგვრის. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ყავის მოყვარულები, რომლებიც დიდი რაოდენობით ყავას სვამენ, საკუთარ თავში შემდეგი ქცევის დარღვევებს აღნიშნავენ: გაღიზიანება, დეპრესია, სისუსტე და შფოთვა. ყავა გაუწყლოებას და ძლიერი შიმშილის გრძნობას იწვევს. ამ მიზეზით ადამიანები უფრო მეტს ჭამენ და სუქდებიან.
ადამიანი ყავას ეჩვევა. ე.წ. ყავის ნარკომანებს მორიგი ჭიქა ყავის გარეშე კონცენტრირება უჭირთ. ასეთ ადამიანებს შესანიშნავი ჯანმრთელობით და სამსახურში წარმატებებით თავის ქება არ შეუძლიათ. უზმოზე ყავის დალევის მოყვარულებს გასტრიტის და კუჭის წყლულის დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. თუ ამ სასმელზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, სჯობს ნატურალური და არა ხსნადი ყავა დალიოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.