Connect with us

კულინარია

რატომ უნდა ისწავლოთ ჩაის დაყენება თურქული წესით

თუ თურქეთში ერთხელ მაინც ყოფილხართ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ადგილობრივებს ჩაი ძალიან უყვართ. ძალიან ცხელ დღეებშიც ჩაის სვამენ. თან როგორ საინტერესო ჭურჭელს იყენებენ! ნამდვილად, თურქული ჩაი პოპულარული და გემრიელი პროდუქტია, რომელიც საჩუქრად ხშირად ჩამოაქვთ.

სასმელის ნამდვილი გემოს შესაგრძნებად საკმარისი არაა ისე მოადუღოთ, როგორც მიჩვეული ხართ. ამის შესახებ სტამბულში თურქისგან გავიგე, როცა სპეციალურ ჩაიდანს და ჭიქებს ვყიდულობდი. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ დააყენო თურქული ჩაი, რომ გემრიელი გამოვიდეს.

როგორ ავირჩიოთ, დავაყენოთ და დავლიოთ თურქული ჩაი

არჩევა

შეგინიშნავთ თურქული ჩაის სხვადასხვა გემო? სხვადასხვა სახეობაზე არ ვსაუბრობ. თურქულ სასმელში მწკლარტე, მჟავე და ბევრი სხვა გემო ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ძალიან ბევრი, გემრიელი სახეობი აქვთ, ამიტომ არჩევა რთულია.

დაყენება

ქვედა ჩაიდანი წყლით გაავსეთ და ცეცხლზე დადგით. ზედა ჩაიდანში 2 ს/კ ჩაი ჩაყარეთ. ჩაის არომატს იმწამსვე იგრძნობთ, რადგან ქვედა განყოფილება გაცხელდება. როცა წყალი ადუღდება, ჩაის დაასხით – დაახლოებით 600 მლ მდუღარე წყალი. წყალი წრიულად დაასხით, რომ მთელი ჩაი სითხით დაიფაროს. ქვედა ჩაიდანში წყალი ჩაასხით და ორივე ნაწილი ძლიერ ცეცხლზე დადგით. ქვედა ჩაიდანში წყალი ადუღდება, ზედაში კი არომატული ჩაის ნაყენს მიიღებთ. როცა ქვედა განყოფილებაში წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ. თავსახური ახადეთ და შეხედეთ, ჩაი ძირს თუ დაილექა. თუ კი, ჩაი მზადაა.

ჩასხმა

ბევრი თვლის, რომ ტკბილი სასმელი ჩაის გემოს სრულად შეგრძნებას ხელს უშლის, მაგრამ თურქული ჩაისთვის შაქარი აუცილებელია. 1 ჩ/კ შაქრის დამატება საკმარისია. პირველ რიგში, ჩაი ჭიქაში „წელამდე“ ჩაასხით, შემდეგ ქვედა ჩაიდნიდან წყალი დაუმატეთ. ბოლოს შაქარი გახსენით.

იმედი არ გაიცრუოთ, თუ თურქული ჩაის მოსადუღებლად სპეციალური მოწყობილობა არ გაქვთ. საიდუმლო მარტივია: მეტი ჩაი უნდა ჩაყაროთ, რომ სასმელის ფერი და გემო გაჯერებული იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თურქული ჩაი ყვითელი ან ყავისფერი არ უნდა იყოს, არამედ მოწითალო.